მე ვარ ინფარქტი!..

ოვალებს ვხაზავ ოთახში თვალებდახუჭული.
აივანზე გავდივარ, სადაც ნავი მოძრაობს მთელ თბილისზე.
გული თავისი ფეთქვებით
ვერ უსწრებს თავში ნეირონების ბმების წარმოქმნას,
მაგრამ აზრების დალაგება მაინც ჭირს.

ჩემი ჯერ არჩასახული შვილი იზამს იმას, რაც მე ვერ მოვასწარი,
ჩემი ბავშვი დაგირიგებს უამრავ აზრს – სრულიად უსასყიდლოდ,
დაგაყენებს შენ სწორ გზაზე,
თვითონ კი გადაუხვევს საკუთარ ნებაზე.

ჩემი შვილი გულის წასვლამდე აცეკვებს შენსას მისივე შედგენილ მუსიკაზე,
რომლის მელოდიაც იქნება ჩემი ყვირილი.
მე ვარ გზა, რომელსაც შენი შვილი გადაკვეთს სკოლაში მისასვლელად.
შენ ხარ მისი მშობელი და მე ვარ შენი სკოლა!

მე ვარ ტიურინი,
არა პირის ღრუდან კუჭში, არამედ შპრიციდან ნერვით სისხლში შერეული,
რომელიც კივის შეშლილთა ენაზე, რომელიც ესმის ჩემს შვილს,
ასევე გაიგებენ ერთეულებიც,
მაგრამ სანამ ეს მოხდება მე აღარ ვიქნები ცოცხალი.
ახლა კი ყველა დუმს.

გავა წლები,
ჩემს ხმას აიტაცებს მეორედ მოსვლის თაობა,
მე ვკანკალებ და მჭირდება ის სითბო, რომელიც გამაგრძელებს,
აწ და მარადის!..

მე ვარ ინფარქტი!..

2020

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *