უწყვეტი საპროტესტო აქციის 105-ე დღე / გადაკეტილი რუსთაველიდან 11-ზე მარშით საზმაუსთან, სადაც მისვლისას აღმოვაჩინეთ რომ სრულად ვიყავით მინიმუმ ორი ან სამი იმდენი ხალხი, რაც ვიდექით რუსთაველზე. თეატრალურის რექტორი იჯდა საზმაუს ეთერში და საუბრობდა სიცრუეს, იმდენი ქნეს სტუდენტებმა რომ ორი სტუდენტი შევიდა და პარასკევს, ანუ უკვე დღეს ათზე იქნება რექტორისა და ორი სტუდენტის ლაივ რეჟიმში ეთერი, სადაც ისაუბრებენ როგორც ამდენ ხნიან თეატრალურ პროტესტზე, ისევე იქამდე და მის შემდეგ მოვლენებზე.
და მოკლედ… მადლობა ნებისმიერ ადამიანს ვინც ყოველი დღე დგას ქვეყნის სადარაჯოზე, ისტორიის სწორ მხარეს, ყველა ჩემი და-ძმაა, ჩვენ ვებრძვით უსამართლობას ყველგან და ყველანაირი გამოვლინებით, იმიტომაც ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება, თავისუფლება და სამართლიანობა, ჩვენ გვძულს დიქტატურა და მას არ გავაჭაჭანებთ საქართველოში, ასევე ვართ მართლები ამ ომში, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..
პ.ს. – ვიღაცა შემოვიდა ამ იუთუბ გვერდზე და დამიფიქსირდა ჰონორის მობილური და რომელიმე სანდო კომპანიიდან თუ საერთო ხალხი რომ გვყავდეს ვინმე შემომეხმიანეთ და მასწავლეთ როგორ შეიძლება დავიცვა ჩემი გუგლისა და იუთუბის ანგარიში. მობილურზეც მოულოდნელად ამოხტება ხოლმე ინსტაგრამის აპლიკაცია, აი საერთოდ ჩაკეცილიც რომ არ მაქვს და რა ხდება?!.. დამიკომენტარეთ რა როგორ მოვიქცე და რა ვქნა ექაუნთის დასაცავად.