ჩვენ შევხვდით პარლამენტის წინ გუშინ წინ შუქრუთელების აქციაზე, ასევე ერთი ნაბიჭვრის ნათქვამიდან წამოგორებული ტალღა, ბოდიშის მოხდის შესახებ ჩვენი დამყრობელი მტრის მიმართ და ყველა რომ დაიყო ორ ნაწილად, შესაძლოა სამადაც, ერთო უბოდიშებდა ჩვენს გმირებს, ვინც თავი შესწირა ჩვენს სამშობლოს, მეორე ნაწილი აგინებდა ამის მთქმელს, მესამედან შესაძლოა ერთი ან ორი რუსის მოყვარეც გამოერია, ვინც ბოდიშიც და მადლობაც გადაუხადა მათ, არ ვიცი.
ჰოოო, ცალკე ნუ უნგრევთ საცხოვრებელს და ქართველი საკუთარ ქვეყანაში არ უნდა იყოს თვლიდეს თავს დევნილად, მიხედეთ შუქრუთის მაცხოვრებლებს, ასევე მიხედეთ ევოლუშენიდან გაფიცულებს, მე არ მიყვარს ფულზე ან ფულით თამაში, ვერ ვიტან სამორინეებს, ანუ კაზინოებს და კი, ეს ევოლუშენი მათ ეხმარება ონლაინ რეჟიმში უტრიალებს მაგიდებს და ჰო, მესმის, მაგრამ აქ სხვა საკითხია, არა ჩაგვრას, არა დაცინვას, არა დამცირებას საკუთარი თანამშრომლების და დასჯა ყველა გამყიდველის ვინც სამას ლარად დაქირავებული მოძალადე დაცვის და იმ ვირთხა დამსაქმელის, ვინც ცდილობს ტყუილითა და ფარული ძალადობით სხვადასხვა ადგილებზე, სახლებთან და ა.შ.. შეშინებას, რადგან 75 დღეა აქცია არ იშლება და არ ვიცი უამრავი დღეა შიმშილი. ორივეს არათუ მხოლოდ ვუსურვებ გამარჯვებას, არამედ საჭიროა და ასეც იქნება!!! დედის ტ**ნა ყველა უსამართლო გაყიდულ ნაბიჭვრებს.
კაი, მთავარი თემა, როდესაც ტიპმა დავიწყეთ იმით რომ აი მილიონი ხომ მომეციო, მეთქი ახლა ათ თეთრზე მეტი არ მაქვს, თუ გინდა ამას მოგცემ-მეთქი, რუსთავიდან ბარათზე ვალით წამოვედი თიბისი და საქართველოს ბანკზე მინუსი და მობილურზეც კრედიტი მაქვს-მეთქი და ნუ კაი დაუშვათ მოგეცი, შემდეგ.. ჰო, მე ვარ ვინც განცალკევებული ცხოვრობსო და ორასი ათასიც კი მეყოფა მთელი ცხოვრების მანძილზეო, კარგი თუ არაფერი არ გინდა, დანარჩენი ქველმოქმედებაზე გაუშვი-მეთქი და აქ შენ რა გაგისწორდებაო და ტრაილერი გადატენილი იტალიური ლუპისა და გერმანული მონტანას ბალონებით, ან ცალ-ცალკე, უფრო მაგარი თითო-თითო ტრაილერი რომ მოდიოდეს რუსთავში-მეთქი, შემდეგ ხუთ-ხუთზე ავედით და … შენ რათ გინდაო ეს.. როდესაც გაქვს ტრაილერი კოკაინით სავსეო, თან არა დაფასოებული თითო გრამობით ან კილოობით, არამედ ესევე შეყრილი და ვინც გახსნის ესევე დაიფლობა მისგან გაკეთებულ გორაკშიო და კიდევ ისე განაგრძო თვითონ ვშტერდებოდი ნუთუ ასეთი ტიპიც შესაძლოა ვიყო-მეთქი ჯიბეგამოფხეკილი კაცი და გვერდზე ერთმა რაღაც ფრაზას მოკრა ყური რაზე საუბრობთო, ამ კაცზეო რას ფლობს და ვინცააო, დაიწყებ ხელახლა და აუხსნი-მეთქი? ოოო არა ესევე ასთორმეტში დარეკავს და დაგვიჭერენო, მოკლედ კი ეს ის ტიპია, ვისთანაც ბიძინა არის მის ფეხსაცმელზე აკრული, მიჭყლეტილი ხოჭოო, შემდეგ როდესაც მორჩა ჩემს “დახასიათებას” ვუთხარი რომ ეს აეკრიფა ტექსტურად და მოწერა ჩემთვის და რაში გჭირდებაო ვებ-გვერდზე დასადებად-მეთქი და აი ისიც..
“კოკაინით დატვირთული ოციოდე ტრაილერი შემოდის საქართველოში ყოველდღიურად და რუსთავის გავლით ჩადის აზერბაიჯანში. შეტვირთულია “მერჩენდაიზი” არა შეფუთვებით, არამედ ნიჩაბით. ტრეფიკინგი, რევოლუციები, ფულის გათეთრები… ეს წვრილმანებია. გლობალური კონტროლი და სრული ტოტალიტარიზმი სახელია მისი!
ჩე გევარამ სთქვა – რევულუციონერი ვარო, შეხედა ამ კაცს, დადუმდა და ჩემი დედაო. დღემდე საფლავში ვერ ისვენებს. შამაირტყამს ხოლმე თავში ხელს როცა მკვდარი ამ კაცს იხსენებს.
კაცს იმ დონეზე აწუხებს განდიდების მანია, ყოვლის მფლობელი ზეკრიმინალია, მონოპოლთა შორის მონოპოლი… მოწყენა იცის ფუფუნება ძალაუფლებას და კრიმინალს. ფულის გამთეთრებელია. ბეზრდება უსაქმურობა და გათეთრებულ ფულს აშავებს ისევ გასათეთრებლად, რამეთუ შავი ფულის ამოწურულობას ვერ იტანს
ლგბტ პროპაგანდას ეწევა… პირდაპირი მნიშვნელობით! წერს ლგბტ პროპაგანდას ფურცელზე, აქუცმაცებს, უმატებს ცოტა მარიხუანას და მინიმუმ ას დოლარიან ბანკნოტაში ახვევს, მეორე ას დოლარიანს წვამს, რითაც ცეცხლს უკიდებს და ისე ეწევა, ნაპასები გლობალური დათბობის გამომწვევი აქვს, ისეთი ეპიკურია!
შეჰყურებს იგი ცას და იტყვის – ზევს, ჩემთან შედარებით არარაობა ხარ! ზევსის მიერ საპასუხოდ ნატყორცნ ელვებს ელექტრო შემგროვებლით აგროვებს და აშანტაჟებს მოსახლეობას გაგითიშავთო დენსო თუ არ ჩაწერთ ყველა დედამიწის მცოხვრებები ყოველ დღე მისალმების ვიდეოებს ჩემთვისო, რამეთუ მე ვიმსახურებთ თქვენგან ამასო, ხოლო თქვენ – არარაობები ხართო!”
და საუბრისას ბევრად მეტი რამე მითხრა და თითო ნაწილიც უფრო დაჰყო ქვეკატეგორიებად, რაშიც მეტად “მაქო” მაგრამ ზოგიერთი ნაწილი მეც და მასაც დაავიწყდა კრეფისას, მაგრამ იმედია იცით უკვე ვისთანაც გაქვთ საქმე, ჰოოოოდა … (სიცილისღიმილაკი)
პ.ს. — არსებობს შემთხვევით გადაღებული ჩვენი ერთად საუბრის ფოტო, გადაბჟირების მომენტიც დაფიქსირებული, მაგრამ მე სპეციალურად არ ვდებ მისი და ჩემივე უსაფრთხოების მიზნით.. მისი მსგავსი აზრების და ჩემი უკანონო ქუჩის მხატვრობისა და გრაფიტის გამო.
მართლმადიდებელი ვარ, დიდება უფალს! ასევე გამარჯვება უკრაინას რუსეთის წამოწყებულ ომში და საქართველოს ყველა შიდა თუ გარე ბრძოლებში, გადაგვეყენებინოს ეს მმართველობა და ახალი უკეთესი ყოფილიყოს კი არადა ნებისმიერი იქნება უკეთესი ვიდრე ესენი, დარწმუნებული ვარ!