რამოდენიმე სხვისი სამართლიანი პოსტები და უსამართლო ტროლ-ბოტის კომენტარზე ჩემი პასუხი

1). მე მათ შორის არ ვარ, ვინც პოლიციელებს ელაპარაკება ხოლმე. ჯერ ერთი უმრავლესობა ძალიან უზრდელი და უტიფარია და მეორე არ მინდა მათი თავის მართლების მოსმენა.
მაგრამ გუშინ მომიწია.
პოლიციელი მეუბნება, რომ ის კანონს იცავს და არავის მოეწონება პოლიციელი, რომელიც კანონს არ იცავს. კანონი თუ არ მოგწონს კანონმდებელს მიმართეო.
ქართული ოცნება მუდმივად აიგნორებს არჩევნებით თუ პროტესტით გამოხატულ ხალხის ნებას, ვიღაცეები დანებდნენ და ჩათვალეს, რომ უმოქმედობა ჯობს. (არ ვიცი როგორ)
ვინც არ დანებდა მათი დაშინება “კანონიერი ჯარიმებით” დაიწყეს. კიდევ ერთი დაშინებულების ნაკადი გამოგვაკლდა.
ბოლოს დავრჩით მართლაც მცირე ჯგუფი, რომელზეც არაფერმა იმუშავა. არც ციხით დაშინებამ და მაინც ვკეტავთ რუსთაველს. ამიტომ უბრალოდ ჩვენი გამოკეტვა გადაწყდა.
ამას აღასრულებს “კანონის დამცველი”, ანუ ყველა გზას მიჭრის კანონმდებელს წინააღმდეგობა გაუწიო და ცდილობს ხელები დაიბანოს.
საბჭოთა კავშირში ყველა დახვრეტა, გადასახლება თუ გულაგებში გამომწყვდევა კანონიერი იყო, მაგრამ არა სამართლიანი.
არ ვიცი ამით ცხოვრება როგორ უნდა გააგრძელოს რეჟიმის თითოეულმა ჭანჭიკმა. მე ვერ შევძლებდი.

2). რეჟიმის სიშლეგეს ბოლო არ უჩანს.
პატიმრობაში არიან ექიმები, მაწავლებლები, მსახიობები, სტუდენტები, პენსიონრები, დევნილები, ჟურნალისტები, მარტოხელა დედები და მრავალშვილიანი მამები, სიმსივნიანი პაციენტები, ყოფილი ჯარისკაცები, მუსიკოსები, რედაქტორები, ეკონომისტები, აქტივისტები, პოლიტიკოსები. ამ ადამიანებს სახლში უვარდებიან იარაღიანი ნიღბიანები და მშობლების ან არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ადებენ ბორკილებს.
ციხეში მიჰყავთ ყველა, ვისაც ამ ქვეყნის სიყვარული ხმის ამოღებას და ბრძოლას აბედინებს. აღარ არსებობს კანონი, რომ დანაშაულს სჭირდება სამხილი. აღარც განაჩენს სჭირდება კანონი, საკმარისია გმობდე და აპროტესტებდე უსამართლობას, ეს უკვე დანაშაულია.
რეჟიმი ებრძვის ყველას ვინც აპროტესტებს. ებრძვის ყველა მეთოდით რაც უზურპირებული ძალაუფლების პირობებში შესაძლებელია. კრძალავს და ერჩის ყველაფერს, რაც მოქალაქეს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული. რეჟიმი ატერორებს ყველას ვინც უსამართლობას არ ეგუება და აიძლებს შეაგუოს დესპოტურ კანონებს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჰუმანიზმთან და დემოკრატიულ ღირებულებებთან.
რეჟიმი სისტემურად ძალადობს ადამიანებზე. მტკიცებულების გარეშე იჭერენ ადამიანებს. ნიღბებს და ბალაკლავებს ლუქავენ. სტუმრად ჩამოსულ ეუთოს თავჯდომარეს 5000 ლარით აჯარიმებენ გზის გადაკეტვისთვის, ჯარიმით რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ 500 ლარი იყო. ყოფილ პრემიერ მინისტრს, ოლიგარქი პატრონის ქებაში ყველაზე გაწაფულს, სახლიდან 7 მილიონი დოლარი ქეშს უღებენ და ეს აისბერგის წვერია იმასთან შედარებით რასაც 13 წელია იპარავენ ქვეყნის ბიუჯეტიდან. თვითონ დამნაშავეები ავიწროვებენ უდანაშაულო ხალხს და ამას აკეთებენ დემონსტრაციულად, მთელი მსოფლიოს დასანახად. დღეს გერმანიამ ელჩი გაიწვია რეჟიმის მხრიდან თავდასხმების გამო. რეჟიმი მიზანმიმართულად ცდილობს ქვეყანა სრულ იზოლაციაში მოექცეს, პოლიტიკურად და ფინანსურად. რეჟიმი რუსეთის პირისპირ გვტოვებს მარტო, მეგობრის და მხარდამჭერის გარეშე. რეჟიმი ძირს უთხრის უკლებლივ ყველა მოქალაქის მომავალს.
ამ ყველაფერთან შეგუება შეუძლებელია. ამ ბოროტებასთან თანაარსებობა შეუძლებელია. როცა უსამართლობა ხდება კანონი, დაუმორჩილებლობა ხდება მოვალეობა.

3). ბათუმში მიმავალი სამტრედიაში გამაჩერეს და უკან მოვყავარ თბილისში პოლიციას.

თამრო არის ადამიანი, ვინც დგას რუსთაველზე სამართლიანობის, თავისუფლებისა და სინდისის პატიმრების დასახსნელად, უპატიოსნესი, საყვარელი მებრძოლი გოგონა, რომელიც არაფერს არავისთან არა სჩადის. სუფთა სინდისის მატარებელი სტუდენტი.

უსამართლო ტროლ-ბოტის კომენტარზე ჩემი პასუხი

“ხალხი კი ცხადია ქოცურ უსამართლობას ებრძვის, მაგრამ ამავდროულად ტერორის რეჟიმს, რომელიც წინაზე იყო სისტემა, ჰოდა, როცა დადგება გამარჯვება, აბსოლუტურად ყველა დაისჯება, არა მხოლოდ დამკვეთნი შემსრულებელი უსამართლო ფორმიანებიც ჩაჰყვებიან, ზოგი გაიქცევა საზღვარგარეთ, მაგრამ იქაც იპოვიან ჩამოაფრებენ და საჭიროებისამებრ მიიღებენ პასუხს. იმაზე ბევრად მძიმედ, ვიდრე გვაწვალებენ ხალხს. დღეს შეიძლება მოხდეს რამე და მაზეგ დაავიწყდეს ზოგს, მაგრამ გამარჯვების შემდეგ, როდესაც ნულიდან დაიწყება განვითარებული, სამართლიანი და თავისუფალი ქვეყნის შენება პატიოსნად, არათუ სამუშაო, მინიმუმ ციმბირი, მაქსიმუმ ბაცისტური მოპყრობა, ექსპერიმენტებად მონათლული, იმიტომ რომ ქვეყბის გაყიდვა, პროპაგანდონობა, უსამართლო მოქალაქის დაჭერა უმიზეზოდ, ცრუ მოწმეობა და სხვა მრავალი სხვა ერთუჯრედიანმა არ გაიმეოროს. მე ისაც მაბრაზებს “ამოეთრიე სახლში, თორემ თმებით გითრევ გოგო” დედა რომ ეძახის შვილს, მეგინებინება მაგ დროს, დააინტერესე რაიმე ისტორიით, ზღაპრით, მოთხრობით, რეალური ამბით, ან რაიმე მეცნიერებით და შეწყვიტე საჭირო დროს, როდესაც დაგიძახებ ამოდი შვილო თუ გაინტერესებს გაგრძელება გენაცვალე. აღზარდე შე ერთუჯრედიანო! მაგრამ რა უნდა მოუყვე ორ წინადადებას რომ ვერ აბამ ნორმალურად. ასევე ის ბოროტი მოძალადე მასა არ იქნება და ბავშვებში კი ინტერესს ჩავნერგავთ რომ არც იყოს სამართალი დასაცავი და მათი ცრუ ორგანოები, ასევე იდეები, არათუ ქარხანაში ვინმეზე ან რამეზე, რაც შეააძლოა უახლოეს მომავალშიბრობოტმა აკეთოს არამედ დილას სირბილი, წყლის გადავლება და საკუთარი იდეების განხორციელება, თვითწარმოება, მუდმივი კითხვები და პასუხების ძიება და ა.შ.. მოკლედ და მარტივად, უსამართლო ნაბიჭვრების დასჯა და ბავშვების სამაგალითოდ აღზრდა!”

პ.ს. — უმიზეზოდ, ანუ უბრალოდ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მიმდებარედ დგომისთვის დაკავებულების სიას დავწერ, მომიტევეთ, თუ ზოგი შემესალოს და ედავებოდნენ 4 ოქტომბრის რეზიდენციასთან დგომას, მაგრამ 0.1 %-ია ამის.

ვახო სანაია, ლაშა ჩხარტიშვილი, ლევან ჯობავა, შალვა ჩუბინიძე, ნინო სვანიძე, ლარა ნაჭყებია, თორნიკე თხილავა, ლევან მარგიანი, ვახო მაჭავარიანი, საბა ხომერიკი, გიორგი ყიასაშვილი, დავით გოგიჩაიშვილი, თემო სარალიძე, საბა ჯაფარიძე, ნინო ბერუაშვილი და ამ პოსტის დადებისას ან მის შემდეგ კიდევ ღმერთმა იცის ვის დაიჭერენ ეს უნამუსო არაადამიანები, დიქტატორული რეჟიმის დამცველი ნაბიჭვრები. ამ ჩამონათვლიდან ყველა არის პატიოსანი პატრიოტი, სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანი და პოლიციის ფორმა ამოცმულ უსამართლო ნაბიჭვრებსაც მოუწევთ კარგად რომ ვთქვათ ასუხისგება თავის საქმეებზე იმაზე მკაცრად და საშინლად ვიდრე მე შემიძლია წარმოდგენა.

ჩვენ გვინდა სამართლიანობა, ქვეყნის დაცულობა, მუდივი განვითარება და თავისუფლება. ჩვენ ვერ ავიტანთ DICKტატირას! ჩვენ ვართ მართლები ამ ომში ანუ ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე როგორ არ უნდა გაგრძელდეს და როგორც არ უნდა შეგვზღუდონ, მაინც გავიმარჯვებთ სახელოვნად!.. ☆♡



Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *