“ღმერთო დალოცე მოსამართლე ლხინის სუფრაზეგულის შეტევით რომ ჩაძაღლდა — როგორ მეწყინა” ზურა ბუდაღაშვილი

ღმერთო დალოცე ჩემი ნერვი რომ არ მღალატობს
ქალი რომელიც ოთხ ღერ მაგნას მაძლევს ნისიად
ჩემო მეზობლის ბიძაშვილი სინოდის წევრი
ღმერთო დალოცე საქართველოს კონსტიტუცია
დალოცე ღმერთო პრემიერი ალგეთის ლეკვი
ჭირზე აცრილი პასპორტებით მაგრამ “მეტისი”
ღმერთო დალოცე პრემიერის ცოლის დის ცეკვა
სამოყვარულო თუ სამეჯლისე.


ღმერთო დალოცე სამმართველო თავის უფროსით
წყლის თოფს რომ ლოცვით აქცევს სტეჩნიკად
ღმერთო დალოცე მოსამართლე ლხინის სუფრაზე
გულის შეტევით რომ ჩაძაღლდა — როგორ მეწყინა


ღმერთო დალოცე პარლამენტი ყველა ფრაქციით
და აქციებზე ნაქნევ მაჯებს მიეც როლექსი
აკურთხე ღმერთო აფთიაქის ყალბი სანქცია
“გაბაპენტინი” და “ზოლომაქსი”
ათოვე ღმერთო “მეტადონი” ღმერთო ათოვე..
მიეც მიჯნურთა დაშორებას ფართო არეა
მე კი დამლოცე ბავშვებივით რომ მიატოვეს
და სასაფლაოს სანთლებივით მარტო არიან

Poetry by @7spec7 / ზურა ბუდაღაშვილი
Wrote on the street @tabu92ism

facebook – facebook.com/tabu92ism
instagram – instagram.com/tabu92art
tiktok – tiktok.com/@tabu92art

#graffiti #graffitiart #protest #ftl #ftp #fts #zurabudaghashvili #ზურაბუდაღაშვილი #streetart #ქუჩისმხატვრობა #გრაფიტი #პოეზია #ტაბუ92 #tabu92

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *