ნენსი — აქტივისტებმა პარლამენტის შენობის მიმდებარედ წარწერები – “მე ვისროლე, აბა დამიჭირე” დატოვეს და რამდენიმე ადგილიდან პიროტექნიკა გაისროლეს. ამ პერფორმანსით ისინი საბა ბაღდავაძის დაკავებას გამოეხმაურნენ, რომელსაც მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 30-დღიანი პატიმრობა ფოიერვერკის სროლისთვის მიუსაჯა.
მე — ჩემი მოსაზრებაა, გადავუღებთ თუ არა მეორეხარისხოვანია, რადგან რომც დავბლაროთ მათი სახეები მაინც უამარავი სახის ამომცნობი კამერებია, მთავარი ისაა რომ გამოცდილ ხალხმა გააკეთოს ეს, ვისაც უწევდა ან უწევს საუბარი ფორმიანებთან ხატვის დროს, ან სხვა თემებში გამოწვრთნილმა ან თუკი აკეთებ უნდა დაგეგმო დღე, იმ დღეს არ იდგე აქციაზე, მოხვიდე შეფუთული, კონკრეტულად იმ ადგილიდან სადაც ჩვეულებრივი კამერაა და არა სახის ამომცნობი და არც მათი კორდონი არ დგას, რომ ფოტოსაც აცდე, გარანტირებულად, თორემ შეიძლება მანქანაში ჭამდნენ ან ისვენებდნენ არაფერია გამორიცხული, აი ვაიდათუ დაგინახეს ხელში ფოიერვერკით ან ბანერითა და დაფარული სახით, დიდი ალბათობით გაგაჩერებენ და მერე ღმერთმა იცის რა და როგორ.. ჰოოოდა, იმიტომაც რომ შემოვლენ და აარჩევენ პოპულარულ ადგილს დაამაგრონ, წაუკიდონ სახედაფარულებმა თუნდაც სახლიდან ავტობუსს ან მარშუტკას რომ გამოყვებიან ჩამოსვლისას აააა, მანდ კამერებია თბილისსის ტრანსპორტში, მოკლედ ასვლამდეც.. კი სტრესია, ქუჩაში რომ არ მიიზიდო ყურადღება უბრალოდ პირბადე და კეპი, შემდეგ სიახლოვეს ორი-სამი პარალელური ქუჩით უკვე შავი სათვალეც და ჰუდის მოცმაც, ჰო, თუნდაც ამ სიცხეში.. დამონტაჟება და გარიდება ან მარტო ან 5-7 ადამიანთან ერთად, ისინიც სასურველია სახე-დაფარული და მეორე დღეს სხვა ტანსაცმლით მოსულები. რომ ვერ გაიშიფრონ, რადგან უამრავი ადამიანია, ვინც მხოლოდ გზის გადასვლისას ინიღბება და შემდეგ იხსნის, არადა ისაა ერთ-ერთი რამ გასათვალისწინებელი რომ რუსთაველის მეტროდან თავისუფლების მოედნამდე და იუსტიციიდან პარლამენტის უკან 2-3 პარალელურ ქუჩებამდე ყველგან გვიყურებენ, როდესაც ამოიჩემებენ ერთ ტიპს სახლის კარამდე გაყვებიან, ყველგან არაა სახის ამომცნობი კამერები, არც თბილისელი ვარ, მაგრამ ხშირია რუსთაველზე, მარჯანიშვნილსა და აღმაშენებელზე, აქა-იქ ჭავჭავაძეზეც, ისანშიც შემიმჩნევია და ნუ რავიცი დიდი ალლლბათობით ყველგან მაგრამ ცოტა მიმოფანტული და ჩვეულებრივებზე ზემოთ ვახსენე დაბლა ჩამოწეული კეპი და პირბადე. მოკლედ წარმატებები. ფრთხილად და მოძრაობით სწორ მხარეს, ასევე არ გაჩერება, არასდროს, მაგრამ გათვლა ხარისხიანად, მე კი დროშის დაწვისას ყველა გავაფთხილე სახეები არ გადაიღოთ ან თუ მოხვდა კადრში დაბლარეთ-მეთქი, მაგრამ რომ არავის თვალები ან სახის ფორმა ან რამე ყბა, ყური ან .. გამოჩენილიყო, ჩამოვარდნილი თმის ანალიზი და რამე არაა დიდი ალბათობით, ჯერ.. მაგრამ იმ დონემდე უნდა ავიყვანოთ, რომ დაუჭერელნი ვიყოთ. მოკლედ მაინც დაიჭირეს ის ვისაც ეჭირა დროშა და ვინც ალუჩაზე თუ ტყემალზე გვეპატიჟებოდა-ხოლმე, უჯიგრესი ადამიანი, ჰოოოდა მაგიტომაც გამიზნულად, წინასწარი გათვლით, ერთი ადამიანი ვინც ჩაიარა და შესაძლოა ხუთი წამით ეჭირა დროშა ან რაღაც მასეთი ნიღბით გაიყვანა ნაცნობმა ფორმიანების კორდონთან, გაჰყვა რა.. ანუ სიფრთხილე, თავდაცვა და ბე-ცე-დე გეგმები რომ ადგილზე არ ვფიქრობდეთ თუ რაღაცა როგორ დავიმალოთ ან როგორ გამოვძვრეთ სიტუაციიდან, რომ მინიმუმ ათი ან თხუთმეტი ნაბიჯით წინ ვიყოთ იმ უსამართლო ნაბიჭვრებისგან.
————————————————————————————————
საბა — ეს არ არის ამონარიდი საბავშვო ზღაპრიდან. ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური განცხადება.
“დარწმუნებული ვარ, ქალბატონ რობინ დანიგანს ძალიან უნდოდა 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ მას ამის საშუალება არ მიეცა სწორედ გუდიანი კაცის გავლენის გამო.
გუდიანი კაცი მძლავრობს, ამას ვხედავთ. თუ გუდიანმა კაცმა უნდა განსაზღვროს ამერიკული მილოცვები, ამას ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს. ეს არის მთლიანად ბიუროკრატიაში ჩაბუდებული სისტემა. მიმდინარეობს ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, ქალბატონ რობინ დანიგანს ძალიან უნდოდა 26 მაისის ღონისძიებას მონაწილეობის მიღება, მაგრამ მას ამის საშუალება არ მიეცა სწორედ გუდიანი კაცის გავლენის გამო. განცხადებაზე, რომელიც გავრცელდა, პირდაპირ იგრძნობა გუდიანი კაცის ზეგავლენა. ეს არის დღევანდელი რეალობა. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ ასეთ მილოცვას ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს. ვიტოვებ იმედს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გუდიან კაცზე გაიმარჯვებს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გაჯანსაღდეს.”
გუდიანი კაცი ჯობია, ასე უფრო გასაგებია
მე — “ეს აუცილებელია იმისთვის, რომ” ხან ხილიანი კაკას ლოკვით, ხანაც ერთ ხელში კიტრითა და მეორეში ლიმონათით მივცეთ ქართულ-ამერიკულ ზღაპარს ჩვენივე მოგონილი “მშვიდობიანი” დასასრული. გუდიანი კაცის დაჭერა ტრამპისგან იქა, ნაცების აქა, ბედნიერი ცხოვრება იქა, პატიოსნების დაჯარიმება და დაჭერები აქა, ოღონდ ჩვენი პლიუსი, რადგან არის კარგი პროპაგანდონობა, ამ ყველაფერს პირიქით, ისე წარმოგიჩენთ რომ “სახლიდან გაუსვლელად სრულიად უფასოდ”
შეძლებთ, ტახტზე კოტრიალისას, იგრძნობთ ქვეყნის წინ სვლა და განვითარება. არ გჯერათ? პრეზიდენტს დავაგინინებთ, ვის შეეწერება მეასეხარისხოვანია, მაგრამ ფიცი დადებულად და კანონები დამტკიცებულად ჩაითვლება.
მ..ან ასეთი ყოფა, იმიტომაც ყველა რუსთაველზე!