შენს კაბაზე დახატული ყვავილები

მომიტევეთ ასეთ მძიმე პერიოდში, რომ შევძელი და რაღაც პროტესტის გარდა შევქმენი. გრძნობები გამაჩნია, გულჩვილი, ემოციური, ბავშვური და გულწრფელი მუდამ ახალგაზრდა / მარად მეამბოხე ბიჭუნა ვარ, რომელიც სკოლაში თმაზეც კი არ ქაჩავდა გოგონას, არ ეტკინოს ან არ ეწყინოსო. აშველებდა სხვებს, “მშვიდობის მტრედი” ერქვა და რომ დამეგვიანა საპირფარეშოდან “არა” უკვე დაწერილი მექნებოდა, რადგან არავის ვახსოვდი კლასში. იმედია ჩემო დებო და ძმებო, ხვალე, შემხვდებით რუსთაველზე, გადავკეტავთ ქვეყნის მთავარ გამზირს და მომილოცავთ დაბიდუბიას!

იმედია, არ ეწყინება იმ გოგონას ვინც გულშია, არ მიყვარს ტყუილი.. უბრალოდ არ მინდა რამე დარჩეს უთქმელი.. ეს ქალი დიდი ალბათობით ჩემტოლა ან ჩემზე დიდიც კი იქნებოდა. თეეეეთრი კაბა ფერადი ყვავილებით რომ ვნახე საყვარელი თვალის დასამალი ნიღბით გავითიშე ლამის.. თავში დოფამინის უსაზღვრო რაოდენობა ფოიერვერკივით ამიფეთქდა და ეს მხოლოდ მე ვიგრძენი მთელს რუსთაველზე და ამან დამაწერინა ეს სიტყვები, ასევე ერთი ფაქტიც იყო ჩემი უმიზეზოდ მიტოვების და ნახევარი საათი ხალხში ბოლოხმაზე ვღრიალებდი.. ახლა უკვე ბავშვი ჰყავს მას და მე თუ ის რეალურად ბედნიერია, ესაც მახარებს, მაგრამ ჩემთან ბევრად უფრო საინტერესოდ იქნებოდა, გამოფენები, სპექტაკლები, კონცერტები, საინტერესო ფესტივალები სამხატვრო თუ სპორტული და ყველაფერი უსასყიდლოდ, რადგან ზოგის მონაწილე ვიყავი, ზოგშიც ჩემიანი საინტერესო, განვითარებული, მოაზროვნე, ერთმანეთზე მზრუნველი მეგობრები მყავს ვინც დგას რუსთაველზე!.. ☆♡

პ.ს. — მადლობა Aulus Agerius-ს რადგან ასეთ დროს მრცხვენია რამე დავდო არა საპროტესტო თემატიკის-მეთქი, სასიყვარულო არტია და პირიქით მიდი აბა ველოდებიო და ამ სიტყვებმა მომცა ძალა და ენერგია რომ გავხსნილიყავი. აი, აქაც მადლობა ძმაო!.. ☆♡

ეეეჰ, ნეტა ვიცნობდე მას, ვისზეც დამეწერა ეს.. ვაუ, გამიხარდება თუ ხვალე რამოდენიმე გოგონა მოვა თეთრი კაბითა და ყვავილებით და ჩამეხუტება. ეს იქნება მათგან მილოცვა…

☆ ☆ ☆

მსურს
სხვისი თვალებიდან წამოსულმა ცრემლებმა
მორწყას შენს კაბაზე დახატული ყვავილები.

მე კი აწი მუდამ ვიცინო,
რადგან დამკარგე,
შენ წახვედი ჩემგან,
ვიტირე და ახლაც ავირევი.

და ის ეცდება ჩემს დალაგებას,
ვის აცრემლებულ თვალებშიც შევამჩნევ
აყვავებული მინდვრის ყვავილებს.

#პოეზია #გული #გრაფიტი #ქუჩისმხატვრობა #ტაბუ92

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *