უწყვეტი საპროტესტო აქციის მეასე დღეს განსაკუთრებით ბევრი ადამიანი შეიკრიფა და სანამ მე მივიდოდი 9-ისკენ უკვე გადაკეტილი დამხვდა და იმდენი ხალხი დავინახე, რომ გარანტირებულად საკმარისზე ბევრად მეტიც ვიყავით. სამწუხაროდ ვერ დავაფიქსირე გადაკეტვის მომენტი და დრო. ასევე გადავიღე საზმაუსდან წამოსული მარში, შესაძლოა მათ შეუერთდათ სხვა მსვლელობაც. მოგვემატნენ და ესევე საოცრად გავბევრდით.
ვიდეოს დიდი ნაწილი არის საინტერესო ლექცია რომელიც ჩატარდა მუზეუმის ქვემოთ ოთხი მოსაუბრის მიერ. იქიდან ერთ-ერთმა მკითხა თუ წარმოვადგენ რამე მედიას, ვუპასუხე რომ არა სამოყვარულოდ ვიღებ აქაურობის ვიდეოებს იუთუბისთვის-მეთქი, ასევე სამხატვროსაც.
ამ დღეს აქციაზე შემოგვიერთდა ლაზერით კაცი, რომელიც მის მეგობრებთან ერთად თურმე დააკავეს უმიზეზოდ, რადგან ჩვენ მეტ ენერგიას გვაწვდიდა საინტერესო მესიჯების პარლამენტის შენობაზე მიშუქებით. ვერ ვიტან ასეთ უსამართლო ნაბიჭვრებს. ყველას, აბსოლუტურად ყველას მოეხაზება ნებისმიერი უსამართლო საქმის შესრულებისთვის, არავის არაფერი შერჩება. ასევე ვნახე ის ორი გოგონა, რომელიც ერთმა ნაბიჭვარმა სცემა და გირაოთი გამოდის ციხიდან სადაც რამოდენიმე საათი იჯდა, ესაც შეკვეთილი იყო და დიდი ვარაუდით შეკვეთაში მეტს აიღებდა ვიდრე გირაოს გადასახდელად. კაფე კრაბის ორი გოგონა, რომელიც განსხვავებული გემოების, გემრიელი ჩაითა და ყავით, ასევე ტკბილეულით უსასყიდლოდ გვიმასპინძლებოდნენ, გუშინ, მეასე დღეს უკვე შეძლეს გამოსვლა. აბსოლუტურად ყველა დედა მ..ულს მოეხაზება.
სამართლიანობა აღდგება, მე ამის მჯერა, ყველანაირად მწამს, ყოველი ჩემი უჯრედით. ჩვენ ვერ გავჩერდებით, რადგან ჩვენში არაა დანებება, რითაც ამ დიქტატურას დავანგრევთ, თორემ მე პირადად გზის ფულიც კი არ მაქვს ხოლმე, საკვებზეც ზედმეტია საუბარი, მაგრამ ამ ბოლო დროს ვერ მოვიტყუები რომ ყოველი დღე იქ ვარ, მითუმეტეს ძლივს გადავრჩი და ცოცხალი დავრჩი, ისეთი რამ დამემართა, მაგრამ ხშირად. არ ვკვეთ მანქანით სავალ ნაწილს, მაგრამ მაინც ვიღებ ნორმალურ ვიდეოებს.
და მოკლედ… მადლობა ნებისმიერ ადამიანს ვინც ყოველი დღე დგას ქვეყნის სადარაჯოზე, ისტორიის სწორ მხარეს, ყველა ჩემი და-ძმაა, ჩვენ ვებრძვით უსამართლობას ყველგან და ყველანაირი გამოვლინებით, იმიტომაც ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება, თავისუფლება და სამართლიანობა, ჩვენ გვძულს დიქტატურა და მას არ გავაჭაჭანებთ საქართველოში, ასევე ვართ მართლები ამ ომში, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..