უწყვეტი საპროტესტო აქციის 205-ე დღე იყო საინტერესო, ნელ-ნელა შევიკრიფეთ, გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, შემდეგ მოემატა მეტი ხალხი, შემდეგ მოვიდა სტუდენტური ძალის “ერთობა”-ის მარში თავიანთი სიტყვის გამოსვლით, ენერგიულობითა და “V for Vendetta” ცეცხლი და “რევოლუცია”-ით, შემდეგ შემოგვიერთდა საზმაუს მარში, რომელიც სამწუხაროდ ვერ გადავიღე, რადგან იმ მომენტში სხვა რამის დაფიქსირებით ვიყავი გართული, როდესაც ვიკითხე უკვე 15 წუთამდე იყვნენ მოსულები, შემდეგ გადავიღე მცირედი ნაწილი “საპროტესტო აუდიტორია”-ის ლექციის, სრულად ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ მათ იუთუბის გვერდზე, ამავე დასახელებით, შემდეგ ხმა მომესმა და შემეშინდა ვინმეს ხომ არ იჭერენ უნდა დავეხმარო ხალხს-მეთქი და ასევე დავაფიქსირო კადრებად-მეთქი, ასევე შემდეგ დავმშვიდდი, რადგან მეგონა სხვა მსვლელობაც გვიერთდებოდა, ასე ჩავთვალე, გავედი და თურმე ცისფერი გალერეისა და მერიოტის კუთხეში ქუჩა იყო პარალიზებული ზებრაზე გადასვლითა და სინდისის პატიმრების გათავისუფლების მესიჯებით, მოვიდნენ ფორმიანები და არაფერი, იქამდე იდგნენ სანამ დაჭერის მანქანები არ მოვიდნენ და დიდი ალბათობით სანამ ბრძანება არ მიიღეს ნაბიჭვრებმა.. შემდეგ გავიდნენ ოპერასთან, გავყევი მეც, თურმე იქაც გადაიკეტა ქუჩა, გამიხარდა, იქაც მოაყენეს დაჭერის მანქანები, მაგრამ მიანც დავყავით საათზე მეტი და არა მათი დაჟინებული მოთხოვნით, არამედ მაქამდე ოდნავ ადრე, სანამ ქუჩას თვითონ უზარმაზარი დამჯერი თავჩახრილი მონით გახსნიდნენ, იქამდე ერთმა დაიძახა და გავედით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ, სადაც დავყავით 12 საათამდე, გვეგონა ჩაეძინათ ფორმიანებს, მაგრამ თურმე დიდი ალბათობით, უბრალოდ ნაბრძანები არ ჰქონდათ და თავისით ხომ არაფერს იზამენ, ეს კი არა, ნორმალურად პასუხსაც ვერ გცემენ, ვაიდათუ რამე არ წამომცდეს ვიქნები ჩუმად ან მხოლოდ დაზუთხულ ტექსტს ვეტყვი ან გავეცლები, ან .. ანუ ვერ ვიტან ასეთ ერთუჯრედიან დამონებულ ხალხს და სანამ ასეთი უსამართლობის შემსრულებლები იქნებიან ვერავინ ვერ შემაყვარებს მათ მონურ სამსახურს და თვითონ მათ პატივისცემას ვერავინ ვერავითარი ხერხით ვერ გამიჩენს, იმას არ ნიშნავს ვიძალადო ან ვაგინო, მაგრამ სიძულვილი მუდამ მექნება, რადგან არ წარმოადგენენ ისინი სამართალს. მოკლედ გადარჩა აქციაზე ყველა დაჭერას, იმედია ვინმეს არ აყვნენ და გზაში რაიმე ნაბიჭვრობა არ ჩაადენინეს მათ. ჯერ არ მომსვლია მსგავსი ინფორმაცია. კიდევ კარგი.
freedom to prisoners of conscience! / თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება სინდისის პატიმრებს! დამხობა რეჟიმს! არ იქნება სამართალი — არ იქნება მშვიდობა! ხალხი წყვეტს!
მადლობა ნებისმიერ ადამიანს ვინც ყოველი დღე დგას ქვეყნის სადარაჯოზე, ისტორიის სწორ მხარეს, ყველა ჩემი და-ძმაა, ჩვენ ვებრძვით უსამართლობას ყველგან და ყველანაირი გამოვლინებით, იმიტომაც ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება, თავისუფლება და სამართლიანობა, ქვეყნის წინ სვლა, დაცულობა, ანუ ევროინტეგრაცია, ვართ საინტერესო ხალხი, ასევე ჩვენ გვძულს დიქტატურა და მას არ გავაჭაჭანებთ საქართველოში და რაც მთავარია, მართლები ვართ ამ ომში, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..