მე და ჩემი გეტოელი სანტა / i and my santa in ghetto

ჩემი სანტა ვერ იქნება თვითმკვლელი, მან იცხოვრა გეტოში და შეძლო დიდების მოხვეჭა, რაც არ მიწილადა მე. მან დამეხმარა ბევრი სიტუაციიდან გამოსვლაში, მაგრამ სახელი მხოლოდ ის მაქცს რაც ქუჩებმა შემინარჩუნა. სრულად რომ გაანადგურდეს ქალაქები, დადგეს მეორედ მოსვლა ქრისტესი, არ იყოს წვდომა ინტერნეტთან და ხალხს პური მათი არსობისა სანატრელი გაუხდეს, მე იქამდე ვიქნები ცოცხალი, სანამ რომელიმე ბავშვის წარმოსახვაში ავენთები სიზმრად, რომელიმე კედელთან მდგარი ბალონით ხელში, თავზე კაპიოშონით და მის ზემოთ კი ნათებით, რომელიც მიცავს უხეში, განუვითარებელი, სამსახურსა და ფულზე გაყიდული მონა, არაადამიანებისგან.


მე ვიცი რა არის ძილი, შენც და მასაც ვისაც უყვარხარ და ზრუნავს შენს კეთილდღეობაზე, ჩემს სანტა კლაუსს კი ღვიძავს და ლოცულობს ჩემი სულიერი და ხორციელი გადარჩენისთვის. მე კი საკუთარი სახელის გულისთვის საღებავით ვბომბავ ქალაქების ქუჩების ნებისმიერ ზედაპირს საინტერესო მესიჯებით, ხალხის განვითარების კუთხის ასამაღლებლად, რომ მინიმუმ ცხოველურ ღეჭვაზე მეტი ღირებულებები არსებობს, ასევე უამრავი საპროტესტო არტით, ნახატით, წარწერით, საკუთარი ნებით, შიშითა და საღებავით.. რადგან ვიყო მართალი საკუთარ თავთან. შემეძლო და გავაკეთე, შეუძლებელსაც შევძლებ. შესაძლოა მასაც არ მოსწონს ჩემი უკანონო საქმოანობა, მაგრამ დიდების სავალ გზაზე ჩემს გვერდითაა, ზოგჯერ კი ის საკუთარი თავი მგონია, როდესაც ბავშვებს ვანიჭებ საღებავით ბედნიერებას.. / საღებავით მინიჭებული ბედნიერება..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *