“სიყვარული არის მარხვა, რომელიც არ ხსნილდება” / ელენიკოს (2021)

“სიყვარული არის მარხვა, რომელიც არ ხსნილდება” — ლაშა მარგიანის ლექსიდან ერთ-ერთი მთავარი ფრაზა დავუკავშირე იმ მძიმე და ტკივილიან ისტორიას, მომხდარს თბილისში პატარა ელენიკოსთვის, არ დავწვრილმანდები, რადგან შესაძლოა არა ამ ნახატისა და წარწერის გამო, ამ ისტორიის გამჟღავნებისთვის უფრო დიდი პრობლემა მქონდეს. მოკლედ და მარტივად, მიხარია როგორც დასრულდა ეს თემა, მის შემდეგ გავიგე რომ დედამისმა დაიწყო მუშაობა რომელიღაც კლინიკაში და აწი უკვე ბედნიერია რადგან თავის შვილს ხედავს სულ, მის გვერდით. ეს დაიხატა ძალიან სწრაფად ტექნიკური უნივერსიტეტიდან ახალი მერიის შენობისკენ მიმავალ გზაზე სადღაც.. 2021 წელს. მუცელზეც სახე ჩანს, მძიმე, ტკივილიანი, გამხდარი, გაწელილი და ცოტა გაკვირვებულიც და დედისა და ბავშვის სახეებზე კი ღიმილია, იცინიან. დაე ნათელი და ფერადი მომავალი ჰქონდეს ელენიკოს.

subscribe this channel — @NikalaArt
https://www.facebook.com/tabu92ism
https://www.instagram.com/tabu92art
https://www.instagram.com/tabu92ism

P. S. — ლაშას აქვს გამოცემული წიგნი “შენ მარტო არ ხარ” შესაძენად კი დაუკავშირდით მას პირადად. (უი, გამახსენდა, დედამისსაც ეს ვუთხარი, არ ვიცი რითი დაგეხმარო, ერთადერთი ვდგავარ და ვუყურებ სიტუაციას-მეთქი მაგრამ თუ რაიმე მითხარი და შევძლებ, მინდა იცოდე რომ შენ მარტო არ ხარ-მეთქი)

P. P. S. — ბოდიშს გიხდით ფოტოს ცუდი ხარისხისთვის, ესაა ცუდი ტელეფონით გადაღებული 2021-ში და თან გაგზავნილი ფოტო, გადმოწერილი, რადგან ახლა ვერ ვიპოვი ამას, რადგან ის ხე უკვე დიდი ხნის წინ გამოიცვლიდა კანს.

#streetart #graffiti #poetry #eleniko #lashamargiani

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *