2 დღე გამოვტოვე აქამდე არა 3 და მიხარია რომ ამ სამივე დღე ცოცხალ-მკვდარი ვიშუშებდი კუნთებს, იარებს. და მის მერე გავცივდი და გულის წყვეტაა ყოველი სამი დღე რომელიც ასევე მომიწია სახლში ყოფნა, ერთი რომ სხვისთვის არ გადამედო, არადა პირველ დღეს მაინც ვიყავი ცუდად მყოფი, ყოველდღიურ მცირე აქციებზე, ახლა კი მსვლელობაზე ამდენი ხალხი რომ გამოვიდა, როგორ მინდოდა რომ მეც ვყოფილიყავი მაგრამ ვვარაუდობ ხვალეც მომიწევს დარჩენა, რადგან დღეს ბებიასთან გადმოსვლაც კი გამიჭირდა არათუ სადმე გასვლა, ორი კორპუსის გავლა, ეზოსი ალბათ უფრო სწორი იქნება.. ვისთანაც ვრჩები და იქიდან ვკრეფ რატომღაც ამ ტექსტს.
ყველა ვინც რუსულ საქმეს აკეთებთ ან ეხმარებით მათ ნებისმიერი გზით, თუნდაც დასუფთავების სამსახურში ხართ და დაგავალეს რომ თუ ვერ მოაძრობ საღებავით მინაწერ სიტყვებს პარლამენტის შენობიდან გაგიშვებო და შენც რომ გამოდიხარ და ხუთი ვიღაც ტიპი გაკონტროლებს რას იზამ, ჯერ ის ხუთია დასახვრეტი და შემდეგ შენ რომ არ მოდიხარ სამსახურიდან, რა პრობლემაც და როგორი შიმშილიც არ უნდა გქონდეს, პენსიაც რომ შეგიწვიტონ თუ მოხუცი ხარ, თუ ახალგაზრდა უნდა აიტანო და რაიმე კერძო დაცვაში, ან მშენებლობაზე, ან რაც გიტაცებს ის დაამუღამო და იმას გაჰყვე ანუ რატომ ხართ მთავრობის რიგში და უკაკუნებთ ვიაიპი ოთახის კარზე, რატომ არ მინდა ბინძური ლექსიკა ვიხმარო მაგრამ ცხადია ეს საქმიანობა რასაც ნიშნავს, ასევე ცემა, დაჭერა, მოწამვლა წიწაკის სპრეით თუ ცრემლსადენი გაზის კაპსულებით, რომელიც შესაძლოა გადაჭრილ განიერ ორლიტრანახევრიან ბოთლში ჩააგდონ დაასხათ წყალი, გაანჯღრიოთ და გააუნებელყოთ თუ როგორცაა, მოკლედ წყლის ჭავლში რაღაც ნივთიერების შერევით და ჩვენზე მომიზნებით და დაჭერებითა და ბიუჯეტის ჯარიმების შევსებით და ა.შ.. გრცხვენოდეთ ყველას, უნდა გაიხადოთ ფორმა და ემსახუროთ არა ღორ რუსებს, არამედ საკუთარ ქვეყანას — საქართველოს და ამას მე არ უნდა ვკრეფდე აქ და საერთოდ არავინ უნდა გეუბნებოდეთ, თვითონ უნდა ხვდებოდეთ სადამსჯელო რაზმიან, სპეცრაზმიან, პოლიციელებიან, რობოკოპიანებიანად. ერთმა ახალგაზრდამ მომიყვა, რომ წინაზეო, ჩვენ სამას გაწვეულმა ჯარისკაცმა გავიხადეთ ფორმაო და ისე მაგრად გვცემეს, დაგვჟეჟეს, ფეხქვეშ გაგვიფინეს, თითოს უამარავი გვირტყამდა, ყველა ვისაც არ ეზარებოდაო და შემდეგ დაგვიჭირესო, ზოგს კიდევ 2-3 წელი კიდევ დარჩათ ციხეშიო, ჰოდა ესაა კაცური საქციელი, ჰოდა მიბაძეთ რა მათ! ჰოდა მე გარეთ რომ ვარო იმიტომ რომ პაპაჩემიო თუ მამაჩემიო ვერ დავიმახსოვრე ჯარში წოდება ჰქონდაო რა და მაქედან გამიშვესო და ახლაც აქ თქვენს გვერდით ვდგავარო რა. მიბაძეთ! ასევე ვიცი რამოდენიმე პოლიციელი, ვისაც უღრმესად დიდ პატივს ვცემ, არ ვიცი ზუსტად, ალბათ დაჭერას უპირებდნენ და მოასწრეს გაქცევა ამერიკაში, საზღვარი მექსიკიდან გადავიდნენ და დიდ ტრაილერებზე პატიოსნად მუშაობენ, გულში არის ყველა, ნებისმიერი პატიოსანი მოქალაქე და კარგი ადამიანი, ჩემგან დიდი პატივისცემა მათ. შემიძლია რამე კედელზეც კი მათი სახელები დავწერო, ვინმე თუ გამაგებინებს, ასევე ერთის მამა გაათავისუფლეს, ვინც გამოიძახეს პარლამენტთან და არ მივიდა, რადგან მოსახლეობას არ დაარბევდა და უბრალოდ გაათავისუფლეს, ესაც ვაჟკაცია და მასაც ჩემგან პატივისცემა!.. მიბაძეთ ამ ხალხს და ემსახურეთ საქართველოს!
მიხარია რომ ხალხის მდინარე არ წყდება, ისაც მიხარია, რომ რაც დაჭერა, დარბევა, მოწამვლით, ცემით, ტყვიებით, წყლის ჭავლში რაღაცის გარევით, წიწაკის სპრეითა თუ ცრემლსადენი საშინელი გაზით, ყოველთვის პირველ პლანგზე ვიყავი და რა დღეებიც გათიშული ვეგდე საწოლზე არაფერი მნიშვნელოვანის დაწერაც მიჭირს, რადგან ყოველი დღე, სულაც ერთი ადამიანიც კი რომ გამოვიდეს, უკვე უწყვეტი იქნება აქცია და ესაა ძალა და არ მიყვარს როდესაც მათ ვინც გვცემს ძალას ეძახიან, არაკაცურია, არაადამიანური, არც ცხოველური, ყველასგან ყველაფრისგან განრიდებული სისასტიკე, როდესაც ხუთი არაადამიანი სირბილისგან წაქცეულ ერთ პიროვნებას რომ გამეტებით ურტყამენ, ასევე ბატონო-თი რომ მიმართავენ ჟურნალისტები ქვეყნის გამყიდველებს, ამასაც ვერ ვიტან, კი, შესაძლოა ის რაც მე მადგება გამწარებულზე და რასაც რეალურად იმსახურებენ, მასე არ ან ვერ, მაგრამ უბრალოდ არანაირად არ მიმართო მაინც.. გაჰყევი და ჰკითხე და კიდევ ვერ ვიტან როდესაც არიდებენ კითხვებს თავს, მაშინ მინდება გავფატრო ყველა ნაბიჭვარი და ნაწლავები ამოვუღო, როდესაც არ იციან რა უპასუხონ და ძალადობენ განსაკუთრებით მათ. ჟურნალისტი უნდა იყოს თავისუფალი ყველგან და ყოველთვის და არასდროს არავინ არაფერში არანაირად არ შეუშალოს ხელი.
არა რუსეთს, არა რუსულ მთავრობას, არა რუსულ რეჟიმს, არა რუსულ დიქტატურას, არა დიქტატურულ რეჟიმს, არა ნებისმიერ ძალადობას, ჩაგვრას, დამცირებას, მითუმეტეს სისტემისგან, როდესაც ადამიანი სწორი ხარ და არასდროს არაფერი დაგიშავებია, უბრალოდ “უკაცრავად, მომიტევეთ, თუ შეიძლება, სორრი”-ით გადიხარ წინა რიგებისკენ სხვას მხარსაც კი არ კრავ და მოდიან უზრდელი ერთუჯრედიანი მონები და უმიზეზოდ გკლავენ რა თითქმის, რატომ, იმიტომაც მინდა სამართლიანობა, რომ მხოლოდ მოძალადე და მტყუანი და საერთოდ ცრუ ბრძანების გამცემიც და შემსრულებელიც დაისაჯოს სამაგალითოდ! უვადო ციხით, სამუდამოდ, ყოველი დღე წამებით, რომ იცოდეს მანაც და სხვებმაც რომ არ გაუვათ და თუ უნდათ რომ გაეცალონ ციხეში ამ სადამჯელო ოპერაციებს რაც დაიმსახურეს თუ იციან რამე ლოცვა, თქვან, რომ მოეტევოთ ცოდვები და დაასრულონ სუიციდით. ასევე რომ მიმბაძველი არ გამოუჩნდეთ, ერთ იმ ტიპს გაუვიდა, მე რა მასზე მაგარი ვარ, გავაკეთებ ფულს და მალევე შევიცვლები ან რავიცი რამენაირად, არა, არა და არა, გააკეთებ უსამართლოდ და მერე და მერე უფრო შეტოპავ და უარესად გაბოროტდები ან მონა გახდები, აი ერთხელ დაგვთანხმდი, ახლა შენზე კომპრმატი გვაქვს, ეს ან ის, ან გემუქრებით მშობლებით ან შვილებით და მუდმივი მათი მონა ხდები, ვითომ ვალი გქონდეს მათი. და როდესაც აღარ იქნებიან ცოცხლები, მათი შვილები კი როდესაც ამტყუნებენ თავიან არაადამიან მამებს, მაშინ უკვე გვეშველება კი არა, ნაშველები ვიქნებით უკვე ძლიერ მიხარია ლაშა რამიშვილმა რომ შალვას კარგად მოუხაზა, მეტის ღირსია ეს არაადამიანი, ღორი.
მე არაფერი შემიძლია, სამწუხაროდ, რადგან წიგნებისა და საღებავის გარდა დიდი ხანია არაფერს შევხებივარ, კი მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც და თვითონაც მაქვს შექმნილი ერთი-ორი მუსიკა როგორც კომპიუტერულად ისე ფორტე-პიანოზეც, მაგრამ ეს ძველი გატაცებები იყო.. ახლა ვარ პოეტი, “მშვიდობის მტრედი” და მხატვარი, როგორც ქუჩის ისე ბანერებისა და ტილოების. მალე ვაპირებ გამოფენას და ჩემებო, ვის გვერდითაც ვდგავარ და ვინც გვერდში მიდგახართ და თუკი კითხულობთ ამას, მექნება მალე იქითა თვის შუა რიცხვებისკენ, თბილისში, გელოდებით <3 .
მე კი ეს დღეები ვერ ვარ კარგად, ალბათ ხვალეც სრულად ვერ ვიქნები ჯანმრთელი, ნუ უკვე დღეს ორის ცხრა წუთია ამ წინადადებას რომ ვკრეფ და მოდის წვიმა, მაგრამ ხვალე ანუ უკვე 26-ში თქვენს გვერდით ვიქნები, რადგან მე მინდა სამართლიანობა, სიკეთე, სითბო, თავისუფლება, უამრავ საინტერესო ინფორმაციებთან წვდომა ნებისმიერ თემაზე, მუდმივი თვითშემეცნება, განვითარება, მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო და სამოგზაურო იუთუბ არხიც და ასევე წინ სვლა ბედნიერი და ნათელი მომავლისკენ, ანუ მეგობრობა ამერიკასთან და ევროკავშირის წევრობა!.. ყველა ვინც ერთად იმყოფებით ისტორიის სწორ მხარეს უსაზღვროდ მიყვარხართ ჩემი დები და ძმები ხართ, გულში ჰყავხართ ყოველი ადამიანი ტაბუს, ანუ ნიკუშას. დროებით!.. <3
ორივე ფოტოს ავტორია შესანიშნავი ფოტოგრაფი EZZ GABER — facebook.com/profile.php?id=790159541