შენი მარადიული სიყვარული ჰქვიაჩემს დროებით სიცოცხლეს – ნიკა ჩერქეზიშვილი

რომელი მომავალი დავგეგმო,
როცა შესაძლოა,
ქვაფენილიან აღმართზე ფეხით ავდიოდე
და წინ მიმავალი მანქანის მიერ ასხლეტილმა ქვამ,
საკუთარი სიკვდილიც რომ ვერ გავიგო,
ისე მოულოდნელად მომკლას.

…

შენი ტუჩებივით წითელია
ჩემი გახეთქილი წარბიდან წამსკდარი სისხლი…

და შენი მარადიული სიყვარული ჰქვია
ჩემს დროებით სიცოცხლეს.

Nika Cherkezishvili

facebook – facebook.com/tabu92ism
instagram – instagram.com/tabu92art
tiktok – tiktok.com/@tabu92art

#love #iloveyou #iluvu #life #forever #poetry #verse #caligraphy #caligraffiti #graffiti #nikacherkezishvili #tabu92 #streetart #treeart

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *