დავხუჭე ორი თვალი. გავედი ძმაკაცთან და შევთავაზე გვერბინა დილაობით. მე ძლიერ მიჭირდა, რადგან დიდი ხანია არ მივარჯიშია არც სირბილით, არც ჰანტელებით. დავხედავდი მას და მიკვირდა ის ჩემზე უფრო მძლავრად როგორ დარბოდა, როდესაც მასში დილიდან უკვე იყო რამდენიმე ღერი თუთუნი და ვალზე აღებული ნახევარი ლიტრი არაყი, ენერგეტიკულთან ერთად. ცდილობ გზა გაუკვალო, არ ჩამორჩე, თან გინდა რომ პირველი მისგან გაიგო დაღლის შესახებ რამე ფრაზა, შენ რომ გაამხნევო და მისცე სიტყვით ენერგია რომელიც ისეთ დონეზეც კი არ გაქვს რომ ფიქრობ ორმო ან ქვა სადმე შეგხვდეს, წაქცევის ან ფეხის გადაბრუნების ვარიანტსაც არ გამორიცხავ, ოღონდაც ნებით არ გაჩერდე. ხვდები მეორე დღეს საჭირო ოთახში მიბობღებაც კი რომ გაგიჭირდება ტანისა და ფეხების საშინელი ტკივილის გამო მაგრამ არა არ ჩერდები, ისე როგორც აქციაზე რუსული კანონის წინააღმდეგ გცივა, გტკივა, დგახარ უიარაღოდ და იბრძვი შეიარაღებული მონების წინააღმდეგ დგომით, რომ არ ვარდები, იქცევი, შემდეგ ისევ ცდილობ წამოდგომას სრიალებ რადგზნ ჭავლიდან წყალს გასხამენ ნაბიჭვრები უარესი ეშმაკის ბრძანებით, გარბიხარ, ოდნავ შეიცვლება ვითარება უბრუნდები ადგილს ეფარები მანქანებს, ხეებს, სკამებს რომ გადაურჩე წყლის დიდ ნაკადსა და სახეში წიწაკის სპრეის. შენ დგახარ ნებისმიერ ფასად შენი სიცოცხლითაც კი და მოდიან მოსყიდული ახვრები, რომ სხვების შესაშინებლად გცემონ, გესროლონ მუქი წითელი საღებავი რომელიც ფორებში შედის და გიწამლავს ორგანიზმს, ასევე გიჭერენ იმიტომ რომ უბრალოდ დგახარ და ამ დგომით აპროტესტებ უსამართლობას! გინდა თვალის გახელა თუ არა არ ხარ დარწმუნებული, დაახამხამებ და გადადიხარ იმ მომენტზე როდესაც საკუთარ თავს ესაუბრები რომ არ უნდა გაიაფდე, უნდაბიყო ის განსხვავებული, რაც ხარ ცხოვრების ბოლომდე, თუ შეიცვლები ისაც უკეთესობისკენ, მხოლოდ წინ სვლისა და განვითარებისკენ, როგორც შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი …
არ დაკარგო შენი განსაკუთრებულობა, სილალე და მაინც იპოვო ვინმე, ვინც გაგიგებს და დარჩება შენთან სამუდამოდ. არ ხარ ჯენზი, ხარ ტაბუ, თან დაბადებული 92 წელს და გინდა იყო თვით მარადისობა, როგორც ქუჩის მხატვრობით, ისე ტილოზეც, პოეზიითა და ასევე შენი შვილით. გამოდიხარ გარეთ და გიხარია როდესაც გეძახიან ნიკუშ დამაბზრიალებ? სახატავად ხომ არ გადიხარ, თუ უკვე სადმე რამე დახატე? თუ კი სად? ჩემს ერთადერთ ჰიპ-ჰოპ ტრეკში მაქვს ასეთი ფრაზა “tabu92 უკვდავია, რადგან ის უყვართ ბავშვებს!..” შემდეგ გახსენდება რომ შენი ძმაკაცით დაიწყე თხრობა და ხვდები რომ ის სამი წლით შენზე დიდია და არ იცი რა უთხრა? საიდან მიუდგე, სასმელის შესახებ, ბინაში სისუფთავისა თუ ესევე ვინმეს გაცნობა შევთავაზო.
ახელ წამიერად და ისევ ხუჭავ თვალებს და ადიხარ იმავე ეზოს კიბეზე, სადაც მისივე მოსახელე ძმაკაცი ცხოვრობს. უკაკუნებ კარზე, ესალმები დედამისს და ორი წინადადების შემდეგ გეუბნება რომ ის შენს საოცნებო ქვეყანაშია წასული სამსახურიდან. მაშველების გადამზადება ამერიკაში. უსაშველოდ გამიხარდა მისი ბედნიერება და უცებ დამშვიდობებისას კარის მიკეტვა მეტროპოლიტენის მუზეუმის ჭიშკრის მოჯახუნებასავით მომეჩვენა და დაცვისგან ხელის კვრა კიბეზე დაგორებით. რადგანაც მიჩვეული ხარ საქართველოში როცა მშვიდობის მტრედი ხარ და მაინც უხეშად გექცევიან სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურების დაქვემდებარებული მონები. შემსეგ იმასაც ფიქრობ რომ ლევანისთან ხის კიბიდან ჩამოსვლისას რომ რეალურად დაგიცდა ფეხი და სამ საფეხურზე ჩასრიალდი და უკავშირებ სიზმრებს რეალური ცხოვრებიდან გამოწოვილ ქმედებებს. სიზმრებიდან გადადიხარ აზრების წარმოქმნაზე, ღია ნაცრისფერ მასაზე მორბენალ ნეირონებზე რომლებიც ქმნიან ბმებს, თუნდაც ისეთ ხაზებად ღრუბლებიან ცაზე თვითმფრინავის გასვლისას და ეს ბმები ატარებს ინფორმაციას იმ იდეაზე რაც თუნდაც ისაა რომ მე ამ წერის ტალღაზე მოვედი და გაუჩერებლად ვწერ იმას რაც მადგენა ხელზე, თუნდაც იმის გახსენება რომ მაქვს ორი არტი ერთი რუსული ფრენების მოლაპარაკების დროს აეროფლოტის საწინააღმდეგო და მეორე აზიმუტის და ჯორჯიან ეარვეისის, აეროფლოტიანად. ვერ ვიტან უსამართლობას და რადგანაც მინდოდა ბავშვების თემა განმევრცო თვალწინ მიდგა თვალცრემლიანი დედები აქონდროპლაზიის დიაგნოზიანი ბავშვებით და თან მიხარია რომ გაიტანეს თავისი და სადაცაა დაუფინანსდებად წამალი რომელიც მათ როგორც დიდ ტკივილს გაუყუჩებს, ამავდროულად ძვლების გაშლასა და სიმაღლეში ზრდას შეუწყობს ხელს, ამავდროულად გული მტკივა რომ ეშინიათ მათ გამოსვლა როგორც რუსული მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე, რადგან შუა თითის აწევით არ გაისტუმრონ უწამლოდ სხვა აქციაზე მდგარი დედები. ასეთი უნამუსობა და არაადამიანობა ხდება აქ და სამწუხაროდ ყველა ის თემა რასაც ვაკეთებ თუნდაც განვითარების კუთხის ასამაღლებელად დაუკითხავად დახატული საინტერესო ქუჩის არტი იქნება, ტილოზე ნახატი თუ საუბარი ვინმესთან, გადადის პოლიტიკაში. გადადის საერთო მტრის ბრძოლაში, რომელიც არ გზლევს მოდუნების საშუალებას. გეშინია რომ არ დაგიჭირონ, რადგან არ გაქვს შემოსავალი, მაგრამ არ შეგიძლია რომ არ იდგე სიმართლის მხარეს, თუნდაც მაშინ როდესაც გზის ფულიც ლი არ გაქვს რომ რუსთავიდან თბილისში ჩახვიდე.. მაშინ უფრო ნაღდია ქუჩაში არტის კეთება, რადგან მაშინ “პატარა უფლისწული”-ს ან ყვავილებს კი არ ხატავ, არამედ თვალს და აწერ კარგი კალიგრაფიით თავისუფლება ლაზარესა და თორნიკეს! არავისგან ამიღია გრამი საღებავი, არც კაპიკი თანხა სრულიად მართალი ვარ ჩემს საქმესა და ყოველ გადადგმულ ნაბიჯში. რამე შეკვეთა თუ მაქვს რაც მრჩება საღებავი და რასაც მიხდიან იმითაც საღებავს ვყიდულობ. იყო მომენტი რუსთავის ღებვიდან მუშებს მოველაპარაკე საღებავის გატანაზე, რადგან ვუთხარი რომ ქუჩის მხატვარი ვიყავი, ვიცოდი რომ დარჩენილ ორ აივანს ეყოფოდა და ოხრადაც დარჩებოდა, ასევე შემდეგ შენობაზე კიდევ გამოუყოფდნენ საკმარისს ლიტრობით. მოვედი და მათი უფროსობა ადგათ თავზე, გავედი და მარკერით ხეზე ვხატავდი სახეს ნელა მშვიდად რადგან ამაზე არაა კანონით დასჯა, მაგრამ მაშინ დროის გაწელვის მიზნით. მათი წასვლის შემდეგ, სკვერიდან გამოსვლით მივედი მუშებთან სამი ვედროთი და ბლომად გამომატანეს ფასადური საღებავი. ახლა მაქედან წვეთიც კი არ მაქვს, არათუ ფლეიმის, მონტანას ან ლუპის ბალონები. იმედია არ გეწყინებათ რომ წაგაკითხოთ ის, რომ რეალურად ახალ გაღვიძებულზე დავიწყე ამისი წერა და რეალურად თვალი მის შემდეგ არც კი მომიხუჭავს. შესაძლოა უკეთესი იქნებოდა რომ დამესრულებინა ეს ნაწილი სიტყვებით “გაგრძელება იქნება”, მაგრამ შიში იმის რომ ან ქუჩაში დამიჭირონ ან 20 ივნისს 8 საათზე პარლამენტის წინ რუსული მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე ამავე დასახელებით, ვერ მაკეთებინებს სწორ ვადევს და მტკიცებას რამისადმი. გელოდებით ოცში. ერთსაც დავწერ, როდესაც რუსთავის ქუჩებში ცუდად გავხდი ყველა კუნთის ტკივილისა და მზის გამო მაღაზიამდე გზაში სკამზე რამის ავყირავდი.. თავჩაღუნული ვზივარ და ცრემლი თავისით მომდის, თუ როგორ კიდია არა ხელისუფლებას, არამედ ჩვეულებრივ გამვლელს ნებისმიერი შემხვედრის წუხილი, ტკივილი, როგორც შინაგსნი ისე ხორციელი და სულაც რომ მკვდარი ვყოფილიყავი ერთი არ გაჩერდებოდა და მოსულიერებას არ ეცლებოდა სასწრაფოში დარეკვაზე ზედმეტია საუბარი, პოლიცია მოსდევს და იქნებ ჯიბეში წამალი უდევს, ნარკომანია, ლოთია, უხეში არ იყოს და აქეთ არ მეცეს და ა.შ.. ეს ყველფერი იმ ხალხმა შთააგონა და სტერეოტიპად ჩაუნერგა რომ შესაძლოა უხეში იყოს წამლის მომხმაეებელი , ან ლოთი, ან სხვა და შიშია საკუთარ თავზე.. ვერ ვიტან ასეთ ფეხზე დამკიდეობას! აქციაზე კი, არასდროს დამავიწყდება, როდესაც სახე ამერია, ვითიშებოდი და ვიკეცებოდი დგომით და ბანერის ჭერით, ერთმა წყალი მომცა, მეორემ შოკოლადი გამორთმევა არ მინდოდა, დამაძალეს, ჩვენც გვაქვს ჩვენთვის არ მოგერიდოსო.. ანუ ზრუნვა, სიკეთე, ადამიანობა, გვერდში დგომა იციან ამ ხალხმა. არ ვართ დულით ბოროტები, უბრალოდ გამწარებული ვართ სხვადასხვა უსამართლობასა და მთავარზე, ჩვენი ქვეყნის ღორი სახელმფოს გადაცემისთვის, რისთვისაც სწორ დროსა და ადგილზე ვიმყოფებით და თქვენი იარაღი თუა მოსყიდული სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები თავიანთი შეიარაღებითა და სხვადასხვა ტექნიკით, ჩვენი იარაღია სიტყვა, ინტერნეტითა თუ მედიით, სიმართლის მსოფლიოს მასშტაბით გატანა და მშვიდობიანად დაფიქსირებაა მოსახლეობის აზრის, რისი საშუალებაც იქნება ოცში და სანამ ეს წიგნად გამოიცემა, იქამდე გავიცნოთ ერთმანეთი აქციაზე!..