უწყვეტი საპროტესტო აქციის 82-ე დღე / 82’th day of non-stop protest rally on rustaveli

ესაა უწყვეტი საპროტესტო აქციის 82-ე დღე, რომელიც იყო ბორინკა ძიას დაბადების დღის წინა დღე, სამწუხაროდ იმ უშველებელი ხალხის, საპროტესტო მუხტისა და უამრავი საინტერესო აქტივობის გადაღება ვერ მოვახერხე, რაც შემდეგ დღეს მოხდა, მაგრამ წინა დღეც იყო ასე თუ ისე საინტერესო, ორი აზრი არაა, რომ შეგროვდა ხალხი და გზა გადაიკეტა, ასევე მოემატა საზმაუს მარში და ჩატარდა ლექცია სკოლის წინ, თუ სრულად დაგაინტერესებთ ეწვიეთ ფბ-ზე გვერდს “საპროტესტო აუდიტორია”. მის მერე 83, 84 დღე ვერ დავესწარი, 85-საც და 86 — 87-საც დიდი ალბათობით ვერ შევძლებ, რადგან საშინლად ცუდად ვარ და ვერ ვჯანმრთელდები, ნაცემი არ გეგონოთ, რაღაცა საშინელი ვირუსი ავიკიდე, ამ დღეებში, თუ შევძლებ სადმე 10-15 წუთით გასვლას, მინდა შემოვამატო ერთი ორი ნახატი ან წარწერა, ან ერთი მაინც რამე.. დანარჩენი ვიდეო მაქვს უკვე და მალევე შემოგთავაზებთ ქუჩის მხატვრობისა და გრაფიტის ახალ ნაწილს.

“არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა!”

ჩვენ ვებრძვით უსამართლობას ყველგან და ყველანაირი გამოვლინებით, იმიტომაც ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება, თავისუფლება და სამართლიანობა, ჩვენ გვძულს დიქტატურა და მას არ გავაჭაჭანებთ საქართველოში, ასევე ვართ მართლები ამ ომში, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..

უწყვეტი საპროტესტო აქციის 82-ე დღე / 82’th day of non-stop protest rally on rustaveli

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *