26 May — Georgian Independence Day / თავისუფლების მოედანზე მოეწყო ათასი რამ რასაც თითქმის ყოველწლიურად ხდებოდა-ხოლმე, ასევე იდგნენ ფორმიანები უამარავ ადგილზე რომ ჩვენ დასტრესილები ვყოფილიყავით ან წავსულიყავით კონკრეტულად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, მაგრამ ეს მასე არ მოხდა, ყველაფერი იმაზე კარგად და საინტერესოდ ჩატარდა როგორც ჩვენ არც კი წარმოგვედგინა, ახლა შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოს. მანამდე კი ამ ბოლო დროის აქციების ვიდეოებს ყოველთვის ვასრულებ ამ მცირედით, რასაც ქვემოთ გაეცნობით.
მადლობა ნებისმიერ ადამიანს ვინც ყოველი დღე დგას ქვეყნის სადარაჯოზე, ისტორიის სწორ მხარეს, ყველა ჩემი და-ძმაა, ჩვენ ვებრძვით უსამართლობას ყველგან და ყველანაირი გამოვლინებით, იმიტომაც ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება, თავისუფლება და სამართლიანობა, ვართ საინტერესო ხალხი, ასევე ჩვენ გვძულს დიქტატურა და მას არ გავაჭაჭანებთ საქართველოში და რაც მთავარია, მართლები ვართ ამ ომში, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..