უწყვეტი საპროტესტო აქციის 62-ე დღე / მხატვრების ხმა! / protest art on rustaveli!

28 იანვარი, სამშაბათი დღე, ერთადერთი გული დამწყდა რომ არ ვიყავი რამოდენიმე ადამიანი, რომ ერთ-ერთს გადაეღო თუ სრულად არა, რაიმე ნაწილი მაინც “დაიტოვე”-ს “ისაუბრე”-ს ლაივიდან მუზეუმთან არწივის ქვეშ. სამაგიეროდ გადავიღ დიდი რაოდენობა ხალხი, როგორც ყოველთვის 62-ე დღესაც გადაიკეტა რუსთაველი და მოეწყო მხატვართა მარში, რის შემდეგადაც თავიდან იყო, დაგეგმილი ცისფერი გალერეის წინ გამოგვეფინა ჩვენი ნახატები და ბოლოს გადაწყდა, პირდაპირ რუსთაველზე, იქვე პარლამენტის წინ გაგვეკეთებინა აქცია-პერფორმანსი გამოფენის სახით და ბოლოს კი ყველამ, ვისაც სურდა დატოვა თავისი კვალი უზარმაზარ ტილოზე ხელის ან რაიმე მცირე მესიჯის სახით თითებით. მოკლედ ეს ვართ ხელოვანები და ჩვენი ანუ მხატვრების ხმაც იყვირებს ისე როგორც მსახიობების, მედიცინის პერსონალის, მუსიკოსების და სხვა ისტორიის სწორ მხარეს მდგომი ნებისმიერი მოქალაქის.

ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, გვჭირდება განვითარება და გვსურს თვით-შემეცნება, ანუ როგორც წიგნებით, ისევე ინტერნეტით ნებისმიერ საინტერესო კითხვებზე პასუხების ძიება და ამით მეტი კითხვის დასმა და მეტი ინფორმაციის შესრუტვა, რადგან ვართ და ვიყოთ მარად საინტერესონი კი არა, იმიტომ რომ ესაა ჩვენი კაიფი, ამაზე ვზივართ, ესაა ჩვენი წამალი და სხვანაირად არ შეგვიძლია, გვინდა ლეგალურად გავავრცელოთ და განვავითაროთ სრულად ქვეყანა, ასევე გვინდა, თავისუფლება იდეის, გაჟღერების, გამოხატვისა და ქმედების, ისაც ვიცით, რომ ჩვენი იქ მთავრდება სადაც სხვისი იწყება და არავის დავაზიანებთ, ასევე გვინდა სამართლიანობა, რომ ყველა უსამართლო ნაბიჭვარი სასტიკად დაისაჯოს და ჩვენ ვიყოთ დაცულნი, ამასვე მოვაყოლებ ერთ ფრაზას “არ იქნება სამართალი? — არ იქნება მშვიდობა!”

ჰოდა, ჩვენ ამ ომში მართლები ვართ, იმიტომაც ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..

უწყვეტი საპროტესტო აქციის 62-ე დღე / მხატვრების ხმა! / protest art on rustaveli!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *