ტაჰა9/11 და ტაბუ92 — ჩვენ აქ ვართ! — ახალი გრაფიტი ბათუმში ჩემგან, თუ არ ვცდები ლერმონტოვზეა დახატული, საქართველოს არქივის შენობის დაცვის ჯიხურზე ქუჩისკენ, კერძოდ ზღვაზე გასასვლელი მხრიდან.
ეს გავაკეთე მაშინ როდესაც ტაჰამ დამპატიჟა მის და კოას მათი მეგობრებითურთ კონცერტზე მონო ჰოლში, დავიწყე და რადგან შავი ბალონი აღარ მქონდა საკმარისი დასაკონტურებლად და ჩრდილებისთვის, უკვე დრო იყო შესვლის, გავიქეცი საღებავიანი და გამონაკლისის სახით, როდესაც ბედფორდფოლსის კონცერტზე არაო, ახლა იქვე დამატოვებინეს, რაზეც მადლობა დაცვას. კიიი, უზომოდ დიდი ენერგია დუღდა, მაგრამ მე მჭირდება ადამიანი ვინც ჩემთან ერთად იცეკვებს, ან ჩამეხუტება, ან მესაუბრება და ერთად მოვუსმენთ, ვიბაუნსებთ და ა.შ.. გაცნობა და ა.შ.-ს გამოცდილება არ მაქვს და იმიტომაც ვერ ვიკაიფე, ვიდექი ჩემთვის მშვიდად და თან მობილურს ვტენიდი ბართან და ბარმენმაც თითქოს დამაკომპლექსა იმისგან რომ საკუთარ თავთან ერთად მექნია კიდურები, რადგან აქ იყავი და უპატრონეო. მეც ვიყავი და ვპატრონობდი და თან სხვაც რომ არ ინძრეოდა მხოლოდ მოძრაობა ბარამდე და 15 ლარიანი ლუდის ან 20-30 ლარიანი კოქტეილებით დასეირნობდნენ, როცა მე 20 ლარი ბინის რა და ოთახის ფულად არ მქონდა და ვფიქრობდი ღამე დაცვას სძინავს 4-5ისკენ მივალ და გავაგრძელებ, პოლიციაც არ გამაჩერებს მაგაზე-მეთქი. ჩემთან ახლოს არავინ მოძრაობდა მუსიკაზე და იქ სცენისკენ კი ყველა, ვერ გავბედე გამოძრავება, მაშინაც კი, როდესაც გამოვაძრე სატენს მობილური და მივედი სცენასთან, რომ დავინახე იქიდანაც ჩანდა ეს ბარმენი ვინც ეს მითხრა, ნეტა ახლა რომ დავიწყო, რა დაემართა მაგ ჩემისასო, მაგრამ იმასაც ვფიქრობ რომ უნდა დავიკიდო ეს აზრი თორემ არა მხოლოდ აქ და ახლა მთელ ცხოვრებაში დამერხევა და მომეხაზება-მეთქი და მოკლედ დასრულდა, დაველოდე და რომ გამოვიდა ტაჰა, ვერც ვერაფერი ვუთხარი იმის გარდა რომ ბევრი რამ მინდოდა მეთქვა და გავიგე რომ 18-ში იქნებოდა თბილისში და დღეს უკვე 13 აგვისტოს ვგებულობ 18-შიც კონცერტი ექნება ქობულეთში სადღაც. მოკლედ დასრულდა გამოვედი და დაღლილი მივდივარ ტონა საღებავით უკან და როგორც იქნა მივედი და ესევე დავიწყე ამოლაგება და პოლიცია გამოიარა, კიდევ კარგი ხატვისას არ დამინახა, ისე ერთმა დაცვის ბიჭმა იცოდა ეს და რაც გინდა ქენიო, ეს სიტყვები მახსოვდა, რომ რამე, მაგრამ არ მინდოდა ჩამერთო, სახელიც კი არ მახსოვდა, უამრავი აზრი თავში, ნუ გაიარა და უნდა განვაგრძო, ჰოდა ამოვიღე ფუნჯი და ალპინას შავი ფასადური რითაც დავაკონტურე ტაჰას და ჩემი სახელები.
“ჩვენ აქ ვართ, ჩვენ აქ ვართ, ვაჩვენოთ ძალა, ერთად ვდგავართ!..”
სრულად კი გამოვიდა ის რაც ამ პოსტის ფოტოზე ჩანს 🙂 გმადლობთ ყურადღებისთვის!..
subscribe this channel — @NikalaArt
https://www.facebook.com/tabu92ism
https://www.instagram.com/tabu92art
https://www.instagram.com/tabu92ism `
გრაფიტი #გრაფიტიბათუმში #ჩვენაქვართ #ტაჰა911 #ტაბუ92 #graffiti #graffitiart #graffitibatumi #batumigraffiti #chvenaqvart #chvenakvart #taha911 #tabu92