* * * (ქალაქის ზემოთ ირწევა ნავი…)

ეს ლექსიც ვიცი, როგორც სხვა წიგნი სიუჟეტს ითხოვს,
ყვირილი მინდა, ბოლო ხმაზე და ნაგანის ლულა.
საკუთარ თავში ბანაობ მარსზე. ეძახი თითქოს
ზემოდან ხალხს და არ ესმით შენი, ჩუმდები უმალ.

ოთახში ყველი. ტილოზე თეთრი. სალათას ზეთი.
ხეებსაც სცივათ ჩემსავით მაგრამ ჟრუანტელს ლაღად
იტანენ მე კი მოძრავი ნავით მუდმივად ვტკეპნი
ჰაერს და ვიცი მე ცარცის გემო და ბავშთა ბაღი.

ბაღიდან ბავშვი ნაწყენი სახით გართობას ითხოვს.
შეშლილი მამა უყვება გოგოს სიმორცხვის ამბავს.
ამ დროს კი ნავი თავბრუს რომ მახვევს და ნახატს Ino-ს,
10 — 10–ის abstract-ს, არც mazzo-ს floral mural-საც არ ჰგავს.

ქალაქის ზემოთ ირწევა ნავი. ტალღები ისევ..
კორპუსის თავზე მე ფუნჯით ხელში, ღრუბლებზე მაღლა.
ყვავილებს კრეფ და წვეთები წვიმის.. არ გინდა მისცე
შენობებს წყალი, საღებავს ცრემლი, სხეულს კი დაღლა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *