გოგონას პოსტი — აი, ასეთი მშვიდობა ვინც აირჩიეთ და ქოცები შემოხაზეთ,არასდროს არ გეღირსოთ, პირადად თქვენ, არც მშვიდობა და არც სამართალი! / ჩაქვესკნელდებით ბიძინასთან ერთად!
ბიჭის პოსტი — ნანუკას “კაი სახლი” გაუკვირდათ ვითომ ამ გაფუჭებული ს*ერმით გაკეთებულებს!
შეჩემა, ქალი 20 წელია უპოპულარულესი ჟურნალისტია, სატელევიზიო სახე და საავტორო გადაცემების წამყვანი. მისი კარგად მოწყობილ-გარემონტებული 3 ოთახი გაიკვირვეთ და გუშინწინ იურიდიულდამთავრებული ან დაუმთავრებელი, ბუდკაში დიპლომნაყიდი “მოსამართლეების”, პროკურორების, ცრუმოწმე მილიციელების სამსართულიანი ვილები თავისი აუზებით კითხვებს არ იწვევს თქვენში?
ტფუუ…
გოგონას პოსტი — ომშიც კი, ორსულ ქალებს და მცირეწლოვან ბავშვებს ანგარიშს უწევენ. ოცნების საოკუპაციო რეჟიმმა დღეს ეს ხაზი გადაკვეთა. 5 თვის ორსულ მარიამს, 7 წლის ელისთან ერთად რომ იყო სახლში, უთენია, მოტყუებით შეუცვივდნენ სახლში ტელეფონის წასართმევად.
აქ სულელი არავინაა, რომ დავიჯეროთ ადამიანები მობილურებში ასე ღიად ვინახავდეთ მნიშვნელოვან მასალებს. ვიცით რომ შიშის დათესვაა მიზანი, მაგრამ! მაგრამ ეს ისე ქნეს რომ 5 თვის, პააწია ემბრიონი და 7 წლის ელის დაუტოვეს ტრავმა. კმაყოფილები ხართ? ბედნიერები არიან ამით თქვენი შვილები?
მე პირადად ენთუზიაზმთან ვიქორწინე და ფიცად დავდეთ, რომ საქართველოს განთავისუფლებამდე რისთაველზეც ვიდგები, სოფლებშიც ვივლი, ევროპის დედაქალაქებშიც და ყველგან, სადაც საქართველოს თავისუფლების მეგობრები მეგულვებიან.
ამ გზაზე მე ვარ მშვიდი სინდისით. ჩემს შვილს ეცოდინება რომ დედამისი საქართველოს თავისულფებისთვის იდგა და არაფრით, არაფროთ გაუროგდა რუს-ქოცურ საოკუპაციო რეჟიმს.
არ დაგივიწყებთ, არ გაპატიბთ ამ ღალატს. ამ გამაყრუებელ სიჩუმეს კი, ჩემს რამდენიმე ათეულ ნაცნობ-ნათესავ-პარტნიორებს.
ბიჭის პოსტი — იმედი, რა თქმა უნდა, კონტექსტიდან ამოგლეჯილად ავრცელებს ჩემს კომენტარს ფორმულას ინტერვიუდან, სადაც ვსაუბრობ პოლიციის ჩხრეკის შემდეგ განცდილ ემოციურ მდგომარეობაზე.
თურმე აღმოჩნდა, რომ პირველი ჩხრეკის შემდეგ მეშინოდა კარზე კაკუნის…
კი, ეგრეა! ასეთი უჩვეულო და შემაშფოთებელი გამოცდილების შემდეგ, როცა სახლში სრულიად მოულოდნელად, რუსულ რეპრესიულ სტილში, სრულიად უსაფუძვლოდ დამადგა პოლიცია და რამდენიმე საათის განმავლობაში სახლს ჩხრეკდა , მქონდა პერიოდი, როცა შფოთვა ვიგრძენი. ერთია ჩხრეკას, დაჭერას და ციხეს თეორიულუად რომ ელოდები და მეორეა, როდესაც პირველად ამ ფაქტის წინაშე დგები.
ადამიანური სისუსტის აღიარება ზეწოლის პირობებში არ არის სისუსტე – ეს გულწრფელობაა. ნამდვილად სამარცხვინო კი ეს პროპაგანდისტული არხია, რომელიც ცდილობს ამ გულწრფელობის იარაღად გამოყენებას, მის დამახინჯებას და ჩემი იმიჯის შელახვას (თავისი ჭკუით).
ჩვენი სიძლიერე არ იზომება იმით, რომ არასდროს გვიგვრძნია შიში ან შფოთვა – ჩვენი სიძლიერე იმაშია, თუ როგორ ვრეაგირებთ ამ ყველაფრზე და როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას იმ ღირებულებებისთვის, რასაც ვემსახურებით. ჩვენი სიძლიერე იმაშია, რომ ყოველდღე ვდგავართ მტკიცედ და ვიბრძვით ჩვენი იდეებისთვის, მიუხედავად ყველა მცდელობისა, რომ შეგვაშინონ ან გაგვაჩერონ, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ასევე ჩვენ მხარეს შემოგზავნილი აგენტებითა და სასარგებლო იდიოტებით.
ეს ყველაფერი მაძლიერებს. ვიცნობთ მათ ტაქტიკას – და ვიცით, როგორ გავუძლოთ და გავიმარჯვოთ. ჩვენი ფოკუსი არ იცვლება – ჩვენ ვაგრძელებთ რუსული რეჟიმისგან თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლას!
პ.ს. TV Imedi თქვენ თუ არ გეშინიათ, მომიწვიეთ პირდაპირ ეთერში და დაგელაპარაკებით შიშებზე უფრო ყოვლისმომცველად. თუ გეჩინიათ და მხოლოდ ქარდების კეთება შეგიძლიათ?
გოგონას პოსტი —არ აქვს მნიშვნელობა, ვის ეხება უსამართლობა!
პერსონალურად ვინმე მომწონს თუ არა, როცა ჩაგრავენ, მის გვერდით უნდა დავდგე!
ყოველთვის ასე იყო და ყოველთვის ასე იქნება!
მე ისეთი სახელმწიფოსთვის ვიბრძოდი და ვიბრძვი უკვე 18 წელია, სადაც თითოეული ადამიანის უფლებები იქნება დაცული!
ბიჭის პოსტი — სოლიდარობა გარემოვაჭრეებს! / ქართული ოცება ყოვლისმომცველი ბოროტებაა, რომელსაც მომავალი არ აქვს ამ ქვეყანაში.
გოგონას პოსტი — ქალი იმიტომ ახლავს ოპერაციას, რომ ქალთან შედიან სახლში და აკაკუნებს კარზე, ეუბნება, რომ მეზობელია. ხალხო, მეზობელი ვარ, ეუბნება სამართალდამცავი ქალი, რომელმაც იცის, რომ სახლში ორსული ქალია თავის 8 წლის შვილთან ერთად და კარის გაღების შემდეგ, იცის, რომ სახლში შეიჭრება 5-10 ფორმიანი ადამიანი და დაიწყებენ ჩხრეკას. არანაირი ბავშვისა და ქალის ინტერესი არაა დაცული! ეს არის მიზანმიმართული ცივსისხლიანი ტერორი, რომელსაც ჩვენი ქალები ხვდებიან ისე აუღელვებლად, როგორც დახვდა მარიამი! გეშინოდეთ თქვენ, ქოცო ნაბიჭვრებო!