უწყვეტი საპროტესტო აქციის 76-ე დღე / 76’th day of non-stop protest rally on rustaveli

საინტერესო დღე გამოვიდა, გზა მარტივად გადაიკეტა, მოულოდნელად, მე გავედი ჩაის დასალევად მეგობარ კუთხეში და როდესაც დავუბრუნდი ადგილს უკვე დამხვდა გადაკეტილი. ხალხიც საკმარისზე მეტი იყო, რამაც გამახარა, დიდი ვარაუდით იმიტომ რომ წინა დღისით ჯოჯოხეთი მოგვიწყეს, გვცემეს და დაიჭირეს რამოდენიმე ადამიანი უმიზეზოდ. როდესაც მაშინაც იყო საკმარისი რაოდენობა, უბრალოდ ბრძანება ჰქონდათ რომ ყველაფრის ფასად არ მისცეთ უფლებაო, მაგრამ იმავე დროს სადღაც ნახევარ საათში მოაწვა ახალი მდინარე ხალხის და გადაიკეტა.. დღეს, როდესაც ვაკეთებ ამ ვიდეოს აღწერას, მისვლისთანავე ცოტა ვიყავით, მაგრამ არ ვიცი რა დროს შეუერთდა ხალხი, რადგან როდესაც პაატა ბურჭულაძის დაბადების დღე იზეიმა ნახევარმა საქართველომ.. ეს დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ მომდევნო ვიდეოში.. ა, ვიდეოს ბოლოს კი დავამატებ ერთს, ერთი ჯიგარი ხელოვანი ადამიანის დაბადების დღე იყო გუშინ ანუ 76-ე დღეს ვინც მაჩუქა გამძლე ძაფზე აკინძული პლასტმასის ორმხრივი ყელზე ჩამოსაკიდი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით.

ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება, თავისუფლება და სამართლიანობა, ჩვენ გვძულს დიქტატურა და არ გავაჭაჭანებთ საქართველოში, ასევე ვართ მართლები ამ ომში, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..

უწყვეტი საპროტესტო აქციის 76-ე დღე / 76’th day of non-stop protest rally on rustaveli

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *