თავისუფლება პოლიტპატიმრებს! / გავიმარჯვებთ! / krab coffee march

თავისუფლება პოლიტპატიმრებს! / გავიმარჯვებთ! / krab coffee march

თავისუფლება აბსოლუტურად ყველა სინდისის პატიმარს, რომელსაც მოუგონეს უამრავი სიცრუე, ყველა პოლიტპატიმარი მალე იქნება ჩვენს გვერდით, ამის მჯერა, მწამს და ჩვენ აღვადგენთ სამართლიანობას, იქნება ხარისხიანი განათლება, განვითარება, არ გვექნება არაფერზე შეზღუდვა და თვით-შემეცნება, ასევე თავისუფლება, ვიცით რომ იქ სრულდება სადაც სხვისი იწყება, რეალურად დაუსრულებელია, მაგრამ ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ვიცით რა და როგორ მოვიმოქმედოთ რომ არათუ ვაწყენინოთ ერთმანეთს, ან დავჩაგროთ, პირიქით მოვუაროთ, ერთმანეთზე ვიზრუნოთ, დავეხმაროთ. ჩვენ ვართ მართალი ხალხი, არავისგან მართული საკუთარი თავების გარდა, ჰოდა ღმერთიც არის ყველა სიმართლის გვერდით, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!

ეს გავაკეთე იმ დღეს, როდესაც კრაბის კაფის მარში იყო, მათსავე ფურცელზე ჩემი ბალონის საღებავითა და სპეციალური მარკერებით. დიდი პატივისცემა და სიყვარული ამ ადგილს.

გამარჯვებამდე სულ დარჩენილია მცირედი დრო და რწმენა, რომელიც აუცილებლად გამართლდება!

#თავისუფლება #გამარჯვება #პროტესტი #krabcoffee #protestart #protestbanner #win #freedom

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *