უწყვეტი საპროტესტო აქციის 202-ე დღე / გზის კეტვები და დაჭერის მანქანები / სრული ექშენი..

უწყვეტი საპროტესტო აქციის 202-ე დღე / მე მოვედი უკვე გადაკეტილ რუსთაველზე, ცოტახანში მირჩიეს გავსულიყავი ჯერ ერთ და შემდეგ მეორე ადგილზე გვეარა ზებრაზე, მეც ვერ ვუთხარი უარი, რადგან როდესაც გზა გადაკეტილია, მაშინ მიწისქვეშათი გადასვლა მიმაჩნია იმ ხალხის უპატივცემლობა, ვინც დგას მანქანის სავალ ნაწილზე, იგივენაირად როდესაც კედელზეა ნახატი, რა მაგარი ადგილიც არ უნდა იყოს, იქნებ ის იქ ხატვის დროს დაიჭირეს, დააჯარიმეს ან ჩასვეს და მე ზემოდან რა ნამუსით გადავახატო. მოკლედ გავყევი და დანარჩენი იხილეთ ვიდეოში.. ასევე გადავიღე საზმაუს მარშის აქცია რუსთაველზე და “საინტერესო აუდიტორია”-ის საინტერესო ლექციის ბოლო ხუთი წუთი . გელოდებათ მაგარი ვიდეო. ჩართეთ!..

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება სინდისის პატიმრებს! დამხობა რეჟიმს! არ იქნება სამართალი — არ იქნება მშვიდობა! ხალხი წყვეტს!

მადლობა ნებისმიერ ადამიანს ვინც ყოველი დღე დგას ქვეყნის სადარაჯოზე, ისტორიის სწორ მხარეს, ყველა ჩემი და-ძმაა, ჩვენ ვებრძვით უსამართლობას ყველგან და ყველანაირი გამოვლინებით, იმიტომაც ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება, თავისუფლება და სამართლიანობა, ქვეყნის წინ სვლა, დაცულობა, ანუ ევროინტეგრაცია, ვართ საინტერესო ხალხი, ასევე ჩვენ გვძულს დიქტატურა და მას არ გავაჭაჭანებთ საქართველოში და რაც მთავარია, მართლები ვართ ამ ომში, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..

უწყვეტი საპროტესტო აქციის 202-ე დღე / გზის კეტვები და დაჭერის მანქანები / სრული ექშენი..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *