უფასოდ მგზავრობა რუსთავი-თბილისი და თბილისი-რუსთავის მიმართულებით

მე აქციებზე სიარულის გამო მივიღე როგორც ჯარიმა, ისე უკვე მოესწრო ყადაღაც და ამ დღეს გადავათენე რუსთაველზე პარლამენტის შენობის წინ, ჰოდა უკან წამოსვლისას, იუსტიციის მეორე მხარეს დაველოდე 21-ს, რომელშიც შიგნით იჯდა კონტროლიორი, ძალიან გამიკვირდა, ალბათ რამე საქმე ჰქონდა თბილისში და გამოჰყვა მეთქი, რავიცი ათასი რამე გავიფიქრე და არ ავედი, შემდეგ მოვიდა 22 ნომერი, რომელშიც შევედი და ვუთხარი რომ ავტობაზრობაზე თუ შეძლებდა გაჩერებას (ადრე ერთმა მძღოლმა იუარა), კიო ჰოდა გავყევი და რატომ არ იღებ ბილეთსო, რა არის ბიჭო, უფასო ხომ არ გგონიაო, მეთქი არაფერი არ მგონია, ვიცი რომ ფასიანია, უბრალოდ დამაყადაღეს და ძლიერადაც რომ მინდოდეს, უბრალოდ არ შემიძლია გადახდა. არც ერთ ბარათთან არ მაქვს არანაირი კავშირი-მეთქი. ჰოდა მაშინ არ უნდა ამოხვიდე ავტობუსში და მარშუტკებით იაროო. კარგი მაშინ არც მე მიხარია თქვენს ავტობუსში მგზავრობა და იმედია აღარც აწი გადავეყრებით, გამიჩერეთ პირველივე გაჩერებაზე-მეთქი. არაფერი მიპასუხა, გავიდა ერთი გაჩერება, შემდეგ მეორესაც გასცდა და მესამეზე სხვა მგზავრს გაუჩერა და მე ჩავდიოდი. ერთმა ბიჭმა შემომიძახა მე დაგპატიჟებ და ჩასვლისას მეორედაც გადავატარებო, ვუპასუხე – ჯიგარი ხარ ძმაო, არ გინდა, არ დაიხარჯო, შენთვის მოიხმარე-მეთქი. ჩავედი და თავში გამკრა ხელით გულს ვუჩვენებ პატივისცემის ნიშნად-მეთქი, შემდეგ რამე არ იფიქროს არასწორად, რადგან მე გოგონები მომწონს და ქალთა პერსონალს ვეტრფი-მეთქი, ეს ყველაფერი ნახევარ წამში გადავხარშე და შევამჩნიე რომ გადმომხედა და მარჯვენა ხელით მუშტი შევკარი ავწი ზემოთ და მკერდზე გულის მხარეს სამჯერ მივირტყი. შემდეგ ავიხედე ზემოთ და დავინახე შემდეგი 24 მოდიოდა 6 წუთში, არ ვიცი რატომ, ალბათ რუსთაველზე რომ რთულია ჩემნაირმა შეფუთულმა ადამიანმა პირჯვარი გადაიწეროს, ვისაც სათვალეც, პირბადეც და ზოგჯერ ქუდიც თვალებზე აქვს ჩამოფხატებული და ზემოდან კაპიუშონი, ან ქუდი და სათვალე მორიგეობით.. მოკლედ ღმერთი სამობითაა და ისე უნდა ვქნა რომ მაქსიმუმ მოსვლამდე ორჯერ ავხედო-მეთქი გავიდა ორი წუთი და 4 ეკლდა, შემდეგ 3 და 2 გამომრჩა და 1-ზე ავხედე, მაგრამ მაინც მესამედ და მეოთხე უკვე თვითონ ავტობუსი იყო, სადაც უკვე წინასწარ მქონდა ტექსტი, მომზადებული, რასაც ვიწყებდი იმით, რომ დაყადაღებული ვარ უფროსო და ძალიანად რომ მინდოდეს უბრალოდ ვერ ავიღებ ბილეთს-მეთქი, კარგიო, უბრალოდ ფრთხილად იყავი აწი უკვე თბილისშიც არიანო, ორთაჭალაში არ შეგხვდნენ, მეთქი გადავრჩი, არა ფონიჭალაშიც ერთ მხარეს რომ იდგებიან და შეამოწმებენ, შემდეგ მეორე მხარეს გადადიანო და იმათ გაყვებიანო, მეთქი როდიდან და რომელ საათამდე უფროსო, რადგან ერთმა მძღოლმა გუშინ თუ გუშინწინ მითხრა რომ ბოლო 11-ის 15 წუთზე ამთავრებენ მუშაობასო, მე კი 11-ამდე ვიცოდი-თქო, თბილისში ჯერ თვითონაც არ ვიცით რომლამდე არიანო, კარგი ჯიგარო, თუ ვინმე ამოვიდა ფეხზე ვიქნები დასტრესილი და ამავედროულად თავდაჯერებულად ვეტყვი რომ ერთ გაჩერებაზე გამოვყევი-მეთქი, კარგი როგორც გინდაო, არა, უკეთესი იქნება, უფრო გულახდილობას გამოვაჩენ თუკი დავწვრილმანდები და ასე, ვვარაუდობ.. ერთ გაჩერებაზე ვთხოვე გასვლა და ორზე გავყევი, თურმე აქ მინდოდა და ორი აღმოჩნდაო ან რავიცი რაც კონკრეტულად ადგილზე დამადგება ენაზე-მეთქი, მივედით ფონიჭალაში რკინიგზის ხიდს რომ გაცდებით მარცხნივ სასტუმრო, მარჯვნივ მაღაზია და იქვე გზის მეორე მხარეს გადასასვლელ ხიდთან გაჩერებასთან ვიკითხე, მეშველა-მეთქი, არ ვიციო, სრულად არიან ნებისმიერ ადგილზე, კარგი-მეთქი. მივედით ხიდთან და რომ შევიდა და ფონიჭალიდან გავიდა ამოვისუნთქე და ესაა უფროსო, აქ უკვე განაღდებულად რუსთავამდე თავისუფალი ვარ და მანქანების გაყიდვა, ავტოპაპას ავტობაზრობასთან გამიჩერეთ-მეთქი, კარგიო და მასეც მოხდა, იქიდან ფეხით შევედი ქალაქში და პირველივე გაჩერებაზე იდგა ორი თუ სამი ფორმიანი კონტროლიორი. ისეთ დონეზე ვერ ვიტან მაგ სამსახურს, რომ აიძულებენ თანხის გადახდას, მე შემიძლია მძღოლს პირადად ხან 2.30 გადავუხადო, ხანაც 2.50-ის ნაცვლად 3 ლარი, ან 3-ს გადავუხადო და 7.50-ის ნაცვლად 10 ლარი მივცე და დავუტოვო ადამიანურად. ერთი ის რომ არალეგიტიმური მთავრობის გამდიდრება არ მინდა და მეორე ისაა რომ უბრალოდ ვერ ვიტან იძულებას, ვერ ვიტან ვერანაირ რეჟიმსა და ასევე კონტროლს, ზუსტად მაგიტომაც არ იმსახურებენ კაპიკს ჩემგან, მაგრამ რეალურად რომც ძლიერ მინდოდეს ვერ გადავიხდი და ეგაა რა.

მივედი ფეხით ადრე ვეჯინი რომ იყო და ახლა მგონი სპარმა იყიდა რუსთავიდან რომ შემოდიხარ შარტავაზე პირველივე დიდი სავაჭრო ცენტრთან წყლის ონკანი ან შადრევანი ან.. ვერ ვიხსენებ.. იქვე “აბარა”-ს სროუაფია კორპუსზე და მოკლედ იქვე გაჩერებაა, იქ დავაჯექი სამარშუტოს 6 ნომერს და მიმიყვანა იქ სადაც მინდოდა.

ახლა კი მივედი სახლში და კლავიატურაზე ვკრეფ ამ ტექსტს. კარგი მგზავრობა. უფს, აი ერთი ლაიფჰაკი, რა საჭიროა ბილეთის აღება, თუკი რუსთავში 11-ზე უკვე გარანტირებული არც ერთი კონტროლიორი აღარ მუშაობს და დიდი ალბათობით თბილისშიც. ახლა არის 30 აპრილი, რომ რამე, ხვალე თუ რაიმე შეიცვლება მე არ დამაბრალოთ, მე ადგილზევე მოვიფიქრებ რამეს, გამოვძვრები და ბოლო-ბოლო ჩავალ დროზე ადრე და თქვენ არ დაჯარიმდეთ.. მაგრამ ღამე 12-ის ნახევარზე თბილიში რომ ამოდიხართ და ერთ საათში მიხვალთ ამ ავტობუსების ბოლო გაჩერებამდე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პერიოდში არ იქნება კიდევ მინიმუმ ერთი კვირა ან რამოდენიმე თვე იქ არანაირი კონტროლიორი. კარგი დღეები და სასიამოვნო მგზავრობა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *