უწყვეტი საპროტესტო აქციის 126-ე დღე (სინდისის პატიმრების მშობლების აქცია)

უწყვეტი საპროტესტო აქციის 126-ე დღე (სინდისის პატიმრების მშობლების აქცია) / 126’th day of non-stop protest rally on rustaveli (protest by parents of prisoners of conscience)

სინდისის პატიმრების მშობლების აქციის დღეა, უსმინეთ ზვიად ცეცხლაძის მამის გამოსვლას და გაემზადეთ რვა აპრილს რომ გადავათენონ ცხრამდე და დავაღამოთ, რომ იმ არაადამიანმა ნაბიჭვრებმა ვერ შეძლონ მემორიალთან მისვლა, რომ ისევე პროპაგანდონების მიერ არ იქნას მორიგი ცრუ ინფორმაცია გავრცელებული, როდესაც არანაირი ღირებულებები არ გააჩნიათ, რეალურად არავინ და არაფერი არ აქვთ ისეთი რითაც დაიმსახურებენ მანდ დგომას წუთითაც კი.
პ.ს. — ყოჩაღ მე ასე სუფთად და მშვიდად რომ ჩამოვაყალიბე აზრი 🙂
ესაა უწყვეტი საპროტესტო აქციის 126-ე დღე, ასევე რომ იცოდეთ უკვე ორი კვირაზე მეტია უშლიდნენ სკამებს, ლეიბებსა და სხვა რამეს პარლამენტის წინ სტუდენტებსა და ნებისმიერი სხვა სანდო, საინტერესო და გულითადი ადამიანები, მაგრამ მაინც დღე-ღამეს ათევენ ეს დამსახურებული ახალგაზრდები და არა მხოლოდ.. მაგრამ იქნებიან ესენიც და ჩვენც ხალხი გამარჯვებამდე! ვერავინ და ვერაფერი შეძლებს ჩვენს დაშლას!
მადლობა ნებისმიერ ადამიანს ვინც ყოველი დღე დგას ქვეყნის სადარაჯოზე, ისტორიის სწორ მხარეს, ყველა ჩემი და-ძმაა, ჩვენ ვებრძვით უსამართლობას ყველგან და ყველანაირი გამოვლინებით, იმიტომაც ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება, თავისუფლება და სამართლიანობა, ჩვენ გვძულს დიქტატურა და მას არ გავაჭაჭანებთ საქართველოში, ასევე ვართ მართლები ამ ომში, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..

უწყვეტი საპროტესტო აქციის 126-ე დღე (სინდისის პატიმრების მშობლების აქცია)

#აქცია #პროტესტი #protest #rally #tbilisi #sakarvelo #georgia

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *