უწყვეტი საპროტესტო აქციის 57-ე დღე / 57’th day of non-stop protest rally on rustaveli დიდი გეგმები მაქვს სამართლიან, განვითარებულ, თავისუფალ ქვეყანაში, საინტერესო ხალხთან ერთად. ისეთი იდეები მაქვს, რომ ხალხი, დიდი ალბათობით წამოვლენ უნივერსიტეტებიდან, ქუჩიდან შემოგვიერთდებიან და “აეეე ბიჭო”-დან გადავლენ თვით-შემეცნებაზე, უამრავი კითხვა გაუჩნდება და ეძიებენ პასუხებს. სრულად ვერ აღვწერ ამ თემას, მაგრამ დიდი ინტელექტუალური გადატრიალება იქნება ჯერ საქართველოში და შემდეგ უკვე მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში. დამელოდეთ და გამომყევით სურვილისამებთ. მანამდე კი მოსაგებია დიდი ფრონტი, მისამართი კი უცვლელია, თბილისი, რუსთაველის გამზირი. დიდი პატივისცემა ყველას, სხვადასხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან, ვინც ლოკალურად ამბობს საკუთარ სათქმელს ამ უსამართლობის შესახებ და დგას სიმართლის მხარს. ყველა ასეთი მართალი, ერთმანეთზე მზრუნველი, კეთილი, საინტერესო ადამიანები ჩემი და-ძმები ხართ, მიყვარხართ და მწამს, გავიმარჯვებთ სახელოვნად!..
