უწყვეტი საპროტესტო აქციის 110-ე და 111-ე დღე / 110’th & 111’th days of non-stop protest rally

მოგესალმებით. ამ ვიდეოში განახებთ 110-ე და 111-ე დღეების მცირე მიმოხილვას, რადგან პირველი დღე ვიყავი ასე 8 საათიდან რუსთაველზე უბრალოდ მოგვიანებით ჩავრთე გადაღება და მეორე დღეს დავაგვიანე, თან მეხსიერებაც არ მქონდა დიდი, ასევე მეჩქარებოდა ერთ ადგილზე და დიდხანს ვერ შევყოვნდი. მთლიანობაში საინტერესო ვიდეო გამოვიდა. იყო ორი ლექციის მცირე მონაკვეთები და ის ადამიანი, ვინც ხსნის თუ სადაა ხელმისაწვდომი სრული ვიდეო ჩანაწერების ხილვა. ასევე სადაც ვიყავი გასაქცევი, დაბრუნებულმა კი, ღამის ორი საათზე, გავუარე პარლამენტთან მეორე ღამის გამთენებელ სტუდენტებს. ახლა როცა ვტვირთავ ამ ვიდეოს იუთუბზე სტუდენტების სრული დღეღამით დარჩენის მესამე ან მეოთხე დღეა..

გამოიწერეთ არხი, თუ გიყვართ მხატვრობა, ტილოზე იქნება თუ ქუჩაში კედლებზე, ასევე, სამწუხაროდ ყოველდღიურად ვერ შევძლებ, მაგრამ შემოგთავაზებთ აქციებისა და მსვლელობების ვიდეოებსაც შეძლებისგვარად, თუ გადაღებისას არ იძალადებენ, ან დამიჭერენ ან რაიმე მსგავს უსამართლო ქმედებას არ იკადრებენ ფორმიანები. უყურეთ სრულად და იმედია არ მოიწყენთ. გამიხარდება თუ მარად გავერთიანდებით და აღარასდროს შევმცირდებით.

და მოკლედ… მადლობა ნებისმიერ ადამიანს ვინც ყოველი დღე დგას ქვეყნის სადარაჯოზე, ისტორიის სწორ მხარეს, ყველა ჩემი და-ძმაა, ჩვენ ვებრძვით უსამართლობას ყველგან და ყველანაირი გამოვლინებით, იმიტომაც ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება, თავისუფლება და სამართლიანობა, ჩვენ გვძულს დიქტატურა და მას არ გავაჭაჭანებთ საქართველოში, ასევე ვართ მართლები ამ ომში, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..

უწყვეტი საპროტესტო აქციის 110-ე და 111-ე დღე / 110’th & 111’th days of non-stop protest rally

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *