— რა არის თქვენი შთაგონების წყარო და ჰქონდა თუ არა ვინმეს ხელოვნებას ან სტილს თქვენზე გავლება.. და რა არის თქვენი მიზანი, რას საქმიანობთ ქუჩებში?
— გასაგებია, მოგესალმებით. შთაგონება შესაძლოა უამრავ რამემ გამოიწვიოს, წიგნებმა, საინტერესო მასალებმა ინტერნეტში, რაც უამრავია ჩემს ქუჩის მხატვრობაში რომ ცხოველურ ღეჭვაზე მეტი ღირებულებები არსებობს, ინტერესი გავუჩინო რამისადმი მაინც და დიდ მასალას პირდაპირ ვტენი ხალხს თვალებში. ზოგმა შესაძლოა ფრაზა არ იცოდეს, ან იქიდან რამე სიტყვა და გაეცნოს მის მნიშვნელობას. მინდა რომ ბიბლიოთეკასთან და ინტერნეტთან შემეცნებასა და თვითგანვითარების მიზნით დავაახლოვე ხალხი. ასევე არის გრაფიტი, ანუ იქ უფრო მარტივად ავლენ შენს სტილს, თუ გიყვარს კალიგრაფია და ასოების წერა ან ხატვა, საკუთარი ფსევდონიმის მოსახატად არ დაგჭირდება დიდი დრო რომ გააკეთო ხარისხიანად და ყველა რაითერისგან განსხვავებულ შენებურ სტილზე, რაც მე ჩამომიყალიბდა პირველი ორი წლის მანძილზე, თორემ მაქამდე მეც ვბაძავდი რამოდენიმე გრაფიტი არტისტს სხვადასხვანაირ ასოების ტიპების მოხატვაში. ასევე არის საპროტესტო თემა, როდესაც რამე უსამართლობა გესმის ტელევიზიიდან, ინტერნეტიდან, ქუჩიდან ან სხვა წყაროებიდან და რომ არ გამოხვიდე და შენი აზრი არ დააფიქსირო მასებში ქუჩით, არ შეგიძლია, ყველასთვის რომ იყო სიმართლის მქადაგებელი, საკუთარ თავთან ვერ ვიქნები მართალი, ამავდროულად არის დიდი რისკიც, რადგან შიშიც თამაშობს დიდ როლს ამ ყველაფერში, რადგან უკანონოდ რომ დახატო ქალი ყვავილებით და “ღმერთი სიყვარულია” მიაწერო სათაურად მაინც ვანდალიზმად გითვლიან და როდესაც საპროტესტოს აკეთებ და ვერ შეამჩნიე, მოგეპარნენ და ა.შ.. იქ უკვე ვერ იმართლებ თავს, რომ ბავშვებისთვის, რომ განვითარებისთვის, რომ ნათელი ფერებია და პოზიტიური განწყობისთვის და შორიდანაც რომ გითხრან წაუკითხავ დაუთვალიერებლად გაფორმებულიაო, ვერ მოიტყუები, რადგან პროტესტია და ყველაფერი ნათლად ჩანს.. შესაძლოა გცემონ, ჩაგსვან მანქანაში, დაგაჯარიმონ, შესაძლოა დაგაპატიმრონ კიდეც.. მე ორი აზრი არაა და არც მრცხვენია იმის რომ ვაღიარო, მეშინია, არ ვარ რობოტი, მაგრამ განვმეორდები, არ ვიქნები მართალი საკუთარ თავთან რომ არ გამოვიდე და არ გამოვთქვა ჩემი აზრი ნებისმიერი რამის შესახებ, თუ საჭიროა, პირდაპირ მოვუწოდე კედლებიდან, რომ “აეეე, აჯანყდი, რადგან შესაძლოა ეს შენი ბოლო შანსი იყოს” გადასარჩენად. მაქვს მწარე მესიჯებიც, მაგრამ არა გენიტალიების დახატვით, ან ბინძური ლექსიკის გამოყენებით, რადგან ვაზროვნებ რომ შესაძლოა ბავშმა გაიაროს, მოხუცმაც, ასევე ქალთა პერსონალმა ასევე დავუმატებ იმასაც რომ არ ვარ უზრდელი არავისთან, ყველასთან ბოლომდე გახსნილი და ეს გახსნა არ გულისხმობ ბილწ სიტყვებს, უბრალოდ გოგონებთან მეტი პატივისცემის გამო, შესაძლოა წამის მეასედში გაუთვალისწინებლად გამეფილტრო რამე სიტყვა, თავისით, რასაც საძმოში გამწარებულზე ალბათ ვახსენებდი, ან იქაც შესაძლოა დაუფიქრებლად შემეცვალა, თორემ არტიც მაქვს სადაც ქალს სადაც უნდა იქ უნდა იმუშაოს და არავის აქვს უფლება ჩაერიოს და უბრძანოს ან სურვილი ჩაუკლას იმის გამო რომ ვითომ ესა თუ ის პროფესია არაა ქალური, რაც უნდა გოგონას მას უნდა მიჰყვეს. გოგოზე ხელი არ უნდა აწიოო, მე არავისზე ავწევ, შემიძლია ინტელექტუალურად გავანადგურო, ბინძური ლექსიკის გარეშე, დავაჩოქო და ბოდიშიც მოვახდევინო ნებისმიერ ნაბიჭვარ ბიჭუნასა თუ მამაკაცს, გოგონასა თუ ქალს, სულერთია, უბრალოდ მისაღები სიტყვებით, უბრალოდ არ მჭირდება მათგან ეს.. ისედაც პოლიციური რეჟიმის, კერძო დაცვებისა და მერიის გარდა არავინ დამსდევს და არავისთან მაქვს გაუგებრობა, თითქოს, ყველასთან ვინც გამწარებულია საწყისში მის კედელზე ხატვისას, ბოლოს როდესაც უკვე მოსწონს ისაც ძმაკაცივით მესაუბრება-ხოლმე. მომიტევეთ ცოტა თუ გადავუხვიე თემებს, ყველაფერი ერთბაშადაა შეკრული ჯაჭვივით და ასე ჭრა კითხვებით რთულია ჩემთვის და მიუჩვეველი.
რა სიმბოლიკას ატარებს თქვენი გრაფიტი და ზოგადად თუ იცით რაიმე სიმბოლოებზე რასაც ატარებენ სხვები?
იმით დავიწყებ რომ არ ვიცი ამ კითხვაზე რა გიპასუხოთ, რადგან უამრავი სიმბოლოა და ბევრს ხატვისას თუ წერისას ვაკეთებთ ზოგჯერ ისე რომ მისი ფესვიც თითქოს იცვლება, იკარგება, როგორც შინაარსობრივად, ისე ვიზუალურადაც.. ციფრების დამატებაზეც რომ შემეკითხეთ, ეს მარტივია, დიდი ნაწილი ვისაც ნიკში რაიმე რიცხვი არ აქვს, ის ერთს ხმარობს ანუ პირველი ვარო, ზოგი ვიცი, მეორე მაგ სახელის მატარებელი რომ ცნობილია და პირველი ვინ იყო, ღმერთმა იცის, შესაძლოა უბრალოდ ფსევდონიმის ნაწილიც იყოს, მაგალითად ტაბუ ნაინთი თუ, ანუ ტაბუ ოთხმოცდათორმეტი, ანუ თვითონ ორასოცდათხუთმეტი, არათუ შემავსებელი ნაწილი, არამედ სრულად ციფრებისგან შედგენილია მისი სახელი და ისევე როგორც ფსევდომის ზემოთ თავზე წრეს ადრე გარდაცვლილ, ან რაიმე ფაქტის დროს შეწირულ, დავუშვათ მეტროს ვაგონის ხატვისას დაძრულ მატარებლის ქვეშ მოყოლილ გრაფერს უკეთებდნენ (განისვენე სასუფეველში)-ს კუთხით, თითქოს სული ძვრება ამ რგოლში და არ ვიცი.. ვინ როგორ ხედავს, ახლა კი ეს ჩვეულებრივი ნიშანია, როგორც ისარი სახელამდე, ხაზის გასმა, კლაკნილის შენს სახელთან, man ანუ კაცი და one რაც ზემოთ ვახსენე პირველი ვარ ან ერთადერთიო, ასევე ძახილის ნიშანის, თუნდაც კითხვითი სიტყვა გერქვას ან ვარსკვლავი, გული წერტილია ნაცვლად და ა.შ.. მე ხშირად მიხმარია ჩემს ნიკზე ჟან მიშელ ბასკიას გვირგვიანი, king of the streets-ის კუთხით, ანუ მეფე ვარ ქუჩების-მეთქი, ასევე უამრავი სხვა ნიშანიც მიხმარია რაც სიტყვით რთული ასახსნელია, წამებში გაწვება და აკეთებ, ემოციურია ეს ყველაფერი და საერთოდ გრაფიტი არის ეგოიზმი ბალონით ხელში!..
დასახატი კედლის ადგილმდებარეობას როგორ არჩევთ ხოლმე?
უმეტესად ადგილს ვარჩევ იმით, სადაც ეს მესიჯი ყველაზე ძლიერ იყვირებს, ანუ სადაც უნდა დავაწვე.. მაქვს დამონტაჟებული მერიის შენობაზეც, იუსტიციის სახლთანაც და სხვა მაგარ და შინაარსობრივად დატვირთულ ადგილებში. იუსტიციასთან კონკრეტულად ბევრად უფრო რთული იყო გასარისკად ვიდრე მერიასთან მესიჯის დამონტაჟება და / ან პოლიციის განყოფილების გზის მოპირდაპირე მხარეს ხატვაზეც კი.. შიშისგან არა ერთხელ მითქვამს, ოღონდაც ღმერთო გადამარჩინე და როდესაც მიწერია წასვლა ამ ქვეყნიდან თუნდაც ერთი დღეც გამოაკლდეს, ოღონდაც ახლა საკუთარი თავი დამაძვრენინე, რომ დედიკო და ბებიკო არ ვანერვიულო და რამე პრობლემაში არ შევტოპო-მეთქი, ბევრჯერ მიშველა პირჯვარვა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მჯერა, ასე მიმაჩნია, ასე მწამს.. კონკრეტულად იუსტიციასთან კულტურის მინისტრსა და მასზე ვინც უმიზეზოდ დაითხოვეს სამსახურიდან, ვინც სიკეთე მცა უფასოდ გამოფენა ჩამიტარა სამი წლის წინ და გადამყვა.. მასზე მქონდა სამხარდამჭერო არტი დამონტაჟებული, რომელმაც თვენახევარი გასტანა, რადგან დაქირავებული მონები ყოველდღიურად ცდილობდნენ მოეძროთ გახეულ ყუთზე დატოვებული მესიჯი, მაგრამ ვერ ახერხებდნე ცარიელი ხერხითა და დანით ან სხვა ბასრი ნივთით, რადგან მას ჩაქუჩი და მომიტევეთ რუსულად “ზუბილა” ჰქვია, ესაც ოკუპაციაა, როდესაც უამრავ სიტყვას რუსულად ხმარობს ქართველი ადამიანი, მე უბრალოდ არ ვიცი ამ სიტყვის მნიშვნელობა, თუ მეტყვით დავიმახსოვრებ, ვვარაუდობ.. მოკლედ, ყოველი დღე იყო გამარჯვება სისტემაზე, როდესაც ეს დამონტაჟებული მხვდებოდა და ნახლაფორთალი რადგან მოცილებას ლამობდნენ უშედეგოდ.. არაუშავს, იმ ადგილის შემდეგაც იგივე და უამრავი სხვა მესიჯებიც გაჟღერებულა კედლებისა და საღებავის მეშვეობით და მე ვარ შეუჩერებელი.
რომელია შენთვის დასამახსოვრებელი ისტორია, რომელიც გრაფიტს ან სთრით არტს უკავშირდება..
უამრავი საინტერესო ისტორიები მაქვს, დილამდე ვერ მოვრჩები მოყოლას ნახევრისაც კი.. იყო მოხუცმა ქალმა დამიცვა პოლიციელისგან, როდესაც უმეტესწილად ხანში შესული ხალხი ეწინააღმდეგება ჩემს უკანონოდ ქუჩის მხატვრობას და მათთვის გაუგებარი ასოების კედელზე მოხატვასა თუ დაწერას, იყო ბავშვიც, რომელიც სთხოვდა სამართალუმეტესადდამრღვევ, ვიდრე დამცველ ორგანოთა წევრებს რომ არ დავეჭირე, რადგან ვითომ მან მთხოვა ამ კედლის მოხატვა, დამიდგა გვერდით რამდენიმე წუთით რადგან ბალონები საკმარისი არ მქონდა და ალპინას ფასადურისთვის მჭირდებოდა ფუნჯის გარეცხვა, ეზოში ონკანი არ იყო და ლიტრიანი წყალი იყიდე მეთქი და დაიტოვე დანარჩენი, ოღონდაც გადავრჩე-მეთქი, ესევე სნიკერსი, და ორი კოკა-კოლა მოიტანა, წყალი კი ლიტრანახევრიანში ჩამოასხმევინა და თუ გინდა მომეცი მე გაგირეცხავ ფუნჯებსო, შენ მიხედე, არ მოცდეო .. მოკლედ და ცოტახანში რომ შეიჭყიტა ქუჩიდან ეზოსკენ, ესევე დამადგნენ, მომიბოდიშა გასვლის გამო, მეთქი არაა საჭირო-თქო და იმის მიუხედავად რომ უნდა ასულიყო სახლში, კიდევ 15 წუთი მედგა და პატრულს ისაც კი შესთავაზა რომ ის დაეჭირათ ჩემს ნაცვლად, რადგან მან მთხოვა რომ მის კორპუსზეც დამეხატა.. ამხელა თავდადება ჯერ სხვისგან არ მენახა აქამდე.. ასევე როგორც ყოველთვის და ყველას მოუხდებოდა, ხან ეზოში იპარები, ხანაც სადარბაზოში იმალები და ოცნებობ რომ შუქი მალე ჩაქრეს რომ კვალია ფიქრობ, ამავდროულად გესმის რომ პოლიცია შენზე ეკითხება იქ მაცხოვრებელს რომელმაც ვერ დამინახა რომელ სადარბაზოში როდის შევედი.. ასევე ჩვეულებრივ გამვლელადაც მომიჩვენებია თავი, რადგან მე შევნიშნე პირველი, რაც უმთავრესია, ან გვერდზე დაყენებულმა ადამიანმა შენიშნოს, გაგაფრთხილოს, ჩააგდო საღებავი და მოსცილდე ადგილს დროებით სანამ არ აორთქლდებიან პოლიციელები ფეხით მავალი ან მანქანით.. ყოფილა რომ იმ ადგილზე რაღაც კრიმინალი მომხდარა და წამოსულზე რეიდში მოვყევი, ანუ გამჩხრიკეს და დამისვეს კითხვა თუ რატომ მქონდა ეს საღებავი, ვუპასუხე ერთხელ რომ უბრალოდ შეკვეთიდან მოვდივარ ბინაში ვხატავდი, სასურველია, რადგან ნაკლები შანსია გამოგყვნენ, ვიდრე რაიმე დაწესებულება თუნდაც ძველი შეკვეთით მოხატულზე .. ან უბრალოდ ტილოზე სახატავად მჭირდება და თუ ერკვევით ბატონო, გეტყვით რომ ალპინას ფასადური ცალკე თეთრი და ცალკე მზა ფერებით არის ისეთი ხარისხიანი რომ თავისუფლად შეიძლება როგორც ტილოზე ისე ნებისმიერ ზედაპირზე მათი ხატვა, ისევე როგორც ლუპისა და მონტანას , ფლეიმის, კობრასა და ენბიქიუს ბალონებით ხატვაც. ყველანაირად შეიძლება თავის მართლება, მთავარია ფაქტის დროს, ანუ ხატვის პერიოდში არ დაგადგნენ, ყოფილა უამრავჯერ მასეც და მაინც გამიტანია ჩემი უმეტესწილად, როდესაც გისმენენ და არ ძალადობენ შენზე შეგიძლია ან ფსიქიკური შოკი დამართო ან ჰმართო ინტელექტუალურად და რაც გინდა ის ათქმევინო, ან ადამიანურად ფასეულობამდე და გაგებამდე დაიყვანო.. სხვადასხვანაირად ისე უნდა იმოქმედო რომ შენ მიჭყლიტო და არა პირიქით.. ეს ყველაფერი არა შიშით და ხმის კანკალით, მშვიდი გაწონასწორებული და დარწმუნებული საკუთარ თავში ხმით.. ადგილზე ისე სწრაფად დარბიან და ეჯახებიან ნეირონები ერთმანეთს რომ უამრავი გამოსაძრომი იდეებიდან ზოგს ვერც ვაყალიბებ იმდენად აწვება უკეთესი ვერსიები და ეს ყველაფერი ადგილზე მსგავს სიტუაციაში რამოდენიმე წამში იბადება.. ყოფილა რუსთავის პარკის ამფითეატრის მცირე შენობის საზიზღრად მიჯღაპნილ კედელზე ვხატავდი ლამაზად ჩემი ფსევდონიმის ასოებს.. დამადგა დაცვის ვიღაც ახალი თანამშრომელი და მეუბნება რომ მას შეექმნება პრობლემები, ვერ გადააბარებს სმენას და ა.შ.. მე კი ვპასუხობ რომ აქ დღესასწაულებზე იკრიფება ხალხი, ჩვეულებრივი მოსახლეობა ნახავს და შენი უფროსი აქ არ გამოივლის იქამდე სანამ საერთოდ შენი დაცვის სამსახურს არ შეცვლიან, შესაძლოა მაშინაც კი.. რომ ახლოში მთლიანი სკეიტ პარკი და პარკის უკანა შესასვლელი წმინდა ნინოს ქუჩით ჩემი მოხატულია საკუთარი ნებით და უამრავჯერ პოლიციას გაუვლია და არც კი გავუჩერებივარ, პარკშიც და მის გარეთაც.. რომ მასაც არ შეექმნეოდა არანაირი პრობლემა, ის რეკავს მთავარ უფროსთან და სთხოვს ჩაკეტვას მთლიანი პარკის, მე კი საღებავის ველოსიპედის საბარგულში რომ რაიმენაირად გავიპარო ადგილიდან, არა, შანსი არაა, აქედან ვერ გახვალო, დაგენძრაო, მეთქი ასეც არ ჩაგბარდებით უბრძოლველად-მეთქი და რომ დავაჯექი ხუთჯერ მოასწრო მაგ ნაბიჭვარმა ფეხის მირტყმა ველოსიპედზე რო გადმოვარდნილიყავი და შევეჩერებინე, იქნებდა თავს ბეტონზე ვარტყამ და ვკვდები მერე შენ რას იტყვი.. რას და იმას რომ ვნახე სეირნობდა ველოსიპედით და ამოტრიალებისას მივირბინე დახმარება მინდოდაო, აქეთ კიდეც თავს იმართლებ და ესენიც გმირ დაცვის თანამშრომლად მოგნათლავენ, თუკი იმავე ფეხს რითაც მირტყამდი ცოტას გადაიტყავებ და დამეცაო ან გადავხტიო ან რაიმე შელამაზებით.. როგორ მინდება გინება და არა მხოლოდ მაგ არაადამიანის მიმართ ვერ წარმოიდგენთ.. ასევე გავექეცი და უკანა გასასვლელისკენ რომ დავიძარი შემნიშნა და შანსი არ გაქვსო, მერე კიდევ მთავარი გზა რადგან სულდაკავებული იყო მისი თქმით ვეცადებილიკზე მეარაქვებით, ხის ნატეხებითა და კიდეც რით აღარ, ღმერთს ვთხოვდი გადავერჩინე და ასევე დაეფარა ჩემი ველოსიპედი, რადგან არც მეტი საღებავის, არც საკვების და არც ველოსიპედის შერემონტების თანხა არ მქონდა, დაჭერას არც კი განვიხილავდი 🙂 მოკლედ გავედი კაფესთან და იქ რადგან რუსთავქალაქობა იყო და მცირედი გადახვევა, მაისურზე მეწერა ინგლისურად “თუ გსურს ჩახუტება აქ ვარ — ტაბუ92” და არავინ არათუ ჩამეხუტა, არც კი გამიღიმა, არათუ ფოტო გადაიღო, არამედ არც კი შეჩერდა რომ წაეკითხა, როდესაც ოუფენ ეარზე გავიჭყლიტებოდი.. იქაც ბილეთის გარეშე გრაფიტის თემით მოვხვდი უფასოდ ამ წელს 2023-ში ძმაკაცისგან. მოკლედ ამ დამძიმებულზე უნდა გული გადავაყოლო-მეთქი, როდესაც ნახევარი ქალაქი მიცნობს და იქ არავინ იდგა ისეთი ვინც უბრალოდ მომესალმებოდა, დამძიმდი და მეთქი უნდა დავხატო, სააად, აი, იქ სადაც დიდი ხანია მინდოდა და გადამხდა მსგავი რამ, მოკლედ მუსიკოსები უკრავდნენ და აქეთ ვიდეოს იღებდნენ, შუაში გავაჭერი და პატივისცემა ბიჭებო-მეთქი ხელის აწევით ვანიშნე, მივედი მთავარ გასასვლელის კუთხესთან დავხედავ ვიღაცამ შენიშნა ველოსიპედიანი და თეთრ მაისურზე მუქ წითლად წარწერიანი მაისური რომ მეცვა და სანამ მან მოირბინა ჩემამდე პატარა ბორდიურზე ხელით გადავიყვანე ველოსიპედი და მოვკურცხე, ისეთი სტრესი მქონდა, ეს ლამპიონის ნათება იქნებოდა, კერძო დაცვის, დაცვის პოლიციის, უბრალოდ საპატრულო, სასწრაფო დახმარებისა თუ ნებისმიერი მანქანის უკვე ჰიპნოზივით ვიყავი შიშში ნებისმიერი ნათების, გაპარსული მაღალი და განიერი ტიპის და ა.შ.. კოსტავით არ გავედი, სუმბათ მეტალურგებიდან თუ ბარათაშვილიდან არ მახსოვს გავედი რუსთაველის ნაცვლად კონსტიტუციაზე და ისე მივედი ბებიასთან სახლში სადაც დავტოვე ველოსიპედი შევიცვალე ზედა და ისე გადავედი საკუთარ ბინაში.. მომიტევეთ რომ ემოციებისგან ასე გაიწელა პასუხი 🙂 თქვენ იმედია შინაარს გამოიტანთ ამ ვოისით და შეამოკლებთ თუ ჩათვლით საჭიროდ. ყოფილა ფსიქოლოგიური ტერორიც გამიკეთებია, ვერც ინტელექტუალურად აჭერ მისრისვამდე, რომ გაანადგურო იმ დონემდე რომ არა მხოლოდ არ დაგიწერონ ჯარიმა, არამედ ისე დავასრულო ნახატი რომ მათ ვითომც არ დაუნახავთ.. მაგრამ როდესაც უხეშად მოდიან და ძალადობით უნდა იფიქრო ისე როგორ გაექცე რომ არ დაგიჭონ და უარეს სიტუაციაში არ გაგხვიონ, უნდა მოტყდე, მოკლედ იქ ადგილზე როგორც ბუდას განსხივოსნება, იქ გებადება სხვადასხვა გზები, თუ რა, სად, ,როდის, როგორ და რანაირად უნდა მოიქცე როცა დაჭერილი ხარ..
როგორი ურთიერთობა გაქვთ სხვა გრაფიტი არტისტებთან და თუ გქონიათ კოლაბორაცია მათთან ან შეჯიბრი?
შეჯიბრი არ ვიცი რამდენად სწორია, ნუ თუ სპორტული გადმოსახედიდან ვთვლით მაშინ კი, ვინ უფრო სწრაფად დახატავს და ხარისხიანად, არ ვიცი ერთმანეთს რამდენად, მაგრამ კოლაბორაციის მხრივ ყოფილა აი მაგალითად ჩუმენთან და უშნოსთან ერთად (იგივე იუჯი ქრიუსთან, რომელიც მარტო დარჩა სამწუხაროდ და ug crew, ugly, ushno, უშნო და უწნო -ც ერთია) ერთ ადგილზე გავედით თითქმის ყოველ 2-3 წუთში პოლიციის მანქანა იყო, ვდებდით საღებავს, ვეწეოდით, გავივლიდით, მივეფარებოდით და მათი წასვლის შემდეგ ვაგრძელებდით ისევ, როცა კედელთან ათი-თხუთმეტი წუთი მოგვიწია ყოფნა უკვე მეორე საათიც მოგვიწია შეყოვნება და პირველში მოსულებს ორში , როგორც ჩანს მხოლოდ მე დამებედა გრაფიტი იმ ორი ძმაკაციდან, მოკლედ შემთხვევით მანქანა გაჩერდა და უფორმოდ წარმოგვიდგა პოლიციელი, რაო, რას ფიქრობთ ბიჭებო, რადგან ახალი წელია, თვლით რომ გეპატიებათო 🙂 რაღაც მასე დაიწყო საუბარი, არ მახსოვს რა ვუპასეთ და წავიდა და შემდეგ ჩვენიდან ერთმა თქვა რომ იყო ვარიანტი იმის რომ მას გადაერეკა თავისი მეგობარი პოლიციელისთვის, ვინც მუშაობდა და დაგვდგომოდა პოლიცია ფაქტზე ხატვის პერიოდში, მის მერე უფრო მოვუჩქარეთ, ერთი მომენტი იყო თსუს ჩასასვლელიდან არ მახსოვს ამოდიოდა თუ ჩადიოდა ფორმიანი, მე ვერ შევნიშნე და გვიან გავიგე ძმაკაცისგან, არ შევჩერებულვარ, ვხატავდი და კიდევ კაი არ მოიხედა აქეთ.. მოვრჩით ორ-სამ წუთში და გავუჩინარდით ადგილიდან. ასევე, რაც ზემოთ მოვყვევი პარკის ამფითეატრის შესასვლელ მცირე შენობაზე, ბიჭუნასა და ბებიის გვერდში დადგომაზე და კიდეც უამრავი სხვა თემები..
როგორ განვითარდა გრაფიტი კულტურა საქართველოში და რა ცვლილებებს ხედავთ?
სხვამ შესაძლოა თქვას რომ ეს არის დამსახურება მხოლოდ სთრით არტ, გრაფიტი და მიურალ ფესტივალების, მე რაღაც მხრივ დავეთანხმები კიდეც ამ მოსაზრებას, როგორც “ფაბრიკაფიტი”-ს გრაფიტი ფესტივალი და “მირო პარკ ფესტი”, დანარჩენი სადაც მერიაა ჩართული თანხით ან სხვა განკარგულებით არ მოდის ჩემთან ახლოს, მაგრამ ამავდროულად მახარებს რომ ზოგიერთ ხელოვანებს, მხატვრებს ეძლევათ საშუალება ხარისხიანად დახატონ კედლები სიჩქარის გარეშე, როდესაც ის ვინც დაგსდევს ქუჩაში, ის შენ გიცავს კონკრეტული დღის ან დღეების მანძილზე.. მე მქონდა ერთი ნაცნობი გოგონასგან შემოთავაზება, რომ რუსთავში დამეხატა ერთი ან რამდენიმე მიურალი, თბილისის მსგავსად, სადაც როგორც მიურალ ფესტია, ისევე ნიკოს გაერთიანებაა და სხვა, რაც თვითონაც ძლიერ მსურს, მაგრამ ის იცნობდა მერს და მისი თანხლებით, ან ახალგაზრდული ფრთით, ან პარტიის სახელით, ან რაღაც მაგდაგვარი, არა.. გამახსენდა ფრანგული ფილმი “ტაქსი” და მოვუყვანე იქიდან მაგალითი, როდესაც მთავარ გმირს დასვამენ უკვე ძლიერ სარბოლო მანქანაზე და შეჯიბრების წინ ეკითხებიან თუ რა არ მოსწონს, რატომაა დაღვრემილი და ის პასუხობს ერთი სიტყვით “სპონსორი”, და მანქანაზე აწერია — ნაციონალური პოლიციის დეპარტამეტი. მე კი ვიცი, რომ დამიცავენ როგორც გარე ლიფტზე ჩამაბამენ ტროსებით, ასევე სპეციალური ტანსაცმელს მოებმევა, ასევე არავინ რომ არ მერჩეს დაცვასაც დამიყენებენ, ასევე უფასო ძვირადღირებული კვება, რომელიმე რესტორნიდან მექნება ხატვის დღეებში, უამრავი საღებავი დამრჩება ფასადურიც და ბალონებიც და დიდ თანხასაც გადამიხდიან, არ გაუჭირდებათ, მაგრამ მე არ ვიყიდები, მირჩევნია საკუთარი ნებით უსასყიდლოდ ბავშვებს ბაღი მოვუხატო, ვიდრე ვინმე უფროსი მედგას შინაარსობრივად შემზღუდოს ან პოლიტიკური ნიშნაით ვინც არ მევასება მასთან ვიყო კონტაქტში.. ასევე მცირედი გადახვევა, თუ დაგაინტერესებთ, მე სანამ ქუჩაში გამოვიდოდი დაახლოებით ოთხი წლის წინ შევიტანე განცხადება ფოტოებთან ერთად, სადაც იყო ასეთი ტექსტი, რომ მე მხოლოდ მჭირდება ბეჭედი, ნება რომ არ დავჯარიმდები რომ ამ კორპუსების ამ ადგილებზე დავხატო ხარისხიანად სასურველი ნახატები-მეთქი და არც კი და არც არა მომივიდა, გავწარდი, რამდოდენიმეჯერ შევიგინე და მეთქი განახებთ როგორ უნდა ფეხზე დაკიდება-მეთქი და დღეს დღეისობით აღარ არსებობს რუსთავში ქუჩა, სადაც მინიმუმ წარწერა თეგის სახით, რაიმე საინტერესო ფრაზის, ან ნახატის, ან ორივე ერთად რომ არ მქონდეს, ყველაზე ხალხმრავალ გამზირებიდან დაწყებული, ყველაზე დიდ გეტოებშიცაა ჩემი ნახატები.. და ისეა განლაგებული შინაარსობრივად რომ არაა აუცილებელი შერლოკ ჰოლმსი იყო რომ მოაგნო ჩემს კარს.. და მე თუ რამე მინდა პოლიტიკური განაცხადი ქუჩებში საკუთარი ნებით ვიტყვი, გავიტან საღებავს და ვიყვირებ, რადგან ვარ ანდერგრაუნდი და ცხოვრებაში ერთი დოლარითაც კი არც ერთ სოციალურ ქსელზე არ დამიბუსტავს ჩემი არცერთი ფოტო, ნაწერი, ვიდეო თუ სხვა რამ.. ანდერგრაუნდიდან საკუთარი პრინციპებით მივიწევ მეინსტრიმისკენ, არანაირი გადახვევითა და ვინმეს გამოყენებით ან რაიმის მიქარვით, პატიოსნად და ეს ძალიან რთულია, სისხლიც კი ჩამიბარებია შეკვეთა რომ არ მქონია, რამოდენიმე დღის უჭმელზე საღებავი რომ მეყიდა.. ჰო, ასევე დიდ პატივს ვცემ ბევრ მიურალისტს, კედლის მხატვრებს, რადგან შეკვეთა თუნდაც ქუჩაში არ მიმაჩნია ქუჩის მხატვრობად, ისაა კედლის.. რამხელა მასშტაბისაც არ უნდა იყოს იყოს და როგორი გრაფიტი სტილისაც არ უნდა იყოს ის.. ასევე ბევრს გრაფიტი არტისტსაც და ქუჩის მხატვარსაც რომლებიც ზოგჯერ მერიიდანაც ასრულებენ დაკვეთას, ან მათგან დაწესებულს უპრობლემო ადგილებზე ხატავენ უფასოდ ან გადახდითაც.. მთავარია არ შეუძვრნენ უკანალში, თორემ გამოიყენონ შანსები, როდესაც არის, არ ვარ უარზე, უბრალოდ მე არ ავიღებ იმ შეკვეთას, რომლის უკანაც მერია დგას, არ მსურს მათთან გადაკვეთა, თორემ ზოგიერთი მხატვარი ვინც … ძმაკაციცაა..
რა გამოწვევების წინაშე დგახარ, ამაზე თითქმის უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ მაინც რა გამოწვევების წინაშე დგახარ თვითონ საზოგადოებისა და სახელმწიფოსგან?
ჯერ იმით დავიწყოთ გვაქვს რომ სახელმწიფო? და მეორე ყველას, ვისაც არ ეზარება ყველა მე დამსდევს, იმისთვის რომ ქუჩებს ვხატავ, როგორც გრაფიტით, ისე საინტერესო განვითარების კუთხის ასამაღლებელი მესიჯებითა და საპროტესტო არტებითაც.. შსს ორგანოები, მერიის სამსახურები და სხვები ყოველთვის დაგსდევენ რომ დაგადგნენ ფაქტზე, დაგიჭირონ, გცემოთ, უხეშად მოგეპყრან, დაგაჯარიმონ, ან იშვითად სულ ორჯერ გულიანად გამესაუბრნენ, მაგრამ სულ შიშის ფაქტორი იყო რამე, სადმე ისე არ მეხსენებინა, ერთხელაც მეკითხებიან ტაბუ შენ ხარო და წამიერად გავიფიქრე ამ ტიპს შესაძლოა ეკიდოს, მაგრამ ვინმეს თუ გადასცა და დამითვალეს სადაც რამდენ კედელზე რა აღარ მაქვს, ბინის გაიდვა არ უშველის იმხელა ჯარიმას მომისჯიან-მეთქი და ეგრევე ვუპასუხე ვიცნობ, ის შესაძლოა მოტყუვდა, მაგრამ მე არ მომიტყუებია, რადგან მე ხომ ვიცნობ საკუთარ თავს, ესეიგი ნიკა იცნობს ტაბუს, მორჩა 🙂 მაგრამ ასე 15 წუთამდე გაგრძელდა საუბარი და გულისცემაც, სიტყვების კონტროლი ინფორმაციის გაცემის მიზნით, გამოფენამდე რომ არ მინდოდა პრობლემები და ა.შ.. რუსთავში მერიის გვერდზე კორპუსზე ვხატავდი კოსტავაზე, ქალს ყვავილებით და არ მქონდა კიდევ აი ტაბუ მინაწერი , წავიდნენ და ეგრევე 🙂 უბრალოდ აქ და ახლა არ უნდა დავჯარიმდე, სულაც რამოდენიმე მილიონიც რომ მქონდეს დამენანება ჯარიმის გადახდაში ხუთი თეთრიც კი, რადგან არ იმსახურებენ ჩემგან ისინი არავითარ კაპიკს, ისევე როგორც ომის დაფინანსება ხდება მაღაზიიდან რუსული პროდუქტის ყიდვისას, მირჩევნია ლარნახევრით მეტი გადავიხადო, მაგრამ სხვა ქვეყნის წარმოების პროდუქტი შევიძინო. სხვა ნორმალური ქვეყნისთვის არ მენანება მათ ბიუჯეტში შევიტან ათასებსაც თუნდაც, აქ კიდეც რომ მქონდეს სიამოვნებით განვითარებისთვის, სამკურნალოდ და ქველმოქმედებისთვის გავიღებდი კონკრეტულად მოსახლეობაზე დიდ თანხებს, მაგრამ საღებავიც კი მიჭირს, რადგან შესაძლოა ერთი თვიდან 3-4 დღე გამიცდეს, დანარჩენი ყოველი დღე ვხატავ, მარკერით, ფასადურით, იშვიათად ბალონითაც რადგან ძვირი სიამოვნებაა, თითო 17 ლარი ღირს, ისეთი რითაც ტილო შედევრებს გააკეთებ და ქალაქის ნებისმიერ ზედაპირზე დატოვებ წაუშლელ კვალს.. ესეთი ბალონებია თბილისში გრაფიტიშოპი ცრუ, თბილისში ასევე ვერნილაკის მაღაზია, თბილისსა და ბათუმი — გრინლაბი, მორჩა, სხვაგან პროფესიონალური სამხატვრო ბალონები არსად არაა, არც ერთ სავაჭრო ცენტრა თუ სამშენებლო მაღაზიებში, ბაზრებსა და სხვა დაწესებულებებში და რაცაა ყველაფერია დედამ.. ნაგავი! ჰოოო მოკლედ ხარისხიანი საღებავით ხალხმრავალ ადგილებში შესაძლოა გავაკეთო, აი რუსთავში მერიის წინ მაქვს “პატარა უფლისწული” დახატული სიჯისის ანუ კავშირგაბმულობის რკინის მაღალ ყუთზე, რადგან ადგილი მაგარია და უფლებაც არ აქვთ რომ დამიჭირონ, რადგან არც მერიას ეკუთვნის და არც პოლიციაა თემაში, არადა ადგილი მაგარია 🙂 უბრალოდ მანდ თუ რამე საპროტესტოს გავუშვებდი ახლა ალბათუ უკვე ციხეში ვიქნებოდი ან მინიმუმ ჯარიმას მაინც ვერ გადავრჩებოდი.. აი დავუშვათ ამ რკინის ყუთზე თუ რაიმე საპროტესტო გააკეთე შინაარსობრივად მეტი პრობლემა გექნება, ვიდრე მის გვერდზე კედელზე რაიმე სასიყვარულო რომ გააკეთო.. მაგრამ ყველგან და ყველაფერს ვახერხებ..
თქვენი აზრით რა მუსიკა დაედებოდათ საუნდტრეკად თქვენს ხატვის პერიოდს ქუჩაში.
მე მაქვს გრაფიტსა და ქუჩის მხატვრობის სერიებისგან 6 დიდი ვიდეო ნაწილი გაკეთებული (ინტერვიუმდე, თორემ უკვე შვიდია ამის კრეფის პერიოდში და მეშვიდეო რაღაც საოცრება, აუცილებლად საყურებელი) და უმეტესად სხვადასხვა ჟანრის მუსიკა მაქვს გამოყენებული, ყველა გემოვნებიანი, საინტერესო ტექსტითა და მუსიკალურად ისეთი რომელიც ზემოქმედებს ჩემს ფსიქიკაზე, მაქვს — killages, badford falls, loudspeakers, ასევე ჯაზის, ბლუზისა და სოულის ნაზავი ჰიპ-ჰოპში და სხვა და რაღათქმაუნდა ჩემი ფსიქოდელიკია მაქსიმე მაჩაიძე, არა ზურა ჯიშკარიანიც მაგარია, მაგრამ ის უკვე ჩამოყალიბებული კაცია თითქოს და ეს აკივლებს ფსიქიკას, გადის სხვაგან სიტყვებით, ხმებითა და ა.შ.. ასევე საბანაძეც თავისი ბიტებით უწყობს მაქსიმალურად ხელს და გამოდის luna997 / lunaflowers რაღაც ისეთი საოცრება, რაც ჩემში ერთი-ერთში ისე ზემოქმედებს როგორც თვალებდახუჭულზე ენდორფინის მაშხალების აფეთქება საკუთარ თავში.. ბევრი მისი ფრაზაც მაქვს ქუჩაში გატანილი, აი როგორიცაა, წარმოიდგინეთ განწყობა აყვანილი, თუ გაზომილი დენის საზომ ერთეულებში, რა სიგიჟეა, “შენი mood რამდენი ამპერია, ყველა კედელზე მანტრა წერია, ბავშვი კითხულობს მანდ..” ან “ქუჩა ვიცი, ოღონდ ლამპიონის მოყოლილი დენით” ან “დაბრედილი ბრაკონიერების ემპათიას ვბლოკავ … ყველა უბანში ვარ local”
მადლობა დიდი ჩაწერისთვის.
გმადლობთ თქვენ, კარგად ბრძანდებოდეთ!..