პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილის კომენტარი ნიკა გვარამიას ციხიდან განთავისუფლების შესახებ

ნიკა გვარამიაზე ყველას თავისი შეხედულება აქვს, ზოგს დადებითი, ზოგს უარყოფითი.

ახლა ამაზე არ ვსაუბრობ.

ჩემი აზრით, ვისაც სამართლიანობის ელემენტარული შეგრძნება მაინც აქვს, უნდა აღიარებდეს, რომ ნამდვილად აბსურდული ბრალდებით იყო დაპატიმრებული.

ასევე, რაც არ უნდა ნეგატიური დამოკიდებულება არსებობდეს მის მიმართ, ფაქტია, ვაჟკაცურად მოიქცა.

ბრძოლიდან არ გაქცეულა, ბოლომდე მიჰყვებოდა თავისას და უკვე დაპატიმრებულს, ციხეში გამომწყვდეულს, არ უტირია, არ მოუსაწყლებია თავი და არ უხვეწნია გათავისუფლება.

რატომ დავწერე ახლა ამდენი რამ.

მხოლოდ ერთი მიზნით, რამდენად ფუნდამენტური, მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო ამბავია ადამიანისთვის – თავისუფლება!

ფოტოს რომ ვუყურებ, მხოლოდ ეს განცდა მეუფლება, რომ შესაძლოა მტკიცეც იყო, მხნედაც, ყველანაირად მაგრად, მაგრამ სინამდვილეში მაინც გჭამს გალია, გისოსები, გამოკეტილი სივრცე.

ამიტომ არის, რომ არასოდეს არავინ მემეტება პატიმრობისთვის, ყველას მიმართ სოლიდარული ვარ, ვისაც ამის გადატანა უწევს ცხოვრებაში.

ცხადია, არის გამონაკლისი, რა შემთხვევაშიც სიბრალული არ შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ახლა ამაზე არ მინდა ლაპარაკი.

ტექსტის ავტორი – ნიკა ჩერქეზიშვილი

მეც ანუ tabu92 მის ყოველ სიტყვას ვეთანხმები, კარგადაა ჩამოყალიბებული აზრი, მე შესაძლოა უფრო უხეშად და ემოციურად მეთქვა, ბოლოში კი ბინძურადაც დამესრულებინა. დიდი მონატრება ნიკუშას და პატივისცემა ტაბუსგან!.. გამახსენდა ირაკლი მეფე ჩარკვიანის სიმღერიდან ფრაზა “ყველაფერს ვეტყვი პრეზიდენტს!”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *