უწყვეტი საპროტესტო აქციის 51-ე დღე / განხილვა მარია რესას წიგნის — როგორ დავამარცხოთ დიქტატორი

უწყვეტი საპროტესტო აქციის 51-ე დღე, როდესაც გაჭირდა გზის გადაკეტვა, ფორმიანების დიდი რაოდენობის გამო, მათ გადაუღეს ფოტოები, ცალკე სახის ამომცნობი კამერებია, პლიუს ბოლოს დაუმორჩილებლობამ გაიტანა თავისი რაღაც მცირედი რაოდენობა ცალკე დაემატა, რამოდენიმე გადავიდა ნაძვის ხესთან მაგრამ დანარჩენი გაიშალა და უბრალოდ შეუძლებელი იყო მათი გაწევა, რადგან რეალურად საკმარისად ვიყავი, უბრალოდ არ მიიღეს ბრძანება და მოუწიათ ხალხს გაცილებოდნენ, კი ზოგს ეშინია არ მიუვიდეს ჯარიმა, რომლის გადახდასაც არ აპირებენ, მაგრამ ნუ მე ვიდეოდანაც ჩანს სანამ არ ითქვა რომ გადმოდითო, უკვე აღარაა პრობლემა პოლიცია წავიდაო, მაქამდე არ გადამიდგამს ნაბიჯი. მაგრამ ადრე რომ მივსულიყავი, მეც დარწმუნებული ვარ იმ ხალხში მოვხვდებოდი.

ორგანიზაცია “დამკვირვებლები”აგრძელებს საჯარო საუბრებისა და ლექციების ციკლს. ამჯერად საჯარო დისკუსიის თემაა: მარია რესას წიგნი – “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი”. ამ ფორმით გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ რეჟიმის მიერ რეპრესირებულ მედიას. შეხვედრის სპიკერები : ხატია დეკანოიძე, გურამ როგავა, გვანცა ჯობავა.

ჩვენ, ხალხს გვინდა განვითარება, ხარისხიანი განათლება, ყველა ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობა, მარად კითხვები და მათზე პასუხების ძიება ანუ თვით-შემეცნება, ვართ სუფთა ხელებით, სულითა და გულით, ვართ ჩვენს საქმეში უჩარჩოო უსაზღვროების უსასრულო უკიდეგანობით მართლები, ანუ ღმერთია ჩვენს გვერდით, ჩვენკენ, ჰოდა ვინც არ უნდა იყოს ჩვენს საპირისპიროდ, ყველა მარტივად დამარცხდება, ანუ გარანტირებულად გავიმარჯვებთ სახელოვნად!..

უწყვეტი საპროტესტო აქციის 51-ე დღე / განხილვა მარია რესას წიგნის — როგორ დავამარცხოთ დიქტატორი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *