Keti Molashvili’s post
ეს პოსტი, რუსთაველზე მყოფი ხალხისთვის არაა,
ეს უფრო მათთვისაა, რუსთაველზე მყოფები,
რადიკალები რომ ჰგონიათ.
ეს ეთოა.
ასაკი არ ვიცი,
მარტო ის ვიცი, რომ ძალიან,
ძალიან ახალგაზრდაა
და ყოველ დღე,
საზმაუდან რომ მივდივართ რუსთაველისკენ,
გზად გვხვდება,
პოლიციის მანქანებს შორის დგას ტელეფონის ფარანს ანათებს და გვიღიმის ♡
ასე გვეგებება ♡♡
არ ვიცი ამ გოგომ ეს სიჯიუტე სად იპოვა,
ყოველ დღე,
უწყვეტად დგას
ორ პოლიციის მანქანას შორის და ეგეგება ყველა მომსვლელს.
ამასწინათ ერთი მოვიდაო,
მომიკითხაო,
მითხრა,
ჩემმა ნათესავმა პოლიციელმა მითხრა შენს შესახებო,
რომ არის ერთი გოგოო და მისი შეუპოვრობით, გაოგნებულები ვართო,
მან მომიყვა შენს შესახებ და ახლა შენს გასაცნობად მოვედიო ♡
პოლიციელები ამბებს რომ ყვებიან ამ გოგოზე ♡
9 აპრილის ღამეს, გათენება მინდოდა პოლიტპატიმრების მშობლებთან ერთადო,
მერე ვიფიქრე, რომ ვერ შევძლებდი ამდენ ხანს დგომას,
ვიფიქრე, გავალ,
დავდგები ცოტა ხანს,
მერე სახლში გავალ და გათენებისას დავბრუნდებიო.
ამ ფიქრებით გავედი რუსთაველზე,
მაგრამ რომ დავინახე პატიმრების მშობლები როგორ ემზადებოდნენ ღამის სათევად,
ვეღარ წავედი სახლში და დავრჩიო.
9 აპრილის ღამეს, პოლიცია რომ შეიცვალა და მერე კიდევ შეიცვალა,
შუაღამეს ძველი ცვლა რომ მოვიდა,
ერთი კაცი მოვიდა და მეკითხება,
შენც ახლა დაბრუნდიო?
ვუთხარი არც წავსულვარ მეთქი.
გაოგნდა.
ის ღამე იქ ვიდექი,
არ ვიცი რამ შემაძლებინა,
რაღაც დროს,
ხალხი მოვიდა და ტარხუნა, ყველი და პური მომიტანა,
მერე ერთი პოლიციელი მოვიდა და მეუბნება,
აიო ჩვენ ღამეს რომ ვათენებთ,
ორმაგს გვიხდიან და შენც ალბათ ღამის თევაში რამდენს გიხდიანო ჰო?
მე გამეცინა,
მეთქი კი, აი ტარხუნა, ცოტა ყველი და პური და ასე იოლად გამოდიან მეთქი.
მერე მივხვდი, რომ სერიოზულად მეკითხებოდა,
8 თუ 9 საათი, ერთ ადგილას ვიდექი,
მთელი შეგრძნებით, ჩემს ქვეყანას ვიცავდი და რამდენს გიხდიანო.
მერე ვფიქრობდი, რა უნდა გადაუხადონ მეთქი სხვებს, ამდენი ხანი რომ ასე იდგნენ?
დავიჯერო ამხელა ნებისყოფის ფასად, რამე ღირს?!
ამასობაში კიდევ ერთი ცვლა მოვიდა,
გამთენიისას,
ის კაცი, დიდად დამთმობი არაა ხოლმე,
ხშირად უხეშიცაა და ცუდადაც ექცევა მოქალაქეებს.
მოვიდა და მეკითხება,
როდის მოხვედიო.
მეთქი არც წავსულვარ,
ამასობაში 26 საათი იყო გასული რაც იმ ადგილას ვიდექი.
ორივე ხელები ასწია,
თვალები გაუფართოვდა და ასე წავიდა,
ვერაფერი ვეღარ თქვა.
არ ვიცი როგორ შევძელი 26 საათი ერთ ადგილას დგომა,
ალბათ პატიმრების მშობლების იქ ყოფნამ და ქვეყნის სიყვარულმა შემაძლებინა.
___
ჰო, ეს ამბავი, ეთომ მომიყვა გუშინ,
სახლში რომ ვბრუნდებოდით,
მეტროში შემთხვევით შევხვდით პირველად
და მოვიკითხე,
მეთქი გიცნობ შორიდან და მადლობა ♡
მინდოდა თქვენც გცოდნოდათ ♡♡♡
ფოტო დათო სიმონიას ფბდან ავიღე,
ყველაზე კარგად წარმოაჩენს ეთოს შინაგან სიმტკიცეს, ქვეყნის სიყვარულსა და სიჯიუტეს ♡
ირაკლი მილაძე’s post
2023 წლის რუსული კანონის უკან გაწვევის შემდეგ პრაქტიკულად ქუჩის ყველა კუნჭულში დავმარცხდით! იყო პოლიტიკური დღის წესრიგიც, ცნობადი სახეების გამონათებაც, შედეგი კი ვერცერთხელ ვერ მივიღეთ. ამის შემდეგ ნიჰილიზმი გვჭამდა.
2025 წლის 9 აპრილს სულ სხვა რეალობა ვიხილიეთ. ზვიად ცეცხლაძის მამამ ხალხს მოუწოდა, 8 აპრილს მისულიყვნენ მემეორიალთან და ღამე გაეთენებინათ, რათა დილიდან აღეკვეთათ მოღალატე ოცნების წევრების იქ მისვლა. 13 წლის მანძილზე პირველად მოხდა, რომ ოცნების გარემოცვის ვერცერთი წევრი ვერ მიეკარა მემორიალს! ზურაბ ცეცხლაძის ნათქვამი სიტყვა, რომ რუსთაველზე რუსთა მობრძანებას არ დაუშვებდა აღსრულდა! სიტვა ითქვა და შესრულდა!
ბრმა, ყრუ ანდაც შურიანი უნდა იყოს კაცი, რომ ზურა ცეცხლაძის მნიშვნელობა და განსაკუთრებული როლი ვერ დაინახოს ამ პროცესებში. იდეალური საუბრის მანერა, სიტყვის მარაგი, ორატორული ნიჭი და ყველა სხვა დანარჩენი ლიდერული თვისებები აქვს ამ სულგამწარებულ კაცს, რომლსაც მზეჭაბუკი ბიჭი მოსტაცეს რუსებმა და ციხეში გამოუკეტეს. ეს კაცი უნდა ჩაუდგეს საერთო ეროვნულ მოძრაობას სათავეში, რადგან გულწრფელია, ნამდვილია და პოლიტიკურად აჟიტირებული არ არის. ვერც ვერავის გაურიგდება და ვერც ვერავის გაყიდის, რადგან შვილი ჰყავს დასახსნელი და ისეთი სულის და გულის პატრონია, რომ თავსაც შეაკლავს იდეას. ამ ყველაფრით კი იმის თქმა მინდა, რომ სადაც დაგიძახებთ ეს გამწარებული მამა, იქ მიდით, რადგან თქვენს გარეშე ის ნაღდად ვერ იქნება მესია!
Rita Alelishvili’s post
ეს ღიმილის და სიკეთის ბიჭი თემურ კობახიძე, სოხუმელია


ის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.მისი უგემრიელესი,ყოველ საღამოს სიყვარულით მორთმეული ოსპის წვნიანი ალბათ ყველას დაგიგემოვნებიათ,ვინც კი რუსთაველის გამზირზე უწყვეტი აქციების მონაწილეები ბრძანდებით.
-შეფმზარეული ხართ მეთქი?-ვკითხე.
-არაო-ღიმილით მიპასუხა

-მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ჩემს ხალხს ასე გავმასპინძლებოდი,აი ისე,როგორც ფილმებშიაო.ხანდახან ვერ ახერხებს წვნიანის მომზადებას, ფინანსების არქონის გამო.დღესაც ვერ მოგვიმზადა.ძალიან წუხს ამის გამო.
მორცხვად გაგვიმხილა რომ ძირითადად ნასესხები ფულით ყიდულობს ინგრედიენტებს და საკმაო ვალიც დაუგროვდა.
ამ ჯგუფში ამას წინათ Mzia Tabagari -მაც დაწერა თემურზე და თქვენი დიდი თანადგომით ჩარიცხული ფულით,სულ ინგრედიენტები შეიძინა.პატარა ბავშვივით იყო გახარებული

გთხოვთ დავეხმაროთ ამ კეთილ ახალგაზრდა კაცს

დავეხმაროთ რომ მისი ცხოვრების ოცნების მთავარი სიკეთე ბოლომდე აკეთოს

ძალა ერთობაში,სიყვარულსა და სიკეთეშია

აქვე საჯაროდ მადლობასაც ვეტყვი თემურ კობახიძეს მისი გემრიელი ცხელი ოსპის წვნიანისთვის, რომელსაც მთელი ზამთარი(140 დღე), გაყინულები, გემრიელად მივირთმევდით

P.S. ვინაიდან ჯგუფში აკრძალულია პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, დახმარების მსურველებს, გთხოვთ, მომწერეთ მესენჯერში


”