#თავისუფლებალაზარეს / #freelazare
სისტემა ირჩევს მსხვერპლს, ვისზეც შეძლებს ხელის შეწმენდას, ვისაც მარტივად გააშავებს, რადგან ხალხის დიდი ნაწილი განუვითარებელია და მათზე ზემოქმედება ხდება ბანძი მუსიკითა და თურქული სულელური სერიალებით, ასევე გარემო–პირობებიც კი, რომელიც ხალხს ვერ წარმოუდგენია, თუნდაც ის რომ ვინმეს შეუძლია რამე უსასყიდლოდ გააკეთოს, თუნდაც საკუთარი საღებავით მოხატოს ყვავილები რომელიმე კორპუსზე, როდესაც არანაირ პოლიტიკურ პარტიასთან არ იკვეთება, არც მერია უხდის და არ უკვეთავს, არც რომელიმე კერძო პირი ან ფირმა, წარმოუდგენელია მათთვის, იმიტომაც განსხვავებული ვიზუალის მატარებელი თუ უბრალოდ შეიგინება ხელის მოქნევით, მარტივია დააბრალო რომ ის განსხვავებული ორიენტაციისაა და მას შეეძლო ესროლა მოლოტოვის კოქტეილი და ამოეტრიალებინა პოლიციის მანქანა, სულაც ასე რომც ყოფილიყო, ისეთი წნეხის ქვეშ, რაც სამართალდამრღვევი ორგანოები აკეთებდნენ ჩვენს მიმართ, ეს იქნებოდა ათტომეული წიგნიდან ერთ გვერდზე ორი–სამი სიტყვის მარკერით მონიშვნა.. იკითხეთ რა ხალხო წიგნები, ინტერესი გაიჩინეთ, რომ გაგიჩნდეთ კითხვები და პასუხები ეძიოთ ბიბლიოთეკებსა და ინტერნეტში, ისწავლეთ უცხო ენები რაც არაა ქართულად რომ წაიკითხოთ, შეიმეცნოთ და შემდეგ ვერ მოვტყუვდებით ასე მარტივად და ვერ გადაგვივლიან, როდესაც თვითონ ისინი გააცნობიერებენ რისი კეთება უწევთ … ეს არაა მარტივი და სწრაფი გზა, რევოლუციის მსგავსად, დიდი დროის შემდეგ, მაგრამ გამოიღებს ნაყოფს, განვითარდით ხალხნო!
თორნიკესა და ლაზარეს კი მალე თავისუფლება!!!
streetart #graffiti #ქუჩისმხატვრობა #გრაფიტი #ტაბუ92 #tabu92art #tabu92