1941 წელს საბჭოთა კავშირი ჩაება მეორე მსოფლიო ომში. პატრიოტ ქართველებს იმედი მიეცათ რომ ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა ქვეყნის გათავისუფლებისთვის და თბილისში იმავე წელს ჩამოყალიბდა ორგანიზაცია “სამანი”. მის სათავეში იდგნენ პროფესორები: მიხეილ ზანდუკელი, ერეკლე ტატიშვილი. ჩაება ასევე რამდენიმე ასპირანტი სტუდენტები. განსაკუთრებულად აქტიურად მონაწილეობდა კონსტანტინე (კოტე) ხიმშიაშვილი, ამ მოძრაობას შეუერთდა თუში გიორგი ქადაგიძე. მან მოიყვანა რამდენიმე თუში ამ მოძრაობაში, მათ შორის თუში პოეტი ადამ ბობღიაშვილი. 1942 წელს სამანი გაიცა, როგორც ხშირად ხდებოდა-ხოლმე, დააპატიმრეს მისი წევრები, დახვრიტეს 19 ადამიანი, რამოდენიმე ათეული გადაასახლეს, დააპატიმრეს. ადამ ბობღიაშვილმა დაპატიმრების ტალღას გაასწრო და მისი მეთაურობით კი რამოდენიმე ადამიანი თუშეთში, მთაში ავიდა. მანდ მას შეუერთდა ასამდე თუში. მათ გამოაცხადეს საბჭოთა ხელისუფლების გაუქმება და საქართველოს დამოუკიდებლობა 1942 წელს. რასაკვირველია, რაც უფრო ფარდოვდებოდა სამანის მოძრაობა, მით უფრო მეტი ყურადღება ეთმობოდა მას და საბჭოთა ყვერისუფლებამ გაგზავნა რაზმები დაღესტნიდან, ასევე თელავიდან, ამიტომ ადამი და მისი რამდენიმე თანამებრძოლი ისევ კახეთისკენ წამოვიდა, ჩასაფრებაში მოყვნენ და დახოცეს ადამი, მიხეილ იმედიძე, ასევე რამდენიმე თუში. დააპატიმრეს უამრავი ადამიანი, აქედან რამდენიმე დახვრიტეს, ათეულობით გადაასახლეს და მათი უმეტესობა უკან ვერ დაბრუნდა…
ისტორიკოსი ირაკლი ვეშაგურიძე ორგანიზაცია „სამანის” შესახებ.
#IDFI #samani #history #protestart #graffiti #tabu92 #სამანი #1941 #1942 #პროტესტი #გრაფიტი #ტაბუ92