“ჩვენ, ახალგარზდები ყოველთვის ვიქნებით სიმართლის და სამართლიანობის სადარაჯოზე, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი ვალია ქვეყნისა და სხვა მოქალაქეების წინაშე.
თქვენი დახმარების და ჩართულობის გარეშე ჩვენ ვერაფერს გავხდებით, ამიტომაც მნიშმნელოვანია რომ თითოეული თქვენგანი 28 მარტს, დილის 12 საათზე აუცილებლად მოვიდეს ლაზარეს ბოლო, დასკვნით სასამართლო პროცესზე, იმისათვის რომ ლაზარემ იგრძნოს რომ ამ სისტემასთან ბრძოლაში ის მარტო არ არის!
მის გარდა, არიან სხვა ადამიანები,
რომლებიც ვერ იტანენ უსამართლობას!”
ღონისძიების ბმული — https://www.facebook.com/events/914783883687857
მე ვერ ვიტან უსამართლობას და ვიდექი უამრავი იდეის გამო პარლამენტის წინ აქციებზე, უმიზეზოდ მტენიდნენ და ჯარიმას გადამარჩინა ერთმა იმ მომენტისთვის ჟურნალისტმა თორნიკე კვერენჩხილაძემ, ეს არ იყო არანაირი შეჩერების მიზეზი, პირიქით მეტი კედელი იხატებოდა, ზოგჯერ დღეში რამდენიმეც კი და ისევ დავდიოდი იქ.. მე უბრალოდ შესაძლოა ნერვიულმა სისტემამ მიმტყუნოს და არ მინდა ისეთი რამ გავაკეთო რაც არა მხოლოდ მე ერთეულს საერთოდ სიმართლის შეკრეფილ ხალხს სახელს გაუფუჭებს, არადა ისეთი იდეები მომდის ვერც ერთი კრიმინალური და საშინელებათა ფილმის სიუჟეტი ახლოსაც კი ვერ მოვა, მაგრამ მარტომ აიწყვიტო და გაიტანო თავი ძალიან რთულია. დღეს გააჩნია, ნეტავ მოხდეს სასწაული და გაათავისუფლონ და ამ ბედნიერების ჟამს კიდევ გავალ დავხატავ ჩემებური სტილის თვალს და “გამარჯობა ლაზარე!”-ს მივაწერ ან რაიმე სხვა პოზიტიურს…
შემიძლია ბავშვი იქნება, მოზრდილი, ქალი, კაცი, მოხუცი თუ ვინც არ უნდა იყოს, ცხოველებში არა მხოლოდ ძაღლი ან კატა, ანუ შემიძლია გადავყვე ბოლომდე, მოვეფერო, ვაკოცო, დავეხმარო, დავაპურო, ნახატი ვაჩუქო ან უბანში რამე დავუხატო (უსაფრთხო ადგილს ვგულისხმობ სასაჩუქრედ) და ასე შემდეგ, მაგრამ ვისთვისაც ჩემიძლია ბოლომდე გავიხსნა, ვესაუბრო, ვურჩიო რამე და მაქსიმალურად თავი დავდო მისთვის, სხვა ამას სიკეთეს ეძახის და ამით მახარებს, ისევე შემიძლია შევიძულო არაადამიანები, უსამართლო ერთუჯრედიანი მონები და მათი უფროსები, ძალიან რთულია წერო მათ შესახებ და ენიდან თითებამდე რაიმე ბინძური ლექსიკა არ გაგეპაროს, ეს ფილტრი, ნებისმიერი მკითხველისთვის.. მოკლედ და მარტივად ვერ ვიტან ვერანაირ უსამართლობას და იმიტომაც არ მინდა გაბოროტება, ერთადერთი საღებავით გამოვხატავ როგორც ხალხის განსავითარებელ, საინტერესო მესიჯებს ნახატებითა და კალიგრაფიული ჩემი სტილის ხელწერით ასევე საპროტესტო არტებითაც, ნუ, ამ დროს კი უფრო მეშინია კეთების პროცესის, მაგრამ ვერ ვიქნები საკუთარ თავთან მართალი რომ არ გავაკეთო ეს, ჰოდა ვაკეთებ. მეტი კედელი მოიხატები ჩემით ბედნიერი ნახატებით, ბედნიერი სახეებით, ბედნიერი გამოხედვით, მომღიმარი, სინათლის სავსე თვალებით, რაც ასევე უმეტესწილად გაახარებს იქ მაცხოვრებელ ხალხსაც და ნებისმიერ გამვლელსაც, მთავარია ვნახო რომ ეს ზემოქმედებს ერთეულებზე და ინტერესს იწვევს მათში, კითხვებს უსმევს საკუთარ თავს, ეძიებს პასუხებს, ამ მომენტში კი, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება მეტი და მეტი კითხვა და მათზე პასუხების ძიება, ასევე მეტი სამართლიანობა ხდება, იჭერენ არა იდეისთვის მდგარ ხალხს აქციაზე, რომელიც წინ მიიწევს “თუ შეიძლება, მომიტევეთ, უკაცრავად”-ით, არამედ იმათ ვინც სცემს, ამცირებს, ჩაგრავს მეორე ბავშვს და იქვე მდგარ მის ამაყ მამას, რომელიც სხვებს ეუბნება თუ რა მაგარი ბავშვი ეზრდება და თვითონ ვერაფერი მისცა რომ გაეღვივებინა მისთვის ინტერესი და არა მუშტში ძალა, აუუუ ახლაც რომ მეგინებინება მსგავს ნაბიჭვარ მამებზე, აუუუ, ასევე სკოლებში და სკოლების ეზოებში, ასევე სკოლებთან ახლოს სულ კამერები რომ არავინ შეცდეს, საჭირო ოთახებშიც კი, არა თვითონ კაბინაში, არამედ.. ნუ მოკლედ ყველანაირად უნდა აღმოიფხვრას კირმინალის რომანტიზება, “აუუუ ჩეეემი, ამას ახლა დედას მ..ავ” კი არა, თქვი შენ შენი, მან მისი და ცხოვრების მანძილზე კიდევ იქნება მსგავსი სიტუაცია და კონკრეტულ მომენტში თუ შენ ხარ მართალი, მოვა და გაგახსენებს და მოგიბოდიშებს, თუნდაც ეს წლების შემდეგ მოხდეს.. არანაირი აგრესია, ყველაფერი უნდა ჩაიკლას და მეტი განვითარება, მეტი ინტერესი რამისადმი, რაც მსოფლიოს წინ წაწევს და არა კონკრეტულ საკითხში იქნება მუშა, მის იქითაც ექნება განვითარდება იმ დონეზე რომ არც ერთ მთავრობას არ ექნება მისი კონტროლის ან სხვადასხვა დემაგოგიის, უსამართლო პროპაგანდის თავზე მოხვევის შანსი, მათ შესაძლოა სკოლის მასწავლებლებს მოუმატონ ხელფასი მაგრამ მასწავლებლები იყვნენ მდორედ, ისწავლის, ჰო კაი, არადა ჩემი საქმე არაა, მე ხომ ავხსენი, არა უნდა დააინტერესო ნებსიმიერი, შეითრიო, როგორც ნარკოტიკზე ჯდება ადამიანი, ისევე შენს საგანზე უნდა შესვა, არა ძალით, ინტერესით, შესაძლოა წიგნებითა და ინტერნეტის სწორი გამოყენებით უფრო ბევრად მეტი იცოდე მოსწავლემ ვიდრე მასწავლებელმა ეს იქნება, სკოლის, მოსამზადებელი კურსების, ინსტიტუტის, უნივერსიტეტის, თუ რაიმე სხვა სასწავლებლის. არ უნდა მივცეთ მოდუნების საშუალება პოლიტიკოსებს და არ უნდა შევარჩინოთ უამრავი ნაბიჭვრობები, არა მხოლოდ ჩვეულებრივ მოსახლეებს მოეკითხოთ დანაშაულებები არამედ მათაც, მაგრამ სასურველი საქართველო, საერთოდ უდანაშაულო ხალხით სავსე, მხოლოდ სიმართლე და განვითარება, რომ ვერავის ვერაფერი შერჩეს. რადგან უნდა იზეიმოს სამართალმა ანუ მინიმუმ ლაზარე გრიგორიადისი იყოს თავისუფალი!!!
დავასრულებ ამ თემას სანდროს პოსტზე დადებული კომენტარით
“დაე, ნეტა, ღვთის წყალობით, გაუნათდეთ და გაათავისუფლონ ლაზარე, თორემ ხალხის შეხსენბა, შეკრეფა და სხვა რამეების ნაცვლად მაბოროტებენ და არ მინდა საღებავის გარდა სხვანაირად მოქცევა თან მარტო, რაც არ უნდა ვქნა, გადამივლიან, ხალხია საჭირო რომ პასუხი ვაგებინოთ არაადამიანურად, მაგრამ ეს მე არ მჩვევია, მაგრამ სასტიკად მინდება და დაე დღეს ამის ნაცვლად შეუცნობელი სამყაროს საიდანაც სინათლის სიჩქარითაც კი ვერანაირი ინფორმაცია არათუ ვერ აღწევს დედამიწამდე, არამედ წარმოსახვითაც რომ უკვე ვერ წარმოიდგენ აი იმის სრული უსასრულობით გავბედნიერდები მე და ეს ბედნიერება გადაედება უამრავ ნამდვილ, კარგ, კეთილ ადამიანს, იქნება საოცრება და დაე მალე მოხდეს რა.. მე საკუთარი ემოციებისა და ფსიქიკის, მოულოდნელი უსამართლო სიტყვის ან ფრაზის შემდეგ რომ არ ვიცი შევძლებ თუ არა საკუთარი თავის კონტროლს იმიტომაც ვერ დავდივარ სასამართლოებზე, თორემ თუ პირველი ვერა, ყოველშემთხვევაში დაწყებამდე ვიქნებოდი აუცილებლად.. თავისუფლება ლაზარეს და დაე ეს დღეს ძალიან მალე მოხდეს!!!”