უწყვეტი საპროტესტო აქციის 189-ე დღე / 189’th day of non-stop protest rally

ჰოოო, ვიდეოში შემეშალა, რეალურად გამოეყო ნაწილი პარლამენტის წინ მდგომ ხალხს და წავიდა ოპერისკენ, რუსთაველი გადაიკეტა რვა საათსა და ორმოცდაერთ წუთზე რუსთაველის თეატრთან, შემდეგ კი გახარებულებმა რამოდენიმე წამის შემდეგ სანამ გაუგებრობა მოხდა, მოულოდნელობის ეფექტი, ვინ სად გადანაწილდეს და ვერც ძალადობა, ვერც რაიმე ბრძანება, დაკავება, “აბა ჩვენ რა შუაში ვართ” იქ მოხდა და ა.შ.. “დავცხეთ” და აქაც გადაიკეტა, ასე, ჩემთვისაც მოულოდნელად, ჩვენ კი გვიჭერენ, გვცემენ, გვაჯარიმებენ, გვაყადაღებენ, მაგრამ ყოველთვის გამოუვალ სიტუაციებში ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ გამოვდივართ, აი, დღე არ უნდა ჩავარდეს, ახლა ამის ატვირთვისას 191-ეა უკვე, ჰოოოდა ღმერთმა არ ქნას რამე მოხდეს, იქიდანაც გამოვალთ სიტუაციიდან და მაინც გადაიკეტება, ისინი მორჩილი მონები არიან და თავიანთი აზრი არ გააჩნიათ, ჩვენ კი მოაზროვნე და საინტერესო პიროვნებები ვართ.

მადლობა ნებისმიერ ადამიანს ვინც ყოველი დღე დგას ქვეყნის სადარაჯოზე, ისტორიის სწორ მხარეს, ყველა ჩემი და-ძმაა, ჩვენ ვებრძვით უსამართლობას ყველგან და ყველანაირი გამოვლინებით, იმიტომაც ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება, თავისუფლება და სამართლიანობა, ვართ საინტერესო ხალხი, ასევე ჩვენ გვძულს დიქტატურა და მას არ გავაჭაჭანებთ საქართველოში და რაც მთავარია, მართლები ვართ ამ ომში, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..

უწყვეტი საპროტესტო აქციის 189-ე დღე / 189’th day of non-stop protest rally

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *