უწყვეტი საპროტესტო აქციის 148-ე დღე / 148’th day of non-stop protest rally on rustaveli

უწყვეტი საპროტესტო აქციის 148-ე დღე / 148’th day of non-stop protest rally on rustaveli | სამწუხაროდ დავაგვიანე მისვლა რომ გადამეღო გზის გადაკეტვის კადრები, სამაგიეროდ მაქვს საზმაუს მარშის შემოსვლის, ასევე ინფორმაცია საინტერესო ლექციის შესახებ, რომელიც იქვე აკაკისა და ილიას ძეგლთან ჩატარდა.

შემდეგი ვიდეო დიდი ალბათობით სამხატვრო იქნება, ან კალიგრაფიის სამოთხიდან ან ტილოზე მხატვრობის, ან კედლის, ან ქუჩის მხატვრობისა და გრაფიტის, არ ვიცი ზუსტად, მასალა ბევრი მაქვს, მაგრამ ნახვებია ცოტა რომ ყოველდღიურად დღეში ორი ვიდეო დავდო, თავისუფლად შევძლებ ასე ორი კვირის მანძილზე, შემდეგ უკვე ყოველდღიურად თითო.. ამისთვის უნდა გამოიწეროთ არხი, გააქტიუროთ ზარის ღილაკი და თქვენი აზრი გამოხატოთ კომენტარის სახით, თუ მოგწონთ კონკრეტული რომელიმე ვიდეო, სიამოვნებით აღნიშნეთ ეს ფაქტიც. დროებით.

მადლობა ნებისმიერ ადამიანს ვინც ყოველი დღე დგას ქვეყნის სადარაჯოზე, ისტორიის სწორ მხარეს, ყველა ჩემი და-ძმაა, ჩვენ ვებრძვით უსამართლობას ყველგან და ყველანაირი გამოვლინებით, იმიტომაც ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება, თავისუფლება და სამართლიანობა, ვართ საინტერესო ხალხი, ასევე ჩვენ გვძულს დიქტატურა და მას არ გავაჭაჭანებთ საქართველოში და რაც მთავარია, მართლები ვართ ამ ომში, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..

უწყვეტი საპროტესტო აქციის 148-ე დღე / 148’th day of non-stop protest rally on rustaveli

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *