ლაზარე თავისუფალია!!! / გამარჯობა ლაზარე!!! / მადლობა სალომე!!! | lazare is free!!! / hello lazare!!! / thank you salome!!! (president of georgia / sakartvelo)
არ ვიცი, საოცრად გასაკვირიცაა, გასახარიც და ნუ რავი, ვნახე თუ არა ნიკა გვარამიას პოსტი, ბებიადან საკუთარ ბინაში გადმოსვლისას, ეგრევე ჭკუიდან შევიშალე, თავში უამრავი დოფამინი, სერატონინი, ენდორფინი და რავიცი კიდევ სხვა სიხარულისა და ბედნიერების ჰორმონები ერთბაშად მაშხალებივით აფეთქდნენ და მის მერე დავდივარ ასე გაღიმებული და შინაგანად მეგა ბედნიერი, ერთი ის რომ უდანაშაულო ბიჭი შეწყალებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიერ და მეორე ისაც რომ მოეხაზა ოცნებას, მის უსამართლო მოსამართლესა და კიდევ სხვა მათ შნირებს, რადგან სამართალმა პური ჭამა, ახლა კი ზეიმობს!!! მეგონა გავიდოდი და ხატვა დამამშვიდებდა, დამაწყნარებდა, მაგრამ ვერა, არა, არანაირად, თითქოს, არ ვიცი ვერ ვალაგებ სიტყვებს, წინადადებებს, შეშლილი ვარ, საოცრად მიხარია ეს ფაქტი, აი, მძიმისა და ძახილის ნიშნის გარდა მეზარება გადაკითხვა, მაგრამ ვვარაუდობ რომ წერტილი არ მაქვს გამოყენებული, ( ჩემი მტერია ამ სიტყვის რითმა 🙂 ) იაააჰაააუ, ხომ ვთქვი ვერ ვარ-თქო, ასეცაა, მაგრად მიხარია და მიხარიხართ ყველა, ვისაც გიხარიათ, მიყვარს ისინიც კი ვინც ერთხელ მაინც გაიფიქრა რომ შესაძლოა კარგი ადამიანი ყოფილიყო ლაზარე გრიგორიადისი, მაგრამ ვერც აქციაზე მოვიდა, ვერც სოციალურ ქსელში ან სამეზობლოშიც კი ხმა ვერ ამოიღო, შეეშინდა, მთავარია ცუდი არაფერი გაიფიქრეს და ქნეს და არ გააშავეს მათმა და კარგი ვინც კი რამე გაიფიქრა ან ქნა, ყველას გაუმარჯოს, ყველა ძლიერ მიყვარხართ, საოცრად ვარ, ვერ ვმშვიდდები, ვაუ, ვაშა, მაგარია, დაე სულ ასე ბედნიერები ყოფილიყავით, დროებით, იმედია მალე დავლევთ ლუდს ჩემო პატარა, მაგრამ ჩემზე ბევრად დიდო ძმაო, გულში ხარ ლაზარე, კარგი დღე და არა მხოლოდ, მთელი ცხოვრება პატიოსან, სამართლიან, დამთმობ და კეთილ ქვეყანაში! ნათელი ფერები კიდევ პირდაპირი მნიშვნელობით ჩემზე იყოს, ყველაფერი დალაგდეს და ნახავს ყველა თუ რა ბედნიერი ნახატების ხატვაც შეუძლია ნიკუშა ძიას, ტაბუცხრაორს 🙂 ღმერთი ჩვენკენ და ვინც გვიყვარს და ვუყვარვართ ყველა მათკენაც!!! <3