მოკითხვა გეტოდან — მეუკიდეგანოები!.. / Tabu92 — One Love ☆♡

მოკითხვა გეტოდან — მეუკიდეგანოები!.. / Tabu92 — One Love ☆♡ ||| მგონი ერთ-ერთი უპრობლემო ადგილი, მშვიდად ხატვისთვის არის რუსთავის პარკის უკანა შესასვლელის ღობე, ნუ იმასაც გააჩნია საპროტესტოს თუ დახატავ არ იქნება, რადგან სასწრაფოს პოლიციაც მოჰყვება, ასევე სხვა ხალხიცაა გამვლელი უამრავი სხვადასხვა ინტერესების მატარებელი და რას გაიგებ… მოკლედ მანდ მივდივარ, როდესაც ალპინას ფასადურით მიწევს რომ ფუნჯით ვხატო და აქა-იქ ბალონითაც, და როდესაც მხოლოდ სპრეით მაშინ კორპუსები და თბილისი, ბათუმი და სხვა უფრო ბევრად მაგარ ადგილებში ვხატავ დაუკითხავად, ჩემი ნებით, ინიციატივითა და საკუთარი საღებავით..


ნახატზეა უამრავი სახე, თვალები და ამათზე ბევრად მეტი ემოცია, როგორც გვერდიგვერდ მიხატული 150 საკუთხედიდან წარმოქმნილი უამრავი სამკუთხედი ორ-ორი, სამის, ოთხის, ათის ერთად აღებით, ასევე როგორც სრული ნახატიდან მოდის ენერგეტიკა, ისევე თითოეული თვალიდან და სახიდან, ერთმა ტიპმა სხეულებიც დაინახა, გამვლელმა და კიდევ სხვაგან წავიდა და გამიხარდა, ასე მინდა გაეხსნათ ხალხს და იმაზე ბევრად მეტი დაინახოთ რაც მე მქონდა ჩადებული და რისი გადმოცემაც შევძელი მე საღებავით ამა თუ იმ ადგილზე დაუკითხავად, უკანონოდ დახატულ ნებისმიერ ნახატსა თუ წარწერაში, ასევე სახლში ტილოსა და ფურცელზე.. ეს კი ეძღვნება ჩემს მარტოსულ და მძიმე ცხოვრებას, სამართლიანობით და უსახსრობით ამის გატანას და რეალურად იმ გეტოსაც საიდანაც მოვდივარ და ამავდროულად იმ გოგონასაც, ვისთანაც უნდა ვყოფილიყავი, ვიყო და მწამს რომ ვიქნები ადრე-თუ-გვიან, რადგან ეს არის საჭირო, ასე უნდა მოხდეს, სხვანაირად შეუძლებელია, რადგან აზრი არ ექნება ჩემს ცხოვრებას, საერთოდ აღარანაირი..

subscribe this channel — @NikalaArt
https://www.facebook.com/tabu92ism
https://www.instagram.com/tabu92art
https://www.instagram.com/tabu92ism

ქუჩისმხატვარი #ქუჩისმხატვრობა #გეტო #მეუკიდეგანოები #სიყვარული #მიყვარხარ #გრაფიტი #ტაბუ92 #streetart #streetartist #iloveyou #onelove #graffiti #tabu92

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *