რამდენჯერ
გინდოდა შენი ცხოვრებიდან შეგეცვალა რომელიმე მომენტი
და დაგეჯერა საკუთარი თავისთვის
მისი შენეული ვერსია.
რამდენჯერ
ონკანიდან წყლის ნაკადის თავის არიდებით
შეგიცვლია ნისლმოდებული სიზმრები,
თუნდაც საკუთარი თავისთვის.
რამდენჯერ
მდგარხარ ან გივლია რელსებზე და გიოცნებია ჩიტივით ფრენაზე,
რადგან გიგრძვნია —
ისაც არ იყო სრულად თავისუფალი,
მაგრამ რაც არ გაგისინჯავს,
გგონია რომ ისაა ყველაზე გემრიელი,
მგზნებარე და საინტერესო.
რამდენჯერ
მოატყუე შენი თავი, რომ სხვისთვის გეთქვა სიმართლე,
რომლისაც გწამდა საკუთარი სახელივით..
ამ დროს კი
დაკარგე ახალგაზრდობა,
რომელიც დადე შავზე და უეცრად წითელი დაჯდა..
რამდენჯერ
გიოცნებია ყოფილიყავი ბავშვი,
დარჩი პატარად და იფრინე რამდენიც გინდა,
რადგან შემდეგი სადგური სულის კარია,
რომელიც საკუთარ თავისუფლებაზე გადის.
შემეხე.
დაიკიდე
ყველა ის საზოგადოება ვისთვისაც არავინ ხარ,
და ამოიღე ხმა!
შენ საკუთარი თავი გადაგარჩენს,
რომელშიც იპოვი ყველა კითხაზე პასუხს,
მაგრამ ამისთვის —
დროა საჭირო,
რომელიც ყოველი კითხვის გაჩენისას უფრო მცირდება..
2019