უწყვეტი საპროტესტო აქციის სამოცდამეჩვიდმეტე დღე, როდესაც საოცრად ბევრი, უამრავი ხალხი გამოვიდა ჯერ პაატა ბურჭულაძის დაბადების დღის მარშზე, შემდეგ კი ეს დიდი ნაკადი შეუერთდა პარლამენტთან მიმდებარე ტერიტორიას. მანამდე კი ცოტახანი შევჩერდით ოპერასთან, რადგან იმ შენობაში აუკრძალეს შესვლა და კონცერტის ჩატარება, მან კი უამრავი ხალხი მოიზიდა რუსთაველზე. შემდეგ მაქამდე მისული სხვა მსვლელობებითა და მის შემდეგაც მომატებული მარშებით შევიკარით უსაშველო რაოდენობის ხალხი. ასევე ამ ვიდეოშია ისტორიული ლექციის ნაწილი, რომელიც ჩატარდა ცისფერი გალერეის წინ და შემდეგ რამოდენიმე კადრი პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიის.
მხიარული, სასიამოვნო და საინტერესო დღე გამოვიდა.
ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება, თავისუფლება და სამართლიანობა, ჩვენ გვძულს დიქტატურა და არ გავაჭაჭანებთ საქართველოში, ასევე ვართ მართლები ამ ომში, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..
