ჩემი დაჭერა დაცვისგან რუსთავის პარკში, ამფითეატრის მთავარი შესასვლელის შენობაში.. (მცირე გადახვევები რუსთავქალაქობის, ხატებსა და შიშით გაჩენილ სტრესზეც)

პ.ს. — ფოტოზე ვარ მე, ხატვისას, იმ მაისურით რითაც უამრავი პოლიციისა და ხალხის წინაში ველოსიპედზე თუ მისით, ზეგ თუ ხელით ტარებისას დავდიოდი მერიის წინ და მანდ უბრალოდ ტაბუს მიწერის მეშინოდა.. ეს ზედა რომ თბილისის ოუფენ ეარზე მცმოდა, არათუ მხოლოდ 70-100, 500 ადამიანიდან 150 ბიჭს და დანარჩენს გოგონებს ჩავიხუტებდი, არამედ გავიცნობდი ვინმე მხატვარსაც, მუსიკოსსაც და რაიმე საინტერესოდ გავიყვანდი დროს.. მაგრამ აქ არათუ ჩახუტება, ან ფოტო, უბრალოდ გაღიმებაც და გაჩერება წამიერ, “ნეტა რა აწერია”-ს გულისთვისაც არ იყო, თორემ საღებავი შემთხვევით წამოვიღე, არ ვაპირებდი ხატვა, მაისურზე წარწერის კეთებისას უკვე ჩავთვალე რომ მაგარია რომ წამოვიღე, მაგრამ რა ვიცოდი რომ ეს ამბავი მოჰყვებოდა, “რასაც აწი გამცნობთ”-ის ნაცვლად 🙂 რასაც ზემოდან ვაწერ ამ ხაზს, ანუ უკვე აკრეფილია-მეთქი 🙂 ასევე როდესაც დღეს დავდებ იუთუბზე ვიდეოს, დავურთავ ამ პოსტსაც ბმულს, აუცილებლად… გმადლობთ, ყურადღებისთვის!..

იყო რუსთავქალაქობის მეორე დღე. გავედი ველოსიპედში საღებავით მერიის წინ ტერიტორიაზე, სადაც ზეიმობდა უამრავი ადამიანი, მაგრამ ჩემიანი ვერავინ ვნახე, შემდეგ კოსტავაზე გავედი და ერთ მაღაზიას მივაკითხე სადაც ნახევარფაბრიკატები წარმოვდება და იყიდება, რადგან ერთი ხარისხიანი ნახატის დახატვას ვაპირებდი არა სადმე კორპუსზე ერთის დიდ ფარეხზე და ვიცოდი რომ იმ ოჯახიდან ქალბატონი მუშაობს იქ. არ იყო მისი დღე როგორც ჩანს და წამოვედი უკან, გზაში მოვატრიალე რომელიღაც კორპუსთან და შევედი სადარბაზოში, სადაც იყო ონკანი, რაც მე პირველად დავინახე სადარბაზოში და ცოტა გამიკვირდა.. გვერდზე სადარბაზოში მეორე სართულის მიშენებით გამოწეული აივნიდან რაღაც საუბრის ხმა მომესმა და მეთქი დაველოდები ცოტა ხანს მეთქი ავიღე საღებავი, გავიხადე ერთადერთი თხელი მაისური, რომელიც მაჩუქეს 20 წლის მოკლული მხატვრის მირიანისადმი თბილისში გამართული გრაფიტი ფესტივალზე “miro park fest”-ზე და მცირედი ფონის შემდეგ დავაწერე “თუ გჭირდება ჩახუტება — მე აქ ვარ!..” ინგლისურად “if you need hug, i am here!.. — tabu92” სწრაფად ჩავიცვი და გამოვედი.. ეს ისტორია ჩანს ქუჩის მხატვრობისა და გრაფიტის ვიდეოების სერიის მეექვსე ნაწილში, რომელსაც გუშინ მთელი დღე შევალიე დასარედაქტირებლად და ვიდეო მონტაჟისთვის, დღეს კი აუცილებლად ავტვირთავ იუთუბზე.. მოკლედ გამოვედი ისევე კოსტავაზე თიბისი ბანკისკენ და წინ და უკან ნეეეეეელა დავდივარ, იქნებ ვინმემ შემამჩნიოს, ან გამაჩეროს, თუ არ ჩამეხუტება, უბრალოდ დააკვირდეს მაინც რა მაწერია, ან გაეღიმოს მაინც.. ასე დავკარგე ერთი საათი, სევდის, ნერვიულობისა და დეპრესიის პიკზე, ამის გასანეიტრალებლად გავედი პარკში.. სადაც ვიცოდი რომ უპრობლემოდ დავხატავდი, როგორც სკეიტერებისთვის განკუთვნილ ადგილზე, ისევე გარე ღობეზე, უკანა შესასვლელთან.. მოკლედ შევედი უკნიდან და ცარიელია პარკი, ჩავიტანე კიბეზე, გადავედი პატარა ხიდს და მოსახვევთან საჭირო ოთახთან ორი ლამაზი გოგონა ვნახე, მეთქი გავჩერდე იქნებ შემამჩნიონ, თან ბავშვებიც არ იყვნენ, ასე ჩემზე პატარები ალბათ 23-იდან 25-26 წლამდე და წინ ერთი წრე დავარტყი, ასევე დავხედე დაცვის ოთახში იყო თუ არა ვინმე და ერთ სკამზე შევნიშნე ჩემი ბიემექსელი მეგობარი.. მივესალმე თუ არა, ესევე გამოვიდნენ და გაუჩინარდნენ, მეთქი იმათაც ვერ ვაჩვენე ჩემი მაისურის უკანა მხარე, იქნებ ფოტო თუ არა ან ჩახუტება, უბრალოდ დადებით ემოციებს მაინც გადავდებდი-მეთქი, ვუთხარი ძმაკაცს იცნობდა თუ არა იმ ორ გოგონას და უკვე შორს ჩანდნენ, არაო.. მეთქი კაი და უფრო მძლავრად დამეცა რაღაც შინაგანად.. შემდეგ ვუთხარი მასზე თუ შეძლებდა რომ გადაეღო ვიდეო ჩემი მხატვრობის პერიოდში, მან მითხრა რომ არ იყო ხასიათზე, ელოდა ძმაკაცს და სადღაც უნდა გასულიყვნენ, ასევე დაამატა რომ ისედაც ყველგან ხარ, ცოტა დაისვენეო და აქ არ დაგადგეს ვინმეო.. მეთქი დიდი ხანია აქ მინდა მოხატვა და უნდა ვცადო.. არა მგონია, წინ რაღაც კონცერტი იმართება და ალბათ ყველა მანდ იქნება-მეთქი.. სანამ ველოსიპედიდან ავიღებდი საღებავს ვუთხარი ცოტახანი დამლოდებოდა, მან იუარა, რადგან იცოდა ფასადურით ჩემი ცოტახანი რამხელაზე იწელებოდა, გამეცინა და მეთქი მხოლოდ ბალონებით ვარ და მალე მოვრჩები-მეთქი. შევედი და ერთი ჩემტოლა ან ერთ-ორი წლით პატარა ტიპს შევთავაზე ეყურებინა და გადაეღო ვიდეო, თუ შეეძლო, მორიდებულად იუარა, კალთაში ჩაწოლილი კატის გამო, რაც თავიდან სიბნელესა და ლამპიონის შუქზე ვერ შევნიშნე.. კარგი შემდეგ ვნახე ასე დაახლოებით მერვე-მეცხრე კლასელი ბიჭი და მას ვუთხარი, არააო პრობლემაო, ვანახე ადგილი საიდან იქნება საუკეთესო გადაღება და დაიწყო.. სამწუხაროდ ნახევარზე მეტი ატრიალებული იყო სიმაღლეზე და დაცვის შემოსვლისას ორი წინადადება თუ სამი ისაც ცუდად ისმოდა და რედაქტირებისას რაღაცნაირად მოხდა ისე მოიჭრა რომ ორიგინალი არ დამრჩა.. წამეშალა, მოკლედ მცირე დასაწყისის ნაწილი არის შემონახული რომელსაც დღეს 11.10.2023-ში აუცილებლად ავტვირთავ იუთუბზე.. მოკლედ დაწვრილებით.. ეს ბიჭი მეუბნება მოდის ვიღაცა და რა ვქნაო, მეთქი ჩვეულებრივი გამვლელია თუ დაცვა-მეთქი არ ვიციო. ვერ ცნობ, კაი და მეთქი მოველაპარაკები და არა მგონია აქ იყოს პრობლემა და ჩალაგება და მოტყდომა საჭირო.. შემოვიდა და ოფიციალურად აკეთებო, მეთქი რა აზრის , ნაჯღაპნებია და ზემოდან ლამაზად ვახატავ-მეთქი, არაო არ მაინტერესებსო, ანუ მისი ლოგიკით (თუ გაფორმებულია ადგილი ესეიგი მხატვარი ვარ და ვხატავ, თუ უკანონოდ ესეიგი ვჯღაპნი და ვანდალი ვარ..— ვერ ვიტან მსგავს დამოკიდებულებას!) შეჩერდი ნუღა ჯღაპნიო, მეთქი რატომ ვალამაზებ, უკან თუ არ იცით რა იყო გვერდებზე დახედეთ და ნახავთ რა მიჯღაპნილიცაა აქაურობა-მეთქი. იცი, ამაზე მე შემექმნება პრობლემაო უფროსობისგანო. მეთქი არ დაურეკოთ და არც არავინ შეგიქმნით-მეთქი, რადგან არავინ არ მოვა ამის სანახავად და არც ვინმე რამეს მოგთხოვთ, რადგან რეალურად მიჯღაპნილზე ვალამაზებ, თუ დამელოდებით, დავაკონტურე ტაბუ და ჩრდილებსაც ყველგან გავუკეთებ და მერე ერთი-ორი მცენარეს, ან ყვავილსაც დავუხატავ-მეთქი, არა შეჩერდი ვრეკავ უფროსთანო, მეთქი კაი ჰა დარეკეთ, მაგრამ სანამ ის მოვა, არ ვაპირებ აქ დაყოვნებას-მეთქი, გამოფენას ვაპირებ და არ მინდა მის წინ პრობლემები შემექმნასო. შენ ვინ გეკითხებაო, უნდა აქ იყო და მორჩაო. კაი საღებავს ჩავაწყობ მეთქი და გავიტანე, ჩამოვედი კიბეზე და იქვე ახლოს მივიტანე ველოსიპედთან, ისაც მომყვება უკან მაგრამ 2-3 ნაბიჯით მანძილით რა.. მეთქი შინაგანად “ღმერთო გადამარჩინე!..” და ესევე ველოსიპედს ფეხიავუწიე და შემოვაჯექი, ის გამომეკიდა და შემომძახა რომ ვერსად წავიდოდი, რადგან მთავარი უფროსი სხვა დაცვის წევრებსაც გააფრთხილებდა და მთელი პარკის გასასვვლელები ჩაიკეტებოდა.. ერთი წამიერად გავიფიქრე იმ ადგილზე ხომ არ დავიმალო სადაც იპარებიან სათევზაოდ, სამარშუტო ტაქსების გავლით ან პარკიდან რთული ჩასასვლელია და მეთქი არ ჩავვარდე მეთქი.. ან ციხეებისკენ და მერე სადმე იქიდან გადავიტანო და თუ შემოღობილი არაა იქიდან ან მთავარ შემოსასვლელთან არ გავსულიყავი და მტკვრის შენაკადის მეორე მხარეს მოვხდე-მეთქი ველოსიპედით და სადმე იქნება კარი, ან რამე გასასვლელი იქითა მხარეს, სადაც დაცვა არ იქნება და დაბლა ჩავალ მტკვარზე და იქიდან იმ ქვებზე უკვე ხელით ამოვალ-მეთქი ეს ყველაფერი წამებში მოდის, თავში კი არ ჟანგდება, არც ცეკვავენ ნაცრისფერ მასაზე ნეირონები, არამედ თავქუდმოგლეჯილი გარბიან, ეჯახებიან ერთმანეთს და წარმოქმნიან ნეირონულ ბმებს, რისგანაც წარმოიქმნება უამრავი იდეა, გეხსნება უამრავი სარქველი და ოღონდაც რაიმენაირად გადარჩე.. მოკლედ ის მეუბნება რომ ადგილიდან ვერანაირად გავალ, მომყვება და ველოსიპედზე ფეხზე მირტყავს ასე 5-6 თუ 7-ჯერ მოასწრო არ მახსოვს, როდესაც შოკში ხარ, ერთხელ გადმოვყირავდი რამის და რომ დავცემულიყავი და ქვაზე ან შადრევანისთვის განკუთვნილ ბეტონის ფილაზე დამერტყა თავი, როდესაც რეალურად ნაჯღაპნს ვახატავდი და სრულად ეს იქნებოდა საოცრება რომ ეცადა.. მერე რას ფიქრობდა მხატვრის გვამი რომ ექნებოდა, ჰა გაიმარჯვე ჰოოო, მოკალი მხატვარი, მერე?.. მეთქი არა, უამრავი სიუჟეთი თვალწინ მიდგას და უნდა ცოცხალიც გადავრჩე და გავექცე, ამასაც რადგან არ ესმის კულტურად საუბარი, ლაყე თავით და არც რაიმე მიდგომა და ინტელექტუალური ხრიკები არ ჭრის, რადგან რამდენი ფრაზით ვცდილობდი მომეთაფლა და ხელიც კი მკრა და ასევე დამიჭირა წამიერ.. მეთქი უნდა გავექცე მაშინ!.. ჯერ გავედი მთავარ გზაზე და ადრე რკინის მაგიდა და სკამები რომ იყო ჩამწკრივებული იქიდან გადავედი მაქსიმალურად მარჯვნივ რაღაც ბილიკზე და გულში ვლოცულობ, ერთი არ დამიჭირონ და მეორე ოღონდაც ქვებზე და ჯოხებზე ველოსიპედმა გამიქაჩოს და ბორბალი არ გაუსკდეს-მეთქი.. გავდივარ უკანა გასასვლელიდან და ვერ ვხედავ მესმის ხმა დაგერხა ბიჭო, ვერ გამექცევიო, მოვატრიალე და შიშით უფრო სწრაფად ვცდილობ მთავარი გასასვლეიდან გასვლას, მაგრამ უკვე წარმოვიდგინე რომ მთავარი ხაზი დაკავებულია სულ ყოველ 50 მეტრში დაცვის თანამშრომლით და მეთქი ველო გამიქაჩე გთხოვ და იქით ნუ გამიყვან.. იყო მომენტი ახლოს რომ ვიყავი და ყვითელი სამარშუტოები ჩანდა, იქაც ჩასავარდნი იყო, დიდი წნევით წყალი რაღაც შენაკადი არ ვიცი… იქ ცემენტის რაღაც ამოშენებულზე ხომ არ დავდო ველოსიპედი და რადგან არ მაქვს სხვა მაისური ამოვიტრიალო და ისაც ვიცოდი რომ ბალონის საღებავი გადავიდა უკანა მხარეს, მეთქი ამას წინ გავუშვებ, რადგან თუ გადაცემულია იციან რომ უკან რაღაც მაწერია ინგლისურად.. წინა მხარეს რადგან პრინტი იყო, იმის ამოტრიალებული ჩვეულებრივ ღია მოცისფრო იქნებოდა და ფეხით გავიდოდი ისე როგორც არაფერი.. მეორე დღეს კი ან მესამე მივაკითხავდი.. ამგრამ დამენანა საღებავიც და ვაი და თუ ჩამივარდეს 800 ლარამდე ღირს ველოსიპედი და აქ ჯარიმა, ღმერთმა არ ქნას 200-500-ამდე მაქსიმუმი-თქო .. მაგრამ არაფრის დიდებით არ უნდა ჩავვარდე ამ თემაში-მეთქი.. იქვე მივედი ერთ კაფემდე, მგონი “სვი – ყავა” ჰქვია, და იძულებული გავხდი მუსიკალური ბენდისა და მისი გადამღების შუაში ჩამევლო, პატივისცემის ნიშნად მსუბუქად შეკრული მუშტი ავუწიე და ოდნავ გაცდენისას ხელი დავუქნიე, ფეხებიც საშინლად მტკივა რადგან ბანძ გზაზე დავდივარ და რთულია ტრიალი, კადრში ოვხდი და ცალკე ამანაც ცოტა დამძაბა, მაგრამ ეს არაფერი მეთქი და განვაგრძე, ისევე ხლაფორთიან გზაზე და მივედი გასასვლელთან იქ ერთი გაპარსული კაცი ვნახე და რამის გულმა მხია, დავაკვირდი და გვერდზე გოგონაც შევამჩნიე გათიშულმა, ეს ყველაფერი წამებშიც კი არა.. შემდეგ ვიღაც დაცვის თანამშრომლის ყვირილი და მოძრაობა შევნიშნე ესევე მცირე ბორდიურიდან გადავიტანე ველოსიპედი და მტკივანი ფეხებით მაქსიმალურად ავიწიე, ავედი, როდესაც მოვახერხე გასვლა, მეთქი მოგეხაზა არაადამიანო.. თვითონ გამიკვირდა რომ ბინძური ლექსიკის გარეშე ვთქვი ეს ყველაფერი, მაგრამ შიში მაინც დამყვა რამდენიმე საათით.. რადგან ვიცოდი რომ ახალში მე12-ში ერთ ადგილას კრიმინალური როდესაც დამადგა იძულებული გავხდი მისამართი მეთქვა და ჩემი ნომერიც ჩამეწერებინა.. თავისი ფოტოს გადაღებით.. მოკლედ გამოვედი და ავდივარ პატარა გორაკზე და რამის ორმა მანქანამ ერთდროულად დამაჯახა, როდესაც მე ვარ დამნაშავე, არ მერიდება არც მრცხვენია და არც “მიტყდება” ბოდიშის მოხდა, ესევე ავდექი პედლების დახმარებით ფეხზე, გულზე ხელდადებული დავიხარე როგორც თეატრში იციან დამშვიდობებისას დახრა და ხმამაღლა მომიტევეთ ძლიერ მეჩქარება და უღრმესი მადლობა-მეთქი ვიყვირე! პირამიდას რომ გავცდი უკვე იქნებ პოლიციამაც იცის ან რაიმე კერძო დაცვის თანამშრომელმა ან.. ან… პარანოიასავით გაქვს უკვე შიში ყველასი და ყველაფრის.. თითქოს შენს გარდა არავინ არავის უყურებს, შენ დაგსდევს ყველა და ყველაფერი შენს საპირისპიროდაა.. კოსტავას ნაცვლად ბარათაშვილით გავედი ნაწილი შემდეგ ვიფიქრე რუსთაველზე ხომ არ გავსულიყავი, მაგისაც შემეშინდა და გავუყევი გზას, გადავედი კონსტიტუციაზე და იქიდან არაყიშვილზე ერთს შევუარე ძლივს ვსუნქავ და ძალიან ხშირი ამოსუნთქვა-ჩასუნთქვით, საუბრის თავი არ მაქვს, ვიბრიდები.. ძალიან მოკლედ ვუთხარი სიტუაცია და რა ვქნათ, გავუხუროთო, მეთქი მეკაიფები?.. გავეშვათ, იქნებ არავინ არაფერი, აღარასდროს.. მერე გავედი და დავეხმარე ხილ-ბოსტანს ალაგებაში, იქვე ახლოს, საერთოდ ამას რომ ვწერ, ამისაც მეშინია, ამით არ მიპოვონ, რა ქუჩებსაც ვახსენებ თან პატიოსნად, ხომ შემიძლია შევცვალო სახელები გამიზნულად.. მოკლედ ისეთი სტრესი მქონდა, დაცვის პოლიცია, კერძო დაცვის კომპანიების მანქანები თუ პოლიციის იქნებოდა, სულაც ჩვეულებრივ მანქანას რომ მოენათა სახლამდე გზაში გული მისკდებოდა.. როდესაც ავულაგე ხილ-ბოსტანი ერთ ქალს, ეზოში შესვლის შემეშინდა ვინმემ ვინმეს ხომ არ გააგებინა და აქ არ დამხვდნენ მეთქი… ველოსიპედი ბებიასთან დავტოვე, ზედაც გამოვიცვალე, ქვემოთ ჩვეულებრივი ჯინსი მეცვა, არაფრით განსხვავებული და თუ რამე მე არ ვიცნობ ტაბუს, არ ვიცი ვინაა და ერთადერთი რაც ვიცი მის შესახებ რომ ხშირად მხვდება ქალაქში მისი მაგარი ნახატები-მეთქი, თუ რამეა.. ყველა სიტუაციიდან სხვადასხვა გზები, თავდაცვის მიზნით.. ყველანაირი ვარიანტიდან რა რომ სუფთა გამოვიდე.. მოკლედ ავედი, შევედი, მივედი ხატებთან, დიდი მადლობა მოვუხადე გადარჩენისთვის, დავიჩოქე და აწი არ განვითარდეს-მეთქი რაიმენაირად ეს ამბავი და ეს ორი-სამი დღე თბილისში დავხატავ-მეთქი, რადგან არ მინდა ის ჩლუნგი, განუვითარებელი ძალაზე და კუნთებზე გადასული უზრდელი ტიპი შემხვედროდა.. ჰოდა ასეც მოვიქეცი.. ახლა სანამ კიდევ ერთხელ ჩემს ქალაქში ანუ რუსთავში რამეს არ დავხატავ, თითქოს საკუთარ თავთან ვერ გავიმარჯვებ და ფურცელსა და ტილოზეც ვერ გავდივარ.. რაღაც მიშლის ხელს.. ჯერ რუსთავი ისევე… 🙂 ჰოდა ამასაც მალე ვიზამ, დღესვე, სადმე.. ჰოოო ხატებთან გავჩერდი და ასევე ვინც მიყვარს და ვუყვარვარ, ჩამოვთვალე ჩემი ადამიანები, ვინც მეუკიდეგანოება, შემდეგ კი ვთხოვე უფალს, რომ დიდხანს და ჯანმრთელად, ბედნიერად იყვნენ-მეთქი, თუნდაც მე არ შევესწრო და პირველი მე წავიდე ამ ქვეყნიდან-მეთქი. გავიფიქრე აღარ მითქვამს.. რადგან აქაც ეგოიზმია, როგორც ძალიან მცირედი ნაწილი ქუჩის მხატვრობაში და დიდი ნაწილი გრაფიტში, ოღონდ, აქ არის ის, რომ მე რადგან მიყვარს მინდა ჩემს გვერდით იყვნენ მარად, მუდამ და არ განვიცადო ეს ტკივილი მათი წასვლის, იმიტომაც ჯერ 27-ის მინდოდა 27-თა კლუბის წევრობის თემაში და შემდეგ უკვე ნებისმიერ დროს… და ესაც რაღაც დონით ეგოიზმია, რადგან შენ როგორც ჩანს კი უსასრულოდ გიყვარს დედიკოც, ბებიკოც, დეიდუნაც და კიდეც რამდენიმე ადამიანი, მაგრამ რადგან გირჩევნია პირველი შენ წახვიდე ანუ მე.. ესეიგი უფრთხილდები შენს თავს იმით რომ არ ნახო ეს ტკივილი.. შენ იყო პირველი.. გრაფიტი კი მარტივად, გინდაც სამ წამიდან თხუთმეტ-ოც წამამდე და ათი-თხუთმეტი სანტიმეტრიდან ოცმეტრიან წარწერამდე, კონკრეტულად შენი სახელის, დაწერილი ხელმოწერით ანუ თეგით, ამბობ რომ შენ იყავი აქ და 3 საათიანი როგორც smoe nova ლამაზად დახატული ყოველი ასოსი.. რასაც საფრთხიან ადგილზე ვერ იზამ ისე ხარისხიანად, როგორც სმო ნაჩუქარი საღებავით შვრება, რადგან პოპულარულია, ხატავს მიტოვებულ ქარხნებში, უბრალოდ ვიდეოსთვის და ლუპის, უმეტესად მონტანას საღებავების სპონსორობით.. მოკლედ ეგოიზმი ბალონით ხელში არის გრაფიტი, yaahaaau, რაზეც დამიჭირეს რუსთავქალაქობას რუსთავის პარკში ამფითეატრის ტერიოტრიაზე და ღვთის წყალობით გადავრჩი.. ყოველ შემთხვევაში მე ასე მჯერა, მე ამის მწამს!..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *