გმადლობ, რომ ამ სიმართლით მცირედი პროტესტიც ჩანს, თუნდაც 2-3 ჯერ იმის გამეორებით რომ დიდხანს დარჩენა ნებისმიერი მმართველის, აჭაობებს ქვეყანას და მის ცუდ მხარეზე გადადისო, მეც რომ მინდა თავისუფლება, წინ სვლა, მუდმივი წვდომა ინფორმაციასთან, მარად კითხვები და მათზე პასუხების ძიების პროცესი, რომ სულ ამ წრეზე ვიყო, განვითარება რა.. ანუ როდესაც ერთ კითხვაზე დაიკმაყოფილებ პასუხს და ათი გიჩნდება და ა.შ.. ასწორებს, ასე დავიწყე ქუჩაში დაუკითხავად წერა და ხატვა, სანამ საკუთარ სახელს და გრაფიტს დავამუღამებდი, ინტერესი შემომქონდა მესიჯებით ნახატებითა და წარწერებით, რომ ღეჭვაზე მეტი ღირებულებებია და აეეე, ის, ეს და ასხვდაასხვა თემებს ვეხებოდი, ახლა კი მინდა ბედნიერი სახეები ვხატო, ჩახუტებულნი, მაგრამ სულ მიწევს საპროტესტო არტების კეთება, რადგან ახლა დევნიან არა მხოლოდ ყველგან უკანონო სთრით არტსა და გრაფიტს, სულაც ვან გოგის მზესუმზირები რომ დავხატო და “ღმერთი სიყვარულია” დავაწერო ვერანაირ კონსერვატორ ფორმიან ერთუჯრედიან დამონებულ ნაბიჭვარსაც კი ვანდალის გარდა სხვა წარმოდგენას ვერ შევუქმნი და ჯარიმაზე წავა საქმე დიდი ალბათობით, საპროტესტოზე მითუმეტეს დაჭერა, ეს ისედაც ვიცი, არაადამიანს რომ ეუბნები რუსი ხარ და მონა ხარო და გიჭერენ, ხომ არ აგინებ, არც რამეს ესვრი ფიზიკურ დაზიანების მიზნით, თუნდაც სრულად გინდოდეს მისი არარსებობა, მაინც ანუ მისაღები სიტყვის გულისთვის გიჭერენ, როდესაც თმენის ვალდებულება აქვთ, რომც გადაგვეკეტოს და ვაგინოთ, მაგრამ მე პირადად დამაჯეროს ვინმე ნაბიჭვარმა პოლიტიკოსმა რომ მართალია და არათუ ხელს არ ვახლებ, ბოდიშსაც კი მოვუხდი და ვეცდები ხალხს მშვიდად ჩემს დებსა და ძმებს ვუთხრა რომ ვცდებით, მაგრამ არაა მასე, იმიტომ რომ ცდებიან კი არა გვაწამებ ეს DICKტატორები და მათი ორალურად დაკმაყოფილებული ნაბიჭვრები, დამკვეთიან-შემსრულებლიანად. ისაც ვიცი შევიგინები და მათ დავემსგავსები, ესაც მცირედით საკუთარი თავის შეზღუდვაა, ვიცი თავდაპირველ აზრს ავცდი, რითაც დავიწყე კომენტარის კრეფა, ამგრამ არაუშავს. სკოლაში ყოველთვის გამშველებელი ვიყავი, სტკივა, შეეშვი და ვაშველებდი მაგრამ ჩემი არსებობა არავის ახსოვდა თუკი დავიგვიანებდი საპირფარეშოდან, თვითონ არც დაშლილი კალმიდან მისვრია დაჭმუჭნული და დანერწყვიანებული ფურცლის დამრგვალებული ნაჭერი და არც თმაზე გამომიქაჩავს გოგონასთვის, არ ეტკინოს და არ ეწყინოს-მეთქი, ასევე ვუთმენდი 6 გაკვეთილს ჩაგვრა-დაცინვას და მეთქი გაჩერდი, თორემ არ შეგარჩენ და როდესაც უკვე ამომასხა და მინდოდა ტყლაპოში აგურებთან ძვლებში გადამემტვრია და დამეინვალიდებინა ის მჩაგვრელი, რომ როგორც იქნა დავეწია და ავწიე, უბრალოდ დავდე, არც დირექტორი, არც მასწავლებელი, ან მშობელი, არა, შიშით არა, შემეცოდა ბოლო მომენტში და მეთქი, რა ვქნა, ვუთხარი, თუ გაიმეორებ, აი ხომ ხედავ, დაგინდე, მაინც დაგეწიე, აწიც თუ მომიწია არ დავიშურებ თავს, შემეცოდე, შემდეგში არ გადამირჩები შე ასოვ (ბინძურად). მეგონა კლასელმა გოგონამ გაიგო ეს, ცოტა მოშორებით რომ ჩაიარა და მივედი მოვუბოდიშე რომ მომიწია ბინძური სიტყვის ხსენება თქვენთან-მეთქი. ვერ ვიტან ვერანაირ ძალადობას დაწყებული “აეე, მეორედ აქ არ გნახო, შენ ვინ ჩემი .. ხარ ძვლებში გადაგტეხავ, დედას მ..” და აი რომელიღაცა ვიდეოში გქონდათ ფრაზა, ის მშვიდი, მორიდებული, გაწონასწორებული, აღზრდილი ადამიანი შეიძლება შავ ქამარს ფლობდესო, აი ზუსტადაც მასე, მინდა რომ ეს ნაბიჭვრები არ არსებობდნენ, რადგან ყოველთვის ყველგან და ყველას მე ვერ დავიცავ, ისაც როდესაც დილისკენ და ღამე მიწევს რამის დახატვა, მე არ ვიცი, იმ გოგოს ეშინია მე რომ მივყვები თუ არა, ის გააუპატიურეს და მძიმედაა თუ სასწრაფოდან თავისი და ან ძმა ან ვინმე დატოვა საავადმყოფოში საყვარელ ადამიანთან და მეორე დღეს სამსახურში მიდის ორი საათი მაინც მოასწროს წაძინება, თუ კლუბიდან მოდის სხვადასხვა აბის, ალკოჰოლის, სინთეტიკური ბოლისა თუ ვიაიპი მომსახურეობის შემდეგ, მაგრამ ჩემშია რომ მან მიაღწიოს სახლამდე მშვიდობიანად. ასევე რომ არ დამიჭირონ ხატვისას თუ ქუჩა ჩუმია პირველი ხუთი სართული მესმის ვინ რას აკეთებს და 2-3 გზაჯვარედინის იქით რა მანქანამ სად გაიარა და სად გააჩერა, იმიტომაც დისტანცია მაქვს გოგოსგან, ეზოში ვაკვირდები რა და როგორ ხდება და თავდაცვის მიზნით ხარსიხიანი ქილის სპრეი საღებავი. ძალიან შორს წავედი, მოკლედ მინდა მუდმივი განვითარება, ასევე დაცულობა და თავისუფლება, იმიტომაც ვდგავარ სულ რუსთაველზე, არა მხოლოდ 190 დღე, არამედ ბოლო 10 წელზე მეტი, ვარ მარტო მთელი ცხოვრება და საუბარი მინდა, ისაც რომ კედლებით ვკონტაქტობ ხალხში, მაშინაც მარტო ვარ მე და კედელი. მინდა თავისუფლება და კონტაქტი, მეუღლე, ბავშვები და ნორვეგია, შვედეთისა და ფინეთივით სამართლიანობა და ბედნიერება. ასევე არ ვიღებ შეკვეთას თუ ვიცი მის უკან ჩემგან პოლიტიკურად განსხვავებული აზრის მქონე ტიპია, ასევე იმათგანაც თუ ვიცი სად ვიმყოფები (ბარი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ეზო ან..) თემის თქმაც კი არ გინდა, მაგრამ კაი რაღაც მომაწოდე, დაუშვათ, დანარჩენი ეს ისე და ეს ასე არა, წადი სხვა ხატვის ხელოსანი ნახე, ბოლომდე თავისუფალი მხატვარი ვარ და ისეთს არ დაგიხატავ, რომ არ მოგეწონოს, ბავშვების გასართობ ადგილზე “თავისუფლება მზია ამაღლობელს” არ დავაწერ და არც იმ ქალს დავხატავ, არადა მართალია და ვეთანხმები მაგრამ აქედან დარჩენილი საღებავს დავამატებ იმ თანხას რაასაც მომცემენ და ქუჩებში ვიზამ ამას. ვხვდები, არ მინდა დეტალები, წადი სხვა ნახე და ასე ვარ, არ ვყიდი დროს, არც თავისუფლებას, ვაკეთებ მხოლოდ რაც მინდა და ვერ ვიტან შეზღუდვებს, ასევე მაქვს ღირებულებები და პრინციპები, რასაც არც ვთმობ და არც ვღალატობ, იმიტომაც ჯიბეგამოფხეკილი ვარ, ნაცემი უმიზეზოდ, როგორც გზის გადაკეტვაზე უაზრო ჯარიმა, უკვე ბარათების ყადაღაც მაქვს და ა.შ.. სხვებთან უფრო მსუბუქად იყო და აქ ორი-სამჯერ რომ განმეორდასავით ერთი აზრი დიდი ხნის მანძილზე ბოროტდებაო მმართველობის უშნო სახეს იღებსო თუ რაღაც მსგავსი პერიფრაზს ვერ ვაკეთებ.. მაგიტომაც დავიქოქე და ამხელა ტექსტი ამეკრიფა, შესაძლოა დავყო, რადგან დიდი ალბათობით გასცდებოდა ნორმას. გამიხარდება თუკი შევძლებთ ერთმანეთთან საუბარს უამრავ საინტერესო თემებზე, ნებისმიერ ადგილზე, სამწუხაროდ მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, მინდა მოგზაურობა მაგრამ არ გამომდის..