თავიდან იქიდან დავიწყებ რომ არ მახსოვს იმ მომენტამდე რითი მივედი, საიდანაც ასე თუ ისე მახსოვს.. ქუჩის მხატვრობის შემდეგ მოვდივარ ბებიასთან სახლში. გზად რა და როგორ ესაც არ მახსოვს, მოკლედ შევდივარ.. და ვხედავ მონტანა ბლექის ბალონებს, ასევე რამოდენიმე რაღაც ჩემთვის უცნობი მაგრამ ხარისხიანი 600 მლ.იანი ხარისიხიანი გარედან თეთრი ფერის ბალონებს, სხვადასვა ფერის თავითა და ნიუ-იორკის ფეთ ქეფით. ძლიერ მინდა ვიხმარო, გამოვცადო, მაგრამ არ ვიცი ვისია, ბებიაც არ ჩანს სიზმარში, რატომღაც, თორემ ვკითხავდი ვინ მოიტანა, რისთვის, რატომ ინახავს ჩემთან, არ ვიცი მაღაზიაშია, თუ .. არ ვერ იქნება იქ, რადგან გვიანია, არადა მაგაზეც უამრავი აზრი მიქრის თუ სადაა წასული, მეზობელთან, წნევა თუ რამე სხვა, საიდანღაც ჩნდება გახეული მუყაოს ყუთის ნაჭერი, ისეთი, როგორც მე მაქვს საკუთარ სახლში საპროტესტო არტების დასამონტაჟებლად ქუჩაში ან აქციაზე ხელში დასაჭერად.. მოკლედ ვიღებ მუყაოს ნაჭერს მივდივარ აივანთან და გზადაგზა ვაჯანჯღარებ, მიანტერესებს ეს ახალი სტილის, ფირმის ბალონი რაა საერთოდ და როგორია, რადგან ზედ ნიუ-იორკის ფეთ ქეფია, ვგრძნობ რომ რაღაც ხარისხიანია და ვაღებ კარს სიცივეც მირტყამს რაღაცნაირად, ალბათ რეალურად ფეხი გავყავი საბნიდან და რომ შემცივდა სიზმარშიც ეს ვიგრძენი.. მოკლედ ვასხამ შავ ფერს მუყაოს ნაჭშერზე, გადავღებე, მერე სხვა ფერებიც და მივიღე რაღაც საოცარი სიამოვნება და გახეული ყუთის ნაჭერზე კი გამოისახა მაგარი აბსტრაქცია. თან რაღაც შიშია, ვიღაცამ არ გაიგოს, არ მოაკითხოს და რაიმე პრობლემებში არ გავეხვა, იმაზე მეტად მძიმეში ვიდრე ხატვისას პოლიციისგან. არადა ინტერესი დიდია, თან ადრე მონტანა ბლექით ვხატავდი, როდესაც გრაფიტიშოპში იყო, შემოჰქონდათ და მეთქი მასაც დავაგემოვნებ, ახლა უკვე მოუთმენლობა გჭირს, ერთი სული გაქვს ქუჩაში გახვიდე ამ საღებავით.. იყო თემა წინა დღეს რომ იტალიიდან უნდა კონკრეტულად ბერლინში ჩავიდე-მეთქი და 94 ესპანეთშია და ბლექი კი გერმანიაში წარმოვდება, ჰოოოდა ალბათ მაქედან ჩამრჩა და თან სულ მინდა იტალიაში ლუპს მოველაპარაკო და გერმანიაში მონტანას რომ მინიმუმ სანამ იქ ვიქნები, უფასოს მომაწოდონ საღებავი და მე ვიდეოებში ვაჩვენებ რომ მათი ბალონებით ვხატავ, ოღონდ დღეს არ ექნება ნახვები და ხვალაც, არც ზეგ, მაგრამ მალე ოდესმე გამიმართლებს და ქუჩიდან ქუჩის მხატვრობითვე, ანდერგრაუნდიდან, მიქარვების, ვინმეზე გადახტომის, ჩაგვრის, ან ფინანსებისა და ფასიანი რეკლამების გარეშეც გავიქაჩები და გავალ მეინსტრიმში-მეთქი. ეს სიზმრის გარეშე, მაგრამ ჩემი მიზანია, ვიმოგზაურო, მქონდეს როგორც სამოგზაურო ბლოგი, ისევე უფასოდ ხარისხიანი საღებავი ვიდეოებისთვის და თანხაც, რომ მათი საღბავით ვხატო.. როგორც სმოე ნოვას, რომელიც მიტოვებულ ქარხნებში დადის და იქ თავისი სახელის ასოებს ხატავს სამი საათის მანძილზე, მეგა ძალიან მაგრად, პროფესიონალურად, მაგრამ არა უკანონოდ, ანუ ეგაც ჰო, მცირედით, შესაძლოა, მაგრამ უპრობლემო ადგილზე და შიში არ აქვს რომ ნებისმიერ დროს შესაძლოა დაცვამ, პოლიციამ, კრიმინალურმა, ზედამხედველობამ, შსს-სა თუ მერიის სხვა სამსახურებთან ჰქონდეს კონფლიქტი, გაურკვევლობა, პრობლემები, ჯარიმა და ა.შ.. შესაძლოა მან დახატოს იმ ადგილზე, სადაც ადამიანი არც კი მოშარდავს, დაეზარება მისვლა, მაგრამ მას ნახვები ინტერნეტით აქვს უბლომესად, ძალიან ბევრი და უკვეთავენ როგორც სხვა თემები რეკლამებს კომპიუტერული აკადემია სწავლის ონლაინ რეჟიმით, ისე მონტანა ქენსისგან უამრავი ბალონი უფასოდ და თან თანხა რომ მისი ბალონებით ხატოს.. დიდი პატივისცემა სმოეს, ეტყობა კარგი ადამიანია, ვიდეოებიდან, რამოდენიმეჯერ მეუღლეც ახსნენა, მაგრამ არ მახსოვს როგორ, მგონი ვიდეოს დამონტაჟების მიზნით, უღებს 3 სხვადასხვა კამერა და ნუ მოკლედ თემები.. მეც მინდა მასე და მწამს რომ მალე მივაღწევ ამას. სიზმრებით, რეალობით, ხატვით, ტილოებით თუ ქუჩებში უკანონოდ საინტერესო მესიჯების დატოვებით. ბოდიშით დროის წართმევისთვის, ამ ტექსტის კითხვისას და უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის!..
P.S. — ბოლოს გამეღვიძა რაღაც მიზეზით და ვერც ბებია ვიპოვე და ვერც პატრონი იმ ბალონების, ჰოოო, ასევე რამოდენიმეჯერ მითქვამს, ქუჩაში რომ დავტოვო რა მოხდება, ქუჩაში, ტალახში ამოგანგლული ბულკი რომ ნახოს ხალხმა, იმას აიღებს, წყალს გადაავლებს, მიუს-მოუსვამს ხელს და შეჭამს და პროფესიონალურ ბალონებს არავინ მოიპარავს მეთქი, ალბათ ამანაც იმოქმედა, არ ვიცი.. უამრავი რამ ილექება თავში და.. მერე სიზმრებში გაურკვევლად ფეთქდება და გაიგე აბა როდის რა, საიდან და როგორ..
მერე ვეცადე შემეტრიალა რამდენჯერმე მაგრამ ვერ მოვხვდი მაგ სიზმარში და ბოლოს აღმოვაჩინე ბებია სახლში, რომელმაც ნახა რომ გამეღვიძა და მიკითხავდა თავის მოგზაურობას საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც მე სამი წლის ვიყავი და დედაჩემი ძალიან გამხდარი, მამა ვერავისთან ვერაფერს ვერაფრით ვერ შეეწყო და ნერვებზე სჩადიოდა სისულელეებს, ეს კიდევ კარგი ნათქვამია, უმეტესად თავის თავზე, მგზავრობის ამბებსა და ა.შ.. რომელსაც ოდესმე ავკრეფ ქართულად და შესაძლოა ივვას დახმარებით რაიმე სერიოზული ფილმიც გადავიღოთ ამ ბებიკოს მონაყოლ თემაზე..
ავდექი და დავხედე ჩემს შენახულ საღებავებს ფლეიმსა და ლუპს, რომელიც უკრაინელი მხატვარი სევოკისგან ვიყიდე სამას ლარად, ოხრად ბლომად 60 ბალონამდე, ყველა არ იყო სრულად სავსე, მაგრამ მაინც ღირდა რა.. რადგან მინიმუმ ორჯერ უფრო იაფად გამოვედი, კი 15 ლარია ფლეიმი და 17 ლუპი, მაგრამ ზოგში რეალურად ცოტა იყო, მაგრამ სრულად იმდენი, რომ ძალიან იაფად გამოვედი.. მოკლედ ახლა შევჩერდები და დაგემშვიდობებით, უკვე მეორედ, უღრმესი მადლობა დროის დათმობისთვის და კარგად ბრძანდებოდეთ, კარგი დღე!..