მე არავისთვის მითხოვია შეწყალება და არც ველოდი… ვის გაუგია ქოცი და ჰუმანურობა – ეს იგივეა, პუტინი და მშვიდობა.

“მე არავისთვის მითხოვია შეწყალება და არც ველოდი, რომ ყაველაშვილი შემიწყალებდა, არც მჭირდება არავის შეწყალება.

ვის გაუგია ქოცი და ჰუმანურობა – ეს იგივეა, პუტინი და მშვიდობა.

როგორც ბრძოლა იქნება ბოლომდე, ისე სასჯელს მოვიხდი ბოლომდე!

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსულ ოცნებას არ სურს სიტუაციის ნორმალიზება, როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგება არ სურს. არ უნდა ვიყოთ მიამიტები და ამ მიამიტობით არ უნდა მივცეთ ქოცებს ჩვენზე მანიპულაციის საშუალება.

ქოცების მიზანია ეს ქვეყანა დატოვონ მეგობრების გარეშე, მარტო, დაუცველი. სურთ, რომ რუსების ხელში ჩაგვაგდონ.

უნდა გვესმოდეს, რომ ქოცების მიზანია ვიყოთ იმ ვითარებაში, რომელ ვითარებაშიც არის დღეს ჩვენი ქვეყანა, და ილუზიას ნუ ვიქმნით, თითქოს სიტუაციის ნორმალიზება სურთ”

წერს საბა სხვიტარიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *