მინდა ვხატო მშვიდად მშვიდობიანი, ლამაზი და ბედნიერი ნახატები როგორც ქუჩის ნებისმიერ ზედაპირზე, ისევე ტილოზე, მაგრამ..

მინდა ვხატო მშვიდად მშვიდობიანი, ლამაზი და ბედნიერი ნახატები როგორც ქუჩის ნებისმიერ ზედაპირზე, ისევე ტილოზე, მაგრამ არ შემწევს ამისი ძალა, რომ საკუთარ თავს გადავახტე, მინდა მუსიკალური არტები, წიგნიდან პოეზიის ფრაზები, ბრძნული აზრები, საინტერესო თემები განვიხილო, რითაც ხალხს კითხვებს გავუჩენ და ვიმედოვნებ რომ დაიწყებენ ინტერესიანად ამის გამოძიებას, შემეცნებას ბიბლიოთეკებსა თუ ინტერნეტით, მინდა დაინტერესება გამოვიწვიო უამრავ ხალხში, მაქვს სხვადასხვა იდეები ქუჩის გაკვეთილების ვარიანტში და წინასწარ არ მინდა გავამხილო ამისი იდეა.. როდესაც განვახორციელებ რამდენიმე მსგავსს ნამუშევარს და დავდებ, შემდეგ კი, ისედაც ნახავთ..

რა მიშლის ამაში ხელს? უკანონოდ დაჭერის ფაქტი ლაზარე გრიგორიადისის მიმართ, ასევე ხელისუფლებისგან უამრავი ცდა ქვეყნის რუსეთის გუბერნიად გადაქცევის, ასევე უსაზღვროდ დიდი და არაადამიანობა, გაწირვა, მოსყიდვა, ასევე მარტივად და მიღებული ენით რომ ვთქვათ უსამართლობა ხალხის მიმართ.

მე როგორც ვაკეთებ განვითარების კუთხის ასამაღლებლად საინტერესო ქუჩის მხატვრობას, ასევე ვაკეთებ საპროტესტოსაც და ნერვები მეთხრება, როდესაც დღე სხვანაირად მაქვს დაგეგმილი, მინდა დავუშვათ მოვეშვა, დავისვენო და ტილო დავხატო, მიწევს აქციაზე გავიდე, სადაც ნებისმიერი ხმის ამოღებისას, ან უბრალოდ დგომისთვის შეუძლიათ ვიღაცის დავალებით, სულაც რომ ფრთიანი ანგელოზი იყო და ერთი ბინძური ლექსიკაც არ ამოგსვლოდეს პირიდან, არც ხელი გეკრა ვინმესთვის, გზის გაკვალვისთვის კი “უკაცრავად, მომიტევეთ, თუ შეიძლება გადამატარონ, sorry” და ასე მოძრაობდე წინა რიგში გადასასვლელად, რობოტივით მოგცვივდებიან, ვითომ ფულს ვათეთრებდე, ვითომ მკვლელი ვარ, ან ბანკის მძარცველი, ან ვინმეს გამაუპატიურებელი, დამამცირებელი, ან დამცინავი.. როდესაც არაფერი დამიშავებია, უბრალოდ ვდგავარ და ამით ვაფიქსირებ ჩემს აზრს, არ გესვრი, რომც მქონდეს ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტიდან დაწყებული საომარი ავტომატი ან სანადირო თოფი, არ შემიძლია ადამიანისთვის ზიანის მიყენება, სკოლაში თმაზეც კი არ ჩამომიქაჩავს გოგონასთვის და ვერ ვიტან როდესაც ვაშვლებდი სტკივა, შეეშვი და შემდეგ დასვენებაზე, არა თავის დაქალთან, ჩემზე ზედმეტია საუბარი, არც მადლობა მინდოდა მათგან, უბრალოდ ისევ იმ მწვალებლებთან რატომ იყვნენ, სადაა დედამ..ლი ლოგიკა, თუ არ გსიამოვნებს და მე გაშველებ, მითხარი და მე არასდროს გამიკეთებია, მაგრამ პირჯვარს გადავიწერდი და შევძლებდი რომ მოგფერებოდი თმაზე, ხელის გადატრიალების ნაცვლად მეამბორა ზედ და ჩამეკიდა ხელი და რატომ ისევ იმათთან.. ასევეა არჩევნებიც, გვაწამებენ მთელი წლები და ბოლოს კარტოფილსა და ხახვზე, ან სხვადასხვა შეპირებებზე თავისუფლად აძლევენ ხმას იმ არაადამიანებს პარლამენტში, მომიტევეთ კლასელებო, არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდა, არანაირი დამცირება, ხალხი არჩევნებზე იყიდება, თქვენ კი უბრალოდ ჰორმონების მოჭარბებული დოზა ალბათ თავში გარტყამდათ და ვითომ არავის მოვუშვებ გვერდით, მაგრამ რეალურად მწვალებლები, უზრდელები, გამბედავები, თავისით იდგნენ თქვენს გვერდით.. მე კი ერთხელ რაღაც თამაშში რომ წააგო ერთმა გოგონამ და მოუწია დავალების შესრულება, მოულოდნელად რომ მოვიდა და მაკოცა, ჩემზე ბედნიერი იმ მომენტში ადამიანი არ იყო დედამიწაზე.. ჰოდა მანდ ვარ მეც, არ უნდა გვიკვირდეს მთავრობის შემთხვევით გადმოგდებული კარგი საქციელი, არც პოლიციელისგან დახმარება მოხუცზე ან ბავშვზე, ეს მოვალეობაა ორივესი, მე შოკში ვიყავი, როდესაც მერიასთან გავაჩერე სამარშუტო გადატენილი ნახატებით გამოფენიდან ორი ადამიანი შეწუხებული იჯდა, და პირველი ხაზი სრულად დაკავებული მქონდა და იმ ორსაც მე გადავუხადე.. მოკლედ კოსტავადან რუსთაველზე ერთი გაჩერებაც კი არ მქონდა სრულად გავლილი იმ უშველებელი ბარგით, ნახატებით, როდესაც მეორე წრეზე გასულმა პოლიციის მანქანამ გამიჩერა და შემომთავაზა მეორე განყოფილებამდე ადამიანური გასეირნება, ანუ ნახატების გადატანა, რაც საოცრად გამიკვირდა მათგან.. ფულიც აღარ დამრჩა რომ ტაქსით კი არა, მარშუტკით ან ავტობუსით მაინც გავსულიყავი, ჰოდა ჩადეს დიიიდ ღია საბარგულში და მე უკანა სავარძელზე დავჯექი. ცალკე ის რომ დამეხმარნენ და მეორე ის რომ თუფაქის ისეთ სიმღერას უსმენდნენ, აი ჰიტ ემ აფში რომ არის უამრავი გინება მის მიმართ ვინც სცადა მისი მოკვლა და მათი ცოლი, საძმო დაგხვრეტთ, ვიხმარ თქვენს დედებსა და არ შეგარჩენთ და მსგავსი აგრესიული და ბილწი სიტყვებით გაძეძგილ ტრეკს უსმენდნენ და გავბედე და ვკითხე, იცით ვის უსმენთ, კი თუფაქსო და რას ამბობს ის თუ იცით-თქო, არაო, მაგრამ მაგრად გვევასებაო, გითხრათ-მეთქი და მეცინება.. პოლიციას, მოსამართლეს, მათ ოჯახებს ყველაფერს უტრიალებს მაქსიმალურად ბინძურად-მეთქი და თქვენ ამით კაიფობთ?.. და ახლა იმასაც ვფიქრობ პირში რომ შეაგინო, დამცირება პოლიციელის მიმართ ჯარიმდება და თუფაქს მე ჩავურთე ჰო, თვითონ სიამოვნებით უსმენდნენ.. უცებ გამახსენდა კომედიური ფილმი “ალი ჯი პარლამენტში” სადაც რაღაც სისულელეზე შეეწინააღმდეგება ალის ვიღაც დავარცხნილი პოლიტიკოსი და ეს კი ნერვიულად, მომავლის იმედით გამარჯვებული სახით უპასუხებს, “ახლა ამას თუფაქის ჰიტ ემ აფს ვუმღერებ!” 🙂

მოკლედ აქ არაფერია სასაცილო რეალურად, განავალში ვიხრჩობით და ვინც კი ოდნავ მაინც თავი აწია ესევე ეცადეს ჩაეფლოთ, ვინც ტუნელი გაიყვანა ამ განავლის დიდ მასაში და რაღაცნაირად გაძრა უცხოეთში, ზოგი შიმშილით დაიბრიდა, ზოგი შველას ითხოვს, ისევე თავისიანებისგან რომ უკანა გზის ფული მაინც გამოუგზავნონ, ზოგს კი გაუმართლა და მუშაობს, ან მომვლელად, ან რაიმე საამქროში, საწარმოში.. ზოგმა საკუთარი ბიზნესიც მოიწყო და ა.შ.. ზოგიც კი, ძალიან მცირედი ნაწილი, ხელოვნებით გავიდა აქედან და მეტი სახელი მოიპოვა, როგორც მე მინდა რომ გამიმართლოს, რადგან უამრავი საინტერესო პროექტის გაკეთება მინდა, საკუთარი დაფინანსებით, რადგან მერე ვინმემ აიიი, ნაცი-ქოცი, ხელისუფლება, მთავრობისთან შეკრული და რამე არ მეძახოს, სუფთად და პატიოსნად ვიშოვო დიდი თანხები ჩემი კედლისა და ტილოზე მხატვრობით, ასევე გავაკეთო საქართველოს გეტოებში დიდი შენობა, პირველი საერთული სადაც შინაარსობრივად კატეგორიებად იქნება დაყოფილი წიგნები, ბიბლიოთეკის ვარიანტი რა.. ასევე მეორეზე უამრავი კომპიუტერი, საოცრად სწრაფი და ულიმიტო ინტერნეტით, ასევე არა გაკვეთილის ან ლექციის სტილის განათლების მიღება, არამედ რაღაც სხვა, ისეთი რაც ადამაინს დააინტერესებს, ქუჩიდან მოსულს, რომ საზრუნავი არ ჰქონდეს არც საკვების, არც მკურნალობის და იღვწოდეს წინსვლისა და განვითარებისთვის საინტერესო მოსაუბრეებთან, ხელოვანებთან, მეცნიერებთან და ა.შ.. ხალხთან..

მოკლედ ამ გეგმების შესრულებაშიც ნერვები არ მყოფნის, დრო, ხალხი, ფინანსები და უამრავი რამ მაგრამ მაქამდე კი ის რაც და როგორც მინდა ისე რომ ვხატო, ვწერო პოეზია, სასიმღერო ტექსტები და ა.შ.. მიშლის ეს საპტროტესტო ტალღა, თორემ მე რომ ვიყო ნორვეგიაში კი არა, ნორვეგიელი, შვედეთში კი არა შვედი, ფინეთში კი არა ფინელი, მე ახლა დიდი სახელიც მექნებოდა და დიდი თანხაც, მეუღლეც და ბავშვებიც და ჩემივე ხელოვნებით, თავისუფლად ვარჩენდი მათ და მივცემდი იმ განათლებას რაშიც ისინი დაინტერესებულნი იქნებოდნენ, ასევე რაშიც მე წლები დამჭირდა, იმ გამოცდილებას დღეებში, კვირებში ვასწავლიდი.. მაგრამ როგორი დიდი შიშიც არ უნდა მქონდეს რომ დამიჭერენ, ასევე მსოფლიოში ნომერ პირველი სიმართლის მქადაგებელიც რომ ვიყო და რაც გავაკეთე ის საკმარისი ათი ცხოვრებისთვის და ჩემის აზრის მკაფიოდ გამოსახატად, მე ვერ ვიქნები საკუთარ თავთან მართალი რომ არ გამოვიდე და არ დავხატო, ის, რაც საჭიროა, კონკრეტულად აქ და ახლა, მერიის შენობაზეც მაქვს საპროტესტო თემა მყარად დამონტაჟებული და იუსტიციასთანაც.. იქ ისეთი შიში ვჭამე, მეთქი ვერ გადავრჩები, იმდენჯერ პირჯვარი გადავიწერე, ურწმუნო რომ ვყოფილიყავი იმ ადგილზე ვირწმუნებდი ალბათ.. და კიდევ ბევრ სხვადასხვა ადგილზე ბევრი საპროტესტო არტი მაქვს გაკეთებული ანუ ყველაფერი ის, რაც არ მოდის ჩემთან, რასაც ვეწინააღმდეგები და ვერასდროს ვერ ვიქნები თანახმა მსგავს რამეეებზე, პრინციპითაც და ადამიანობითაც.

მქონდა ვარიანტი რომ მერიიდან დამეხატა შეკვეთა, ანუ ორი აზრი არაა რომ საპროტესტო არ იქნებოდა, რამე ყვავილები, ან რაიმე ისეთი ყველასთვის მისაღები, მეთქი მე მაქვს ისეთ ადგილებში ისეთი რამ გაკეთებული რომ მე ვერ ვიქნები მართალი რომ დავთანხმდე, არადა დიდი თანხა იყო გამოყოფილი, პლიუს უსაზღვროდ დარჩენილი საღებავი, უფასო კვებით, დაცვით, როგორც ამწეზე ან გარე ლიფტზე დამონტაჟებული მისაბმელი თემებით, ისევე დაცვით, რომ მე არავინ გამეკარება და არ მესვრის ქვას ან საღებავს არ მომპარავს და ა.შ.. მაგრამ ვერ ვიქნები მართალი არ ვთქვა, ის რომ ამის წარმოდგენისას ძალიან მომეწონა, მეთქი აი ესაა რაც მინდა, მაგრამ უნდა მოვთოკო ჩემი სურვილი, რადგან დამკვეთია მერია, ვერ ვიქნები საკუთარ თავთან მართალი. მორჩა.

აი ერთი ლექსია ნიკასი და იმით დავასრულებ, რომელიც ააააადრე მივაწერე ერთ-ერთ სადარბაზოს კედელზე და ახლა იმიტომ გამახსენდა რომ თუ გინდა რამის შეცვლა უნდა გქონდეს საკუთარი თავის იმედი, შენს თავს რომ შეცვლი მერე ეცადო მოხვიდე პოლიტიკაში რომ მარტივად შეგეძლოს დიდი საქმეების გაკეთება და მონა კიდეც კარგი სიტყვაა, რადგან შეიძლება კარგი ადამიანი გაყიდეს და იძულებული გახადეს რომ ასე მიეჩვიათ, მოკლედ ქვეყნის გამყიდველებზე და მათ დაქვემდებარებულ სამსახურებს რომ არ უნდა ენდოთ ისედაც ცხადია, არის ერთეული გამონაკლისები და ამით თავს ვერ დააიმედებთ, უკეთესს მმართველამდე, რადგან უარესი უკვე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რადგან ყოველ დღე რომ გგონია ესაა ფსკერი, უარესი ნაგავი გესმის, გინდება ყველაზე საშიში ფილმის სიუჟეტი რეალურად განახორციელო, მაგრამ არ იცი როგორ და რითი.. ვერ მშვიდდები, რადგან გიყვარს ის ადგილი სადაც დაიბადე და გაიზარდე და ხედავ რომ უსამართლოდ გტენიან სატანის უკანალში.. მოკლედ ნიკას მინიმალისტური პოეზიის ნიმუში, სახელად “ნდობა”

“ბრმამ
ჯობის დახმარებით
მოგაკითხა სახლში.
შემოუშვი.
წასვლისას კი აღმოაჩინე
საკუთარი საფულის უქონლობა.”

#გრაფიტი #ქუჩისმხატვარი #ქუჩისმხატვრობა #პროტესტი #თავისუფლება #მონოლოგი #ტაბუ92

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *