უწყვეტი საპროტესტო აქციის მეორასე დღე / 200’th day of non stop rally on rustaveli tbilisi

პირველი მარში რესპუბლიკის მოედნიდან გავიდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და გადაკეტა რუსთაველი, შემდეგი იყო ცოტა ოდნავ ადრე მოსული საზმაუს მსველელობა და ბოლოს კი დააგვირგვინეს, დიდი ალბათობით სტუდენტებმა მარში კანცელარიიდან წამოვიდნენ ანონიმუსის ნიღბებით, ანთებული ჩირაღდნებითა და რუსთაველზე დაწვეს რუსეთის დროშა და ის გრძელი ჯოხებიც, გამოვიდნენ განსხვავებული მესიჯებით. დანარჩენი კი დეტალურად იხილეთ ამ მეორასე ვიდეოში. გმადლობთ ყურადღებისთვის!..

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება სინდისის პატიმრებს! დამხობა რეჟიმს! არ იქნება სამართალი — არ იქნება მშვიდობა! ხალხი წყვეტს!

მადლობა ნებისმიერ ადამიანს ვინც ყოველი დღე დგას ქვეყნის სადარაჯოზე, ისტორიის სწორ მხარეს, ყველა ჩემი და-ძმაა, ჩვენ ვებრძვით უსამართლობას ყველგან და ყველანაირი გამოვლინებით, იმიტომაც ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება, თავისუფლება და სამართლიანობა, ვართ საინტერესო ხალხი, ასევე ჩვენ გვძულს დიქტატურა და მას არ გავაჭაჭანებთ საქართველოში და რაც მთავარია, მართლები ვართ ამ ომში, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..

P.S. — თამბნეილად ფოტოს ავტორია ლევან ზაზაძე.

უწყვეტი საპროტესტო აქციის მეორასე დღე / 200’th day of non stop rally on rustaveli tbilisi

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *