ისნის მეტროდან შ-უშის ს-იბოროტის ს-ააგენტოსთან (შსს)-მდე მარში, შემდეგ იქვე ჩატარებული აქცია და სინდისის პატიმრების მშობლებისა და ნათესავების სიტყვით გამოსვლები / გზა პარლამენტამდე / უწყვეტი საპროტესტო აქციის 159 დღე
მადლობა ნებისმიერ ადამიანს ვინც ყოველი დღე დგას ქვეყნის სადარაჯოზე, ისტორიის სწორ მხარეს, ყველა ჩემი და-ძმაა, ჩვენ ვებრძვით უსამართლობას ყველგან და ყველანაირი გამოვლინებით, იმიტომაც ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება, თავისუფლება და სამართლიანობა, ვართ საინტერესო ხალხი, ასევე ჩვენ გვძულს დიქტატურა და მას არ გავაჭაჭანებთ საქართველოში და რაც მთავარია, მართლები ვართ ამ ომში, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..