ჩემი სიზმარი და რეალობა, საიდანაც მინდა გაქცევა, შემდეგ დაბრუნებულზე კი სხვების დახმარება.. / მაქამდე უნდა მივხედო საკუთარ თავს.. / სიხარულის მიზეზი

აი ის ჩემი მეგობარი მოხვდა ამერიკაში. I am a boy-ს დონეზე უარესად იცოდა ინგლისური და მაინც იპოვა დროებით ბინა და ფოსტალიონად დაიწყო მუშაობა. ყოველი ქუჩა, კაფე, პაბი, ბარი, მიგრაფიტებული კედელი, ქუჩის მხატვრობა თუ მიურალი. ხალხი. რეკლამები როგორც მოძრავი ასევე ბანერებზე და უამრავი სხვა რამ მთელი ეს მოძრაობა, ცხოვრება ჩემს თვალწინ მედგა, როდესაც ვუყვებოდი დედაჩემს ამ სიზმარს, რეალურ სიზმარში, როგორც სარკეში ჩახედვისას ხედავ რომ სარკეში იყურები და შენი თვალიდან არეკლილი ტიპი რომელიც სარკესთან დგას და უყურებს საკუთარ თავს ხედავს რომ..

მე მჭირდება ამერიკა! დასანანია მე რომ ამერიკა ვიცი მხოლოდ რამოდენიმე ფილმიდან, საიდანაც პირველი მიშა მესხის მონაწილეობით “broadway 45 / ბროდვეი45” მახსენდება. მეც მხატვარი ვარ და სულ underground-ში ვიმყოფები და არ მიმართლებს, როგორც მას, რომ მიაღწია იმ ქართველის გალერეამდე, ანახა საკუთარი ნამუშევრები და მან ვერ მიიღო.. მეორეს სახელს ვერ ვიხსენებ.. დიდი ვალის გამო ჯერ დედა წავა თუ მამა მოეწყობა მეგობართან მომვლელად სადავ ვერ გაჩერდდბა დიდხანს. შვილი არ ანებებს თამაშს თავს და ვიღაც მაფიოზთან წააგებს და მამამისი ელოდება მგონი და ეცნობათ ერთმანეთი. შემდეგ მივა და დაუთქვამს ერთ კვირაში შერკინებას და გაუკვირდება იმას წლოვანების გამო, მაგრამ ძველი მოჭიდავე მაინც დააგდებს რითაც გაუქვითავს შვილს ვალს. ცოტახანში კი დაეცემა თვითონაც. არ ვიცი იმავე ფილმიდანაა თუ სხვაა ქართული პურის საცხობის დახურვა რომ უნდა და რესტორნის გახსნა.. ისაც მგონი ამ ფილმის ნაწილია, გამახსენდა “brighton 4th / მეოთხე ბრაიტონი”..

მე უნდა მქონდეს გამოფენები ნიუ იორკში, ცხოვრებაშიც ამ სამ მუზეუმში metropolitan musum of arts, moma — museum of moder art of new york, mosa — museum of street art, აუცილებლად!!!

მე არც ერთი პოსტი არ დამიბუსტავს არც ერთ სოციალურ ქსელზე არ დამირეკლამებია, უბრალოდ ვდებ და 2-3-5 20 ლაიქი და ერთი კომენტარი არაფერია, მეშლება ნერვები, ვიგინები, გამოვდივარ და არა რაიმე საინტერესო და განვითარების კუთხის ასამაღლებელ ქუჩის მხატვრობას, არამედ ან საპროტესტოს ვაკეთებ, ანდაც უბრალოდ ეგოისტურად დიდი ასოებით და სწრაფად კალიგრაფიულად, ჩემი სტილით ვწერ უშველებელი ასოებით ჩემს სახელს, ანუ ესაა კივილი, რომ თქვენი დედაც, მე არ მოვკვდები და არც ხელს გავიწვდი სამათხოვროდ, უბრალოდ მჭირდება ყურადღება, არა ის, თუ ვააა, რა ლამაზი ნახატია, არამედ იმ მომენტში უბრალოდ რომ არსებობ და ვინ ჩემი ფეხებია ტაბუო. მეთქი თუ გახდა საჭირო რა ყველას უნდა მიგაწეროთ სახეზე ჩემი სახელი თუ რა, კონკრეტულად არ ვაკეთებ ფასიან რეკლამას, პრინციპის გამო, რადგან ქუჩიდან ანდერგრაუნდიდან უნდა გავიდე მეინსტრიმში ისე რომ არ ვუღალატო ანდერგრაუნდს.. იმ გეტოებს საიდანაც მოვდივარ და არავითარი მიქარვა არ მქონდეს არავის და არაფრის მიმართ, მითუმტეს გრაფიტისა და ქუჩის მხატვრობისადმი!

მე მინდოდა 27 წლისას ჩემი პიკი ყოფილიყო, და ამ პიკზე მარად ახალგაზრდად დავრჩენოდი საზოგადოებას, მთელს დედამიწას, როგორც 27-თა კლუბის წევრები — ჯიმ მორისონი, კურტ კობეინი, ჯენის ჯოპლინი, ჯიმი ჰენდრიქსი, ემი ვაინჰაუსი, ჟან მიშელ ბასკია და კიდეც სხვანი.. მაგრამ არასწორ დროსა და ადგილზე დავიბადე, რუსთავში და ქუჩაში გამცინებია, რომ გამიგია ზურგს უკან რომ ტაბუს ნახატებზე საუბრობდნენ და არ იცოდნენ რომ მათ წინ მოვდიოდი 🙂 მაგრამ ინტერნეტში შემოდით, დაინტერესდით, ეს ერთეულები არიან და სხვები სად ხართ, მე მინდა წიგნი შევაყვარო ხალხს, ინტერნეტი განვითარების კუთხის ასამაღლებლად, რომ კითხვები გავუჩინო ხალხს და ეძიონ პასუხები, ამ მომენტში უკეთესად ითვისებენ, ვიდრე სკოლაში ან უნივერსიტეტში დაბარებულ საგნებს, რაც თუნდაც უნდოდეს და უყვარდეს ესა თუ ის თემა, მაინც ძალდატანებით და საკუთარი თავის იძულებით, შესაძლოა 5 თუ 10, მოკლედ მაღალი ქულაც მიიღო, რაც მასწავლებელს ამოწურავს ისეთი პასუხი გასცე, ასევე უნივერსიტეტსა და სამსახურშიც შეასრულო დავალება და მიიღო ანაზღაურება, მაგრამ როდესაც შენ ეს გაინტერესებს შენით და არა დავალებით, თანხის ან ნიშნის ან სხვა რამის გამო, აკეთებ ცუდად ან კარგად, ან ხარისხიანად უბრალოდ და როდესაც შენ გინდა, შენივე ინტერესისთვის და დავუშვათ გადადე, გამოიკვებე, წახვედი საქმეზე და იცი რომ დიდი დრო უნდა იპოვე მომენტი და ჩაუჯექი.. აი მაშინ უკვე ერკვევი, იმაზე ბერად უკეთესად, ვიდრე შენი ლექტორი, დამსაქმებელი თუ მასწავლებელი. ჰოდა მე ვცდილობ საინტერესო მესიჯების სახით კედლებზე გავაჩინო ინტერესი, რომ ცხოველურ ღეჭვაზე მეტი ღირებულებები არსებობს ხალხში და ნებისმიერი მიმართულებით, გამოიჩინეთ ინტერესი რომ შეიმეცნოთ რაიმე!

ამ ყველაფერს ვაკეთებ ჩემი ნებითა და ჩემი საღებავით, თუ ვინმეს ჰგონია რომ ვინმე მაფინანსებს ცდება, რადგან ესაა ჩემი ცხოვრება, თვითგანვითარება და ხალხში გაღვივება ბევრი საინტერესო მესიჯების. ამის გულისთვის კი მერიის სამსახურებიდან, დაცვის თანამშრომლები, პოლიცია და ვისაც არ ეზარება მე დამსდევს და პრობლემებს მიქმნიან. მე კი ან ჩვეულებრივ გამვლელად გამოვესახები, ან მივემალები, ან გავექცევი, ანდაც ვცდილობ ინტელექტუალურად მივაჭირო, ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად გავანადგურო იმ დონეზე, რომ გავხვდე თავისუფალი და არ დავჯარიმდე, ძალიან რთულია, თან ახლა ვერ ავღწერ კონკრეტულ თემებს, არ მეზარება კრეფა ტექსტის, უბრალოდ იმ ძლიერ სტრესულ მომენტში მოგდის ყველანაირი გამოსაძრომი ვერსიები თავში..

და კიდევ, სად ხართ ტელევიზიებო, მე რომ მექნება გამოფენა, მე არ მოგიწვევთ, არც დაგიჩოქებთ, არც არასდროს გამიკეთებია მსგავსი და არც ახლა ვიზამ, სად ხართ, აუცილებელია ან დავარეკლამო რამდენიმე პოსტი, ანდაც ფული გადავიხადო სიუჟეტში, რომელსაც ისევ მე დავარეკლამებ, ეს არაა ნაღდი, ეს არის ნაყიდი პოპულარობა, იმიტომაც ერთი დოლარიც კი არ გადამიხდია არსად და არც ვაპირებ!!! არ განვიკითხავ არავის, არც ნოუნეიმებს, ვინც არეკლამებს თავის შემოქმედებას, მხატვრობა იქნება, მუსიკა, თუ სხვა და არც უკვე დიდად პოპულარულ ჯგუფებს ან ცალკე ხელოვანს.. არა, უბრალოდ მე არ შევტოპავ ამაში და არც მოგცემთ იმის უფლებას, (კი, მესმის თავისუფლებაა ყველაფერი თითქმის და შენი პირადით არ უნდა შელახო სხვისი) მაგრამ მაინც არა, არ მოგცემთ უფლებას რომ მოვკვდე ისე როგორც ახლა ერთეულების რომ მიცნობენ, მე მივაღწევ ჩემსას, ჩემი ტილოები გამოიფინება miami art basel – ში და ზოგიც გაიყიდება sotheby auction – ზე. თუ თვითონ არ გამოიჩენთ ყურადღებას ჩემს მიმართ მოვალ გამწარებული და ჩემივე ნებით მოგიხატავთ ღობეებს, დაცვა თუ მოვა თავს ვიმართლებ, ვითომ გული მაქვს თქვენკენ და დიდ პატივს ვცემ თქვენს ტელევიზიას, რადგან მე არ უნდა ვიყო დაჭერილი, რადგან პურის ფულიც კი არ მაქვს, მაგრამ რუსთავის ყველა ქუჩაზე მე ვარ, ყველა გამზირსა თუ ყველა გეტოში მე ვარ, ყველანაირ ზედაპირზე — პლასტმასი, რკინა, მუყაო, შუშა, აგური, ბეტონი, მოკლედ ავტობუსების გაჩერებები, კორპუსები, ღობეები, ფარეხები, რომელიც ქუჩის მხარესაა და ა.შ.. ასევე თბილისსა და ბათუმშიცაა ჩემი უკანონოდ დახატული გრაფიტი და სთრით არტი, ასევე გზაშიც აქა-იქ..

დიდი შიშია, განსაკუთრებით როდესაც აკეთებ რაიმე საპროტესტო ტალღის მატარებელ ნახატს, წარწერას, ან ორივეს ერთად, რადგან სხვა თემებზე თავს იმართლებ და აქ ვერანაირად!..

მინდა აქედან წასვლა და რომ ჩამოვალ მერე დიდი შენობის აღება, სადაც იქნება ბასეინიც, ბიბლიოთეკაც, ზემოთ კომპიუტერებიც სწრაფი ინტერნეტი, საერთო უფასო საცხოვრებელიც, მათთვის ვინც გამომყვება და მოინდომებს უფასოდ განვითარდეს, ის ხალხიც, კონკრეტულად მასწავლებლები და ლექტორებიც გადაკვალიფიცირდებიან და არა როგორც ყოველთვის და ყველგან არამედ კონკრეტულად ვის რაც აინტერესებს იმდენი სხვადასხვა რამის და მისი კონკრეტული ჟანრისა თუ კატეგორიების მიმართ ჩაუსახლებს ინტერესს, რომ მან მოიძიოს და არა ის უთხრას რაც აუხსნა, არამედ რაიმე სხვა, რაც დამალა ან არ მოუყვა კი არა, არამედ რაც თვითონ მან არ იცის, იმის იქით რა იმყოფება, რა დონეზე რა ვინ და როგორ გამოივლი-ძიეს და ა.შ.. ყველანაირი განხრით.. იქნება კვებაც, მკურნალობაც და ა.შ.. რადგან მთავრობას არ უნდა განვითარებული ერი, მე მინდა და მთავარი ბრძოლა ეს იქნება, შევქმნა მსგავსი რამ, ვუმკურნალო, გამოვკვებო და დავაინტერესო, პროფესიონალურად შევასწავლო და ა.შ.. ნებისმიერი თავსუფალი თუ მცირედ შეზღუდული მეცნეერების დარგები, თუ საგნები, თუ პასუხები ვაპოვნინო მათ კითხვებზე.. მშობელი, შვილი, ქუჩიდან, სკოლიდან, უნივერსიტეტიდან, სხვადასხვა პროფესიული სასწავლებლებიდან თუ სხვა ადგილებიდან, ნებისმიერი მსურველი, ოჯახებით, ბავშვებით, ყველას და ყოველთვის!..

ეს მაქვს მომავალ მიზნად და რამდენად და როგორ მივაღწევ არ ვიცი, მაგრამ უნდა გავიხე შუაზე და მაინც გავაკეთო, მიქარული საქმეებისა და პოლიტიკასთან შეკვრის გარეშე ! ! ! სხვა კარგ ქვეყნებში კი, დამაჯარიმონ გადავიხდი, აქ შესაძლოა ავტობუსში არ ავიდე რადგან მერია უხდის და ჩემს გარეშეც გადაუხდის, მაგრამ მე არ ჩავდო მანდ 50 თეთრი, ჩემგან ამ არაადამიანებს არ მიუვიდეთ თანხა, ისევე როგორც გადავიხდი 3.50-ის ნაცვლად 7 ლარს ზეთში, მაგრამ რუსეთიდან არ ვიყიდი, რადგან ჩემგან ერთი რუბლი, ან კაპეიკი არ მიუვიდეთ მაგ ოკუპანტ ნაბიჭვარი მთავრობისა და ხალხის ქვეყანას, ერთეულების გარდა, რომლებსაც არაფერი გამოსდით, სიკვდილი პუტინს, ყველა მის კლონსა და მათ დაქვემდებარებულ ფალოსმწოვიებს დედამიწის ნებისმიერ წერტილში!!!

ასევე უამრავი არტი მაქვს ლაზარე გრიგორიადისის გარშემო და აქაც შევეხები მას, რადგან არ უსვრია მას მოლოტოვი და არც გადაუყირავებია მანქანა, არ არსებობს ვიდეო, სადაც ეს ჩანს, იყო ახლოს, იდგა იმ ადგილზე, ისევე როგორც ყველა გმირი, რომელიც იმ ღამეს იქ ვიყავით, არ ვგულისხმობ ნაბიჭვარ მონებს, რომელიც ისხმევინებოდნენ წყლის ჭავლსა და წიწაკის სპრეის, გამიზნულად ხალხზე.. ასევე ვისი დაკვეთითაც შემოიტანეს არასრულწლოვანმა ბავშვებმა მოლოტოვები და როდესაც პოლიცია ძალადობს შენზე და გვერდზე ტიპი გთავაზობს თავდაცვის მიზნით შენც ესროლო რამე მათ, რატომაც არა, პირადად მე არაა გამორიცხული რომ შემეკავა თავი და არ მესროლა.. როდესაც მინდა ეს ფალოსმწოვია მონები ნაწლავებად ვნახო, რომ მათი თესლი არ გამრავლდეს და ვისაც ჰყავს ბავშვი, ან უკვე მოზრდილი შვილი, რომ გაიზრდება შალვა რამიშვილის შვილივით გმირულად თქვას სიმართლე და ამხილოს ნაბიჭვარი მამამისი, მივიდეს მის საფლავზე და მოისაქმოს, აი მაშინ ვარიანტი არის რომ გვეშველება რამე, მაქამდე კი არ ვიცი არაფერი საერთოდ, იმის გარდა რომ ლაზარე სამართლიანი ბიჭია და თავისუფლება ლაზარეს!

… … …

ერთადერთი რაც გამიხარდა, ის იყო რომ გავიხედე ფანჯარაში, იქამდე მიმიყვანა რაღაცნაირმა ხმამ თითქოს ვიღაცას შველა უნდოდა, უმეტესად, “აეეე ჩემი, დაეგდე და დამელოდე” “აე ჩემი, დაგბრიდავ შენი” “ააარა, გთხოოოოვ” განწირულად და ზოგჯერ ჩავსულვარ, ზოგჯერ ფანჯრიდან მიმიშველებია სიტყვა, ზოგჯერ დიდი არაფერი და ა.შ.. ვცდილობ არავის არავინ დავაჩაგრინო. მოკლედ, ახლა ორი მეზობელი ბიჭუნა იყო (არ ვიცი საიდან მომესმა მსგავსი ხმები, ალბათ სკამზე პრესის მაგვარ რამეს აკეთებდა ფეხები კი გარჭობილი მისაყუდებელთან და..) რომლებიც ქალაქობანას თამაშობდნენ ბოლოს წინა ასოზე, ორივეს თანაბრად დავეხმარე, იშვიათად განსხვავებული ასოები ვარდებოდა, უმეტესად ი და უკვე მეც ვიჭედებოდი და მიხაროდა, ზოგჯერ მათგან რომ ვიგებდი რამე ისეთს რაც მე არ მახსოვდა, ანუ ტვინს ასე ავარჯიშებდნენ ასეთი შეჯიბრების მომხრე ვარ და არა მე შენზე ძლიერი ვარ, დაგამყნობ, გიტირებ ყოფას ბიჭო და ჩაგვრისეული მხარე, ეს უნდა ამოიფხვრას ყველასგან საერთოდ და არც ბილწი ლექსიკა, არც ვინმეს დამცირება, არც სიგარეტი და ალკოჰოლი მაგარი ბიჭობა არაა, არც სწრაფი გაზრდა, ეს სიჩლუნგეა და მიჯაჭვულობა, გვერდში უნდა დაუდგე და უშველო გაჭირვებულს, გქონდეს იდეები, იღვწოდე მისკენ, ინტერესები, კითხვები და ეძიებდე პასუხებს, ამ ძიებაში კი განვითარდები და იქნები საინტერესო ადამიანი, რაც სამწუხაროდ ასე ცოტაა ჩემს უბანში, ქალაქში, ქვეყანაში და იმიტომაც მახარებს ასეთი მცირედიც კი.. მშვიდობიანი ღამე!..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *