უწყვეტი საპროტესტო აქციის 81-ე დღესაც გადაიკეტა რუსთაველი, შემოგვიერთდა მარში საზმაუდან სიჩუმით, რადგან პატივი ეცათ ბათუმში დაღუპულ 4 და 5 წლის 2 ბავშვს. ახლა როცა ამის აღწერას ვწერ 84-ე დღეა და დარწმუნებული ვარ რომ ახლაც გადაიკეტება რუსთაველის გამზირი და მალე ქართველი ხალხი გაიმარჯვებს.
ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება, თავისუფლება და სამართლიანობა, ჩვენ გვძულს დიქტატურა და არ გავაჭაჭანებთ საქართველოში, ასევე ვართ მართლები ამ ომში, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..