შეკრება თბილისში, ჩასვლა თელავში, მსვლელობა მათეს საცხოვრებელთან და მის სიახლოვეს ხალხმრავალ ადგილებში სწორი მესიჯებით, დაბრუნება იმავე ადგილზე, სადაც თელავში შევიკრიფეთ ანუ თეატრთან და აქცია, ასევე სხვადასხვა ადამიანის აზრი სინდისის პატიმრებსა და კონკრეტულად მათე დევიძეზე.
დაბრუნება თბილისში და გასვლა რუსთაველზე, სამწუხაროდ გვიან მოუწია, რადგან ის მძღოლი, ვინც მოგვიყვანა, რაღაც მიზეზის გამო, სწრაფადვე გაბრუნდა ან სხვა ხალხით ან ცარიელი და მთავარი ისაა რომ დაგვიგვიანდა და მისვლიდან ერთ საათში გზა გაიხსნა, მის შემდეგ უკვე დაღლილი წავედი სახლში, რადგან ვერ დავრჩებოდი 24 საათი პარლამენტის წინ და თან ეს ვიდეოც მქონდა ასაწყობი.
თავისუფლება მათე დევიძეს! თავისუფლება ყველა სინდისის პატიმარს! დამხობა რეჟიმს!
მადლობა ნებისმიერ ადამიანს ვინც ყოველი დღე დგას ქვეყნის სადარაჯოზე, ისტორიის სწორ მხარეს, ყველა ჩემი და-ძმაა, ჩვენ ვებრძვით უსამართლობას ყველგან და ყველანაირი გამოვლინებით, იმიტომაც ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება, თავისუფლება და სამართლიანობა, ვართ საინტერესო ხალხი, ასევე ჩვენ გვძულს დიქტატურა და მას არ გავაჭაჭანებთ საქართველოში და რაც მთავარია, მართლები ვართ ამ ომში, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..